მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-22
საქართველო დღეს ისვენებს

საქართველოს ჩოგბურთელთა ქალთა ნაკრები ანთალიაში იმყოფება, სადაც ლალი ზერეკიძის შეგირდები ფედერაციის თასზე ევროპა-აფრიკის II ზონის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. გუშინ ატალეია შაინის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართა კენჭისყრა, 6 ნაკრები ორ ჯგუფად გაიყო. A ჯგუფში პორტუგალიის, ლატვიის და მაროკოს ნაკრებები მოხვდნენ. B ჯგუფში - საქართველო, თურქეთი და სამხრეთ აფრიკა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა გუნდი ჩვენს ჯგუფშია, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს კენჭისყრამ გაუმართლა. პორტუგალიას ძლიერი გუნდი ჰყავს, ხოლო ლატვიას ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ლიდერი, ანასტასია სევასტოვა. ხოლო ჩვენს ჯგუფში მოთამაშე სამხრეთ აფრიკის ნაკრები ლიდერმა ჩენელ სხეფერსმა დააღალატა, მის გარეშე კი ეს გუნდი ერთობ სუსტია. დღეს ტურნირის პირველი დღეა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ისვენებს. ჩვენს ჯგუფში თურქეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკისას ხვდება, მეორეში კი პორტუგალია - მაროკოს. ჯგუფის გამარჯვებული პლეი ოფს გამართავს მეორე ჯგუფის მეორეადგილოსანთან, საბოლოოდ კი ორი გამარჯვებული ნაკრები გაისადაც ევროპა-აფრიკის პირველ ზონაში ითამაშებს.

გაგაცნობთ ჩვენი მეტოქეების შემადგენლობას, თურქებმა მასქიმალურად ძლიერი შემადგენლობა გამოიყვანეს: პემრა ოზგენი, კაგლა ბუიუქაკჩაი, იპეკ სენოღლუ და მელის სეზერი. თუმცა რეიტინგის მიხედვით ჩვენების შემადგენლობა გაცილებით სოლიდურია. სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაშობენ: ნატალი გრანდინი, ლიზან დუპლესისი, კელი ანდერსონი და ჩენელ სიმონდსი. აქვე ჩვენი გუნდის შემადგენლობასაც შეგახსენებთ: ანა ტატიშვილი, მაკა ჩახნაშვილი, სოფო შაფათავა და მანანა შაფაქიძე. მატჩები ატალეია შაინ ჰოტელის ჰარდის საფარის კორტებზე გაიმართება.

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი