მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-25
თეთრი და შავი, ანუ ინი და იანი

თეთრი და შავი, დღე და ღამე, ინი და იანი, ტარტუ" და თსუ...

ჩინური დაოიზმის მიხედვით ინი თეთრია, ყოველგვარი სიკეთის სათავე, ხოლო იანი შავია, უარყოფითისა და ბნელეთის წარმომადგენელი. დაოისტების აზრით, დედამიწა სწორედ დადებითისა და უარყოფითის ნაზავია. პლუს-მინუსის თემა ელექტრომოძღვრებაშიც აქტუალურია და სპორტშიც.

შავი და თეთრი ძალები საკალათბურთო მეცნიერებაშიც გვხვდება. თუ შესავლის პირველ წინადადებას კიდევ გადახედავთ და ლოგიკას მიჰყვებით, არ გაგიჭირდებათ ტარტუსა" და თსუ-სთვის შესაბამისი ფერების მინიჭება: ტარტუ როკი" თეთრია, თსუ - შავი. ვიდრე ქართული სტუდენტური გუნდის წარმომადგენლებს ეწყინებოდეთ, განვმარტავთ: ტარტუ" ნათელი მაგალითია სტუდენტური კალათბურთის სწორად მართვისა, ხოლო თსუ - ბნელი მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მართო საკალათბურთო კლუბი. ბნელი ოთახიდან ნათელში რომ გავალთ რა დაგვემართება? - თვალი მოგვეჭრება. ჰოდა ასეთი თვალისმომჭრელი კონტრასტია თსუ-სა და როკს" შორისაც. შევადაროთ ეს ორი გუნდი და იმედი დავიტოვოთ, რომ ოდესმე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გუნდის თეთრად გადაღებვას მოისურვებს.

ჯიბე

შავი

შეიძლება, ზოგიერთმა ევროპელმა გიჟებადაც მიგვიჩნიოს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პროფესიონალი კალათბურთელები უხელფასოდ თამაშობენ. თსუ-ელებმა იანვარში შეიტყვეს, რომ აგვისტოს შემდეგ რაც ითამაშეს, იმის საფასურს არავინ გადაუხდიდათ. მეტსაც გეტყვით: მათ სეზონის მეორე ნაწილში გამოსვლისთვის ხელფასს არავინ დაპირებია, მაგრამ თსუ მაინც თამაშობს და ნახევარფინალამდე მიაღწია.

2008 წლის ზამთარში სასწავლებლის ხელმძღვანელობამ სახალხო ბანკთან" ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად ბანკმა საკალათბურთო კლუბის სპონსორობა იკისრა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ სახალხო ბანკი" გვერდზე გადგა და თსუ-ს საკალათბურთო გუნდიც ჰაერში დარჩა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თავს იმართლებს, კალათბურთელებისთვის ხელფასის გადახდის უფლება იურიდიულად არ გვაქვსო...

მოკლედ, საქმე შავადაა. ამ სეზონის შემდეგ სპორტსმენებს უფულოდ თამაში მოსწყინდებათ და თსუ დაიშლება. მერე იტყვიან ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, განათლებაზეც ვზრუნავთ და სპორტზეცო...

თეთრი

ახლა თეთრ ფონზე გადავერთოთ, სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსობას დავანახვოთ როგორ უნდა განათლებაზე, სპორტსა და ქვეყნის პრესტიჟზე ზრუნვა.

მაშინ, როცა თსუ სპონსორებს ბნელეთში სანთლით ეძებს, გიორგი ცინცაძის მაისურს ერთბაშად 15 სარეკლამო წარწერა ამშვენებს. არ გეგონოთ, ტარტუ როკს" მხოლოდ 15 სპონსორი ჰყავს, მათი რაოდენობა 18-ს აღწევს. ...ორი საინფორმაციო სპონსორია, დანარჩენი ან ფულს უხდის, ან სტუმრების სასტუმროებში უფასოდ დაბინავებას უზრუნველყოფს.

2007 წლის მონაცემებით, როკის" ბიუჯეტი 900 ათას ევროს შეადგენდა. დღეისთვის ბიუჯეტი მცირედით გაიზარდა, მილიონს მიაღწია. ესტონელები როგორ განკარგავენ ამ საკალათბურთოდ არცთუ მსუყე თანხას, ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე თსუ-ზე ვისაუბროთ.

ინფრასტრუქტურა

შავი

ძველად, საქართველოში არსებობდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის სპორტული სიები. ამ ჩამონათვალში, მართალია, პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად სხვებიც ხვდებოდნენ, მაგრამ ეს ერთგვარად სპორტით დაინტერესებას იწვევდა და ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი იყო. ამერიკაში ყოველ სასწავლებელში სოლიდური გადასახადია. თუმცა, ის, ვინც საკალათბურთო კლუბს წარმოადგენს, უფასოდ სწავლობს. იქ საუნივერსიტეტო კალათბურთის სისტემა შვეიცარიული საათივითაა აწყობილი. თუკი ამერიკას ვბაძავთ, სასწავლებლებშიც შემოვიტანოთ იქაური ინფრასტრუქტურა, არ შეიძლება?

დღეს რა სპორტულ სტრუქტურაზეა ლაპარაკი, როცა სკოლის დამთავრების შემდეგ სპორტსმენთა უმეტესობა ბურთს განზე აგდებს და სწავლას მიჰყვება. ჩვენთან ან უნდა ისწავლო, ან ითამაშო, ორივეს ერთდროულად მოსწრება შეუძლებელია. სხვა უამრავ ახალგაზრდას მსგავსად, ამ სტატიის ავტორიც უნივერსიტეტში ჩაბარების გამო შეეშვა აქტიურ სპორტს (თუმცა თავადაც ამჩნევდა, რომ მისგან დიდი ვერაფერი გამოვიდოდა). ვინ იცის, 90-იანი წლების შემდეგ რამდენი ნიჭიერი კალათბურთელი დაკარგა საქართველომ.

...ჯერ სასწავლო სტრუქტურისთვის ვერ მიგვიგნია (ათასნაირ რეფორმას ვახორციელებთ) და საკალათბურთო ინფრასტრუქტურაზე რა უნდა ვთქვათ, აქაც სრული სიბნელეა.

თეთრი

ვიდრე სასწავლო რეფორმებში ახლართული ქართველები სპორტისთვის მოვიცლით, ესტონეთი, სწორი მიდგომით, ჩვენზე ერთი-ორად წინ იდგება. ...კი არ იდგება, იფრენს!

ტარტუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მილიონიან ბიუჯეტს იდეალურად განკარგავს. ამის მაგალითი 2008-09 წლების სეზონია. როკერებს" გუნდში სამი ლეგიონერი ჰყავთ - გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე და ტანოკა ბერდი. ქართველები ახალგაზრდები არიან და ხელფასიც არ აქვთ ისეთი, პორშე კაიანის" ყიდვა რომ შეძლონ. შარშან გიორგი ცინცაძე გამოგვიტყდა, რომ ესტონეთში გუნდის მიერ ბოძებული ნისან ტიიდათი" დადის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ისეთ გუნდში მოხვდება, სადაც ხელფასი პორშე კაიანის" შეძენის საშუალებას მისცემს. სხვებზე მეტი ანაზღაურება ამერიკელ ტანოკა ბერდს აქვს. მან ევროპის უამრავი წამყვანი კლუბი მოიარა და 40 წელს რომ მიუკაკუნა, როკის" წინადადებას მაშინ დათანხმდა. არც 38 წლის კალათბურთელში უნდა იხდიდნენ ესტონელები 300 ათას ევროს...

მოკლედ, შეზღუდული სახელფასო ფონდის მიუხედავად, ტარტუ როკი" საერთაშორისო სარბიელზე წარმატებას აღწევს. გასულ სეზონში გიორგი ცინცაძის წინამძღოლობით გუნდმა ევროთასის მეოთხედფინალიდან რუსული ურალ გრეიტი" (ბიუჯეტი 10 მილიონამდეა) გამოდევნა. წლეულს კი ბალტიის ლიგის ფინალურ ოთხეულში გააღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ 4-5-მილიონიან ჟალგირისსა" და რიტასს" გაუთანაბრდა.

ტარტუ როკისგან" სასწავლი მხოლოდ თსუ-ს ხელმძღვანელობას როდი აქვს...

ქომაგი

შავი

ახლა სასოფლოს უნივერსიტეტი უნდა ვახსენოთ, ოღონდ დადებითი კუთხით. ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა საგაისოდ ინსტიტუტის დარბაზის გარემონტებას აპირებს და სუპერლიგის მატჩები თუ სასოფლოში გაიმართა, მერე ნახეთ ანშლაგი...

ახლა შავზე: იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდობის სპორტში ჩართვის მიზნით თსუ-ს დარბაზი ისე მოეწყოთ, სუპერლიგის მატჩებისთვის ემასპინძლა, თსუ-ს უფროსობას თავში საკალათბურთო დარბაზის ბიბლიოთეკად გადაკეთება მოუვიდა. კალათბურთელები პატარა დარბაზუკაში" გადაიყვანა, სადაც სპორტსმენი კი არა, თაგვი ვერ მოიქნევს კუდს.

მატჩების შინ ჩატარებას ვინ ჩივის, თსუ-ს დიდი ხანია იმდენი ქომაგი გულშემატკივრობს, რამდენიც მაქაბის". ეს თსუ-ს არ ეკადრება. არადა, ფანკლუბის შექმნა ყველაზე იოლი სტუდენტურ კლუბებშია...

თეთრი

...მაგალითად ტარტუში". დღესდღეობით როკის" მატჩებზე 3 ათასამდე გულშემატკივარი დადის. ძირითადად სტუდენტები. გუნდის ფან-კლუბი 400 გულშემატკივარს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფასდაკლებით სარგებლობენ და გუნდს ყველა გასვლით მატჩზე დაჰყვებიან.

ტარტუში ჩასვლის შემდეგ პირველივე ინტერვიუში გიორგი ცინცაძემ აღნიშნა: ასეთ ქომაგობას ჯერ არსად შევხვედრივარო.

ფან-კლუბში გაწევრიანებულები საჩუქრდებიან გუნდის მაისურებით, საყვირებით, კაშნეებითა და როკის" ემბლემიანი ქოლგებითაც კი.

...და ყველაზე ჭკვიანური: გუნდს როკი" ჰქვია. სახელი მუსიკის ამ მიმდინარეობის ყველა მოყვარულს დარბაზისკენ ექაჩება. ამის მოფიქრებასაც ფული ხომ არ სჭირდება?!

თეთრ ინს შუაში შავი წერტილი აქვს, შავ იანს - თეთრი. ამასაც გააჩნია თავისებური ახსნა: ბნელეთშიც შეიძლება სინათლის დანახვა და - პირიქით. თსუ-ს შემთხვევაში შავ ფონზე თეთრად მხოლოდ იმედი მოჩანს. იმედი მომდევნო სეზონის დაწყების შემდეგ მოკვდება, თუ მანამდე ტარტუ როკს" არ მივბაძეთ...

ავტორი: ვაჟა სიმონიშვილი


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი