მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-25
გულის კარნახით

სპორტის სასახლეში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს ესწრება კონტინენტის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტი სერგეი სოლოვეიჩიკი, რომელსაც გუშინ გავესაუბრე.

დარწმუნებული ვიყავი, რომ თბილისი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის სათანადოდ მოემზადებოდა და არც შევმცდარვარ. დიდი მადლობა ქართული ძიუდოს მესვეურებსა და ჩემს კოლეგებს ევროპის ძიუდოს კავშირიდან, რომლებმაც ერთობლივი ძალისხმევით ასეთი დღესასწაული აჩუქეს სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს. უძლიერესი ფალავნები გამოვლენ ტატამზე და ელვისებური ფანდებით, ლამაზი ჭიდაობით გაგვახარებენ. სამი დღის განმავლობაში აქ გამოვლინდებიან ჩემპიონები და პრიზიორები, რომელთა უმრავლესობას 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე მოუწევს კონტინენტის სპორტული ღირსების დაცვა.

ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ გულშემატკივრები აქტიურად ქომაგობენ განურჩევლად ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს. ეს იმის შედეგია, რომ ქართველებს უყვართ ძიუდო, იციან მისი ფასი, დარბაზში ძალიან თბილი ატმოსფერო სუფევს და, იმედია, ჩემპიონატის ბოლომდე ასე იქნება.

პირველი ორთაბრძოლები უკვე ვიხილეთ. როგორ ატყობთ, ახალმა წესებმა ძიუდოს სილამაზე ხომ არ დაუკარგა?

კომენტარისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, რადგან სპეციალისტები შეჯიბრებებზე ყველაფერს აკვირდებიან, იწერენ. შემდეგ გავაანალიზებთ და სათანადო დასკვნებსაც გამოვიტანთ. ახალი წესები ძიუდოს განვითარებას და სილამაზეს ხელს თუ შეუშლის, სათანადო წინადადებებით მივმართავთ საერთაშორისო ფედერაციას. თუმცა, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

თბილისში მიმდინარე პროცესებზე რას იტყვით?

ბედნიერი ვარ იმით, რომ პოლიტიკოსი არ გახლავართ. მაგრამ როგორც ერთ უბრალო მოქალაქეს, ძალიან მტკივა გული იმაზე, რაც შარშან აგვისტოში მოხდა რუსეთ-საქართველოს შორის. უამრავი ქართველი მეგობარი მყავს და ისინი ყოველთვის სიყვარულით მხვდებიან თბილისში, მეც გულთბილ მასპინძლობას ვუწევ მათ მოსკოვში. რაც უნდა მოხდეს, როგორი ურთიერთობაც უნდა დამყარდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ქართველ მეგობრებს ვერ დავკარგავ.

თბილისში ევროპის ჩემპიონატის გამართვას მეც და ევროპის ძიუდოს კავშირმა აქტიურად დავუჭირეთ მხარი, რითაც თქვენი ქვეყნის მიმართ კეთილი ნება და პატივისცემა გამოვხატეთ. ეს იყო გულის კარნახით. რუსი მოჭიდავეები ჩამოვიდნენ ჩემპიონატზე. ქართველებმა ისინი გულთბილად მიიღეს. ყოველივე ეს ძალიან მახარებს, ჩვენ, სპორტსმნები, ყველაფერს ვაკეთებთ დაძაბულობის შესანელებლად; იქნებ, პოლიტიკოსებმაც მოგვბაძონ და გამონახონ საერთო ენა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის აღსადგენად.

ავტორი: ვაჟა დანელია


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი