მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-25
სამებობაახალსოფელში
ბრწყინვალე აღდგომის მეორე და მესამე დღეს ქართული ჭიდაობის შთამბეჭდავი სანახაობა გაიმართა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია მთელს საქართველოში. სამებობის დღესასწაულს ახალსოფელში დიდი ხნის ტრადიცია აქვს და ზეიმის ეპიცენტრი სამების სალოცავთან აგებული საჭიდაო სარბიელია.

პირველ დღეს ტრადიციისამებრ ახალსოფლის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა ორთაბრძოლები. მთავარი პაექრობა კი მეორე დღეს სამების სარბიელზე მოეწყო. ტურნირში მონაწილეობდნენ ყვარლის, გორის, გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოს თელავის, სოფლების: ალვანის, წიწკანაცერის, კაბალის, ვერხვისმინდორის, ჭიკაანის, აფენის, გავაზის, პატარა გორის, სარუსოს, გიორგეთის და ახალსოფლის მოჭიდავეები.

სტუმართა შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე და დელეგაცია აზერბაიჯანიდან. ტელმან კაიზმოვმა საკუთარი პრიზებით დააჯილდოვა ჩემპიონ-პრიზიორები. ჩვენთან საუბარში მან თქვა: მე, როგორც საქართველოში დაბადებულმა, კარგად ვიცი ქართული ჭიდაობა. არაერთი გამარჯვებაც მომიპოვებია. ამიტომ თავს მოვალედ ვთვლი, მხარში დავუდგე ქართულ ჭიდაობას და წვლილი შევიტანო ჩვენი ერების მეგობრობის განმტკიცებაში".

ახალსოფელში სამების კრუგის გარშემო ყველა ზეიმობდა. ყმაწვილები დოღის ცხენებს დააჭენებდნენ. საჭიდაო წრეში კი წინაპართა წეს-ჩვეულებისამებრ განის გამშლელი გრძელი სახრით ამყარებდა წესრიგს... ამ დროს შუამავალი მსაჯი (არბიტრი) იმპრესარიოს როლსაც ასრულებდა - ხმამაღლა ამცნობდა მაყურებლებს ორთაბრძოლის მონაწილეთა ვინაობას.

უამრავმა მაყურებელმა ახალსოფელში იხილა ლამაზი და უშეღავათო ქართული ჭიდაობა. უძლიერესი კი რვა წონით კატეგორიაში გამოვლინდა. აი ისინიც:

50 კგ ზაზა შველიძე (ჭიკაანი), 55 კგ კახა ცაგარელი (ახალსოფელი), 60 კგ ვანო გოგიაშვილი (გორი), 65 კგ ალიკა ნანიევი (გიორგეთი), 70 კგ რამაზ ლაფაჩიშვილი, 75 კგ არსენ ნაცვლიშვილი (ორივე ახალსოფელი), 80 კგ ნოდარ კუდუხაშვილი, 90 კგ პაატა ღვინიაშვილი (ორივე გორი).

ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ახალსოფლელმა დავით ქევხიშვილმა ევროპის ჩემპიონის (1968) და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ახალსოფლელ როინ მაღალთაძის (1941-2004) სახელობის სპეციალური პრიზი გადასცა ერთ-ერთ გამარჯვებულს რამაზ ლაფაჩიშვილს. კახა ცაგარელმა კი ჭედილა დაიმსახურა.

ტურნირს ესწრებოდნენ ლატვიელი კინოდოკუმენტალისტები, რომლებიც დოკუმენტურ ფილმს იღებენ ქართულ ჭიდაობაზე...

გაბრიელ ბარჯაძე

ახალსოფელი (ყვარელი)



კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი