მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-25
უცნაურობებიც დაგვეწყო...

ლოკომოტივი-გაგრა 0-1

0:1 გაბედავა (66. კუპრეიშვილის პასით)

33-ე წუთზე ტყეშელაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი

ლოკომოტივი: გ. ლომაია - ფოფხაძე, გუშარაშვილი, მ. ლომიძე, ელიავა - დიაკვნიშვილი - კახელიშვილი, მახარაძე, წულაძე (67. მოდებაძე), ჩირიკაშვილი - შ. კვანტალიანი (59. დ. ჩაგელიშვილი).

სათადარიგოები: ბეღელური, გ. კვანტალიანი, ლ. ჩაგელიშვილი, სარალიძე, კობიაშვილი

გაგრა: თევდორაძე - კუპრეიშვილი, გიგაური, ტყეშელაშვილი, გაბუნია - ოვონიკოკო (59. ფილია), შარიქაძე, ლ. ნოზაძე, ჩარგეიშვილი - ჩხაიძე, გაბედავა.

სათადარიგოები: ხომერიკი, კოზლენკო, თუხარელი, მოსიაშვილი, გედენიძე

გაფრთხილება: ლომაია (33)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

სეზონის ბოლოა და უკვე აღარაფერი უნდა გვიკვირდეს. მით უმეტეს, რომ საქმე მოტივაციასთან გვაქვს. ჰო, ძალიან ძნელია მაქსიმალური თავდადება მოსთხოვო იმ გუნდს, ჩემპიონატში საფიქრალ-სანერვიულო რომ აღარაფერი დარჩა; თანაც, გუნდს თასის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა ელოდება ოთხ დღეში და ერთი შეხედვით, ვერც გაამტყუნებ. ხვდებით, ალბათ, რომ ლოკომოტივზე ვსაუბრობთ; სამაგიეროდ, მეტოქეს სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდა და მოიგო კიდეც! მოიგო მეტად უცნაური სცენარით წარმართულ შეხვედრაში, როცა, ხშირ შემთხვევებში, მოედანზე მეტისმეტად კურიოზული სიტუაციები იქმნებოდა...

რა თქმა უნდა, ხელაღებით ძნელია იმის მტკიცება, რომ ამა თუ იმ კონკრეტულმა ფეხბურთელმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი მეტოქის კარს განგებ ააცილა; ან, პირიქით - ამა თუ იმ კონკრეტულმა ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს არანაკლებ ხელსაყრელი დერეფანი შეუქმნა; მაგრამ, რა ვუყოთ მატჩამდე მოარულ ხმებს, თითქოსდა ამ შეხვედრაში ბევრად მოტივირებულ სტუმრებს უნდა გაემარჯვათ (ისევე როგორც პარალელურად მიმდინარე მატჩში, სადაც უკვე მასპინძლები ლამის თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე იყვნენ უპირობო ფავორიტად გამოცხადებულნი)...

ახლა კი, ალბათ დროა, რომ ვარაუდებსა და ეჭვებს თავი დავანებოთ და გუშინდელ მატჩზე ვისაუბროთ, სადაც მასპინძლებმაც და სტუმრებმაც აშკარად განსხვავებული ტაიმები ითამაშეს. სხვათა შორის, ლოკომოტივი ფაქტობრივად, უძლიერესი შემადგენლობით თამაშობდა მაშინ როცა გაგრას სხვადასხვა მიზეზის გამო ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი (ცხადაია, ცხადაძე, კოზლენკო) აკლდა. ისე, უკრაინელი ლეგიონერის სათადარიგოთა სკამზე გამწესება ბევრს არც უნდა გაჰკვირვებოდა - უკანასკნელ მატჩებში კოზლენკო, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად ირჯებოდა. მისი ადგილი კი ძირითადში უნივერსალმა გიორგი ტყეშელაშვილმა დაიკავა - პირველ ეტაპზე საყრდენად რომ თამაშობდა, ვიქტორ კაშჩეის მოსვლის დღიდან კი დაცვის ფლანგებზე რომ ასპარეზობს. სწორედ ტყეშელაშვილის მართებდა კიდეც ამ შეხვედრაში პირველი გოლის გატანა, მაგრამ პენალტი გააფუჭა! თერთმეტმეტრიანი კი საკამათო არავისთვის უნდა ყოფილიყო - ოვონიკოკომ ჩინებული პასით გიორგი გაბედავა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ სტუმართა ფორვარდს გიორგი ლომაია წესების დარღვევით შეხვდა. ეს ყველაფერი 32-ე წუთზე მოხდა და მანამდე გაგრას ერთი ხეირიანი შეტევაც არ ჰქონდა განხორციელებული. სამაგიეროდ, მასპინძლების უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და უცნაური მხოლოდ ის იყო, თუ როგორ ვერ ახერხებდნენ ლოკომოტივის ფეხბურთელები გოლის გატანას. კახა მახარაძე, ირაკლი ჩირიკაშვილი, შალვა კვანტალიანი, რევაზ წულაძე - მასპინძელთა ოთხივე შემტევს მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ხან მცირეოდენი უზუსტობის გამო ვერ ხეირობდნენ, ხან კიდევ გაგრას მეკარე რევაზ თევდორაძე თამაშობდა დამაჯერებლად. თუმცა უფრო რეალური მომენტი მაინც სტუმრებმა შექმნეს: გაგრამ მეორედ შეუტია და ლოკომოტივი ამჯერადაც სასწაულებრივ გადაურჩა გოლს; არადა, აკაკი კუპრეიშვილის ჩინებული პასის მერე ოვონიკოკო მეტოქის კართან მარტო დარჩა, მაგრამ ჭაბუკმა ნიგერიელმა მოახერხა და ბურთი მიზანს ააცილა!

...მეორე ტაიმზე კი რა უნდა ვთქვათ: სტუმართა მეკარეს, ფაქტობრივად, საქმე არც ჰქონია; სამაგიეროდ გაგრამ შექმნა სამი სახიფათო მომენტი და აქედან ერთი გოლით დასრულდა: კუპრეიშვილის ჩინებულ რეიდს პარტნიორების მხრიდან ეფექტური გაგრძელება მოჰყვა, საბოლოო დარტყმა კი გიორგი გაბედავამ შეასრულა და ლომაიაც უშანსოდ დატოვა. ამის გარდა, თამაზ ჩარგეიშვილს ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯერ კარს ააცილა ბურთი, მერე კი ოდნავ დააყოვნა და სახიფათო მომენტიც ამით განიმუხტა.

ამ მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვებით გაგრამ გასავარდნ ზონას თავი დააღწია, მაგრამ წინ ორი ურთულესი შეხვედრა (ოლიმპთან და ზესტაფონთან) ელოდება...

ავტორი: გია ტუხაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი