მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-25
ტრადიცია აღორძინდება

საქართველოში წყალბურთს რომ სასახელო ტრადიციები ჰქონდა, უცხო არავისთვისაა. პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია, გივი ჩიქვანაია, ლერი გოგოლაძე, ვლადიმერ ისელიძე, მიხეილ გიორგაძე... მარტო ამ სახელების და თუნდაც თბილისის დინამოს წყალბურთელთა გუნდის გახსენება რად ღირს. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო წარსული მოგონებად იქცა.

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ წყალბურთში გამოცოცხლება იგრძნობა. ეროვნული ნაკრები ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით აშკარად პროგრესირებს, რაც ბოლო პერიოდში უკრაინის ჩემპიონატშიც გამოჩნდა. ქვეყანაში წყალბურთის აღორძინება-წინსვლაში ლომის წილი შეაქვს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. აკი აღნიშნა კიდეც სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მომდევნო თვეში წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის I საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას მიეძღვნა, რომ ოლიმპიური კომიტეტის ბიუჯეტის ერთი მესამედი სწორედ სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხმარდება.

წყალბურთში ტრადიციების დაბრუნება ჩემთვის, ისევე როგორც სპორტის ყველა ქომაგისთვის, მნიშვნელოვანია. კონტინენტის პირველობის ეტაპის დაძლევა არის პროგრამა მინიმუმი, რაც, დარწმუნებული ვარ, თქვენს ძალებს არ აღემატება. თქვენზე ბევრია დამოკიდებული და იმედები უნდა გაგვიმართლოთ - მიმართა გია ნაცვლიშვილმა წყალბურთელებს პრესკონფერენციაზე.

აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის იყო შემოსილი ჩვენი ნაკრები სპორტული ფორმით, დღეს კი გუნდს ფრანგული ფირმა არენას შესანიშნავი ფორმა აქვს, რომლის შეძენაც სეოკ-ის დაფინანსებით მოხერხდა. გუნდში საბრძოლო განწყობაა და ეჭვიც არ მეპარება, რომ მალტაში თავს არ შეირცხვენენ - ეს სიტყვები საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს და სეოკ-ის გენერალურ მდივანს ალექსანდრე ბითაძეს ეკუთვნის.

გუნდი კარგად არის მომზადებული. დღეში ორჯერ ინტენსიურად ვვარჯიშობთ. ყველას გვაქვს გათავისებული, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია. რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ - ამბობს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ჯუმბერ წიკლაური. გუნდის სახელით კაპიტანმა ზურაბ რურუამ პირობა დადო, რომ ქომაგებს გაახარებენ და სამშობლოში თავაწეულნი დაბრუნდებიან.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით, ნაკრები დღეს გამთენიისას 10 დღიან შეკრებაზე სერბეთში გაემგზავრა, იქიდან კი კუნძულ მალტაზე გადაინაცვლებენ და 8-10 მაისს ევროპის ბ ჩემპიონატში გადასასვლელ საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვებიან. ჩვენი მეტოქეები მასპინძელთა გარდა ფინეთისა და ირლანდიის გუნდები იქნებიან. მინიმუმ მეორე ადგილი უნდა დავიკავოთ, რათა სექტემბერში შვეიცარიაში გასამართ ევროპის ბ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოვიპოვოთ.

ავტორი: ლუკა კახაძე


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი