მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-30
ფინალში... ხუთი წლის მერე!

დინამო-ლოკომოტივი 1-2

პირველი მატჩი 2:0

0:1 კვანტალიანი (22), 1:1 ჯუისი (44. დიღმელაშვილის პასით), 1:2 გუშარაშვილი (53. დიაკვნიშვილის პასით)

დინამო: ოვონო (54. ლორია) - თომაშვილი, კაკუბავა, ნერგაძე, ჩარასი - დიღმელაშვილი, შ. კაშია - ტომიჩი, კოშკაძე, ლომია (61. გველესიანი) - ჯიუსი (70. აკირემი).

სათადარიგოები: ჯიშკარიანი, ნემსაძე, ქანთარია, სპასოევიჩი.

ლოკომოტივი: გ. ლომაია - ფოფხაძე, გუშარაშვილი, მ. ლომიძე, ელიავა - დიაკვნიშვილი - კახელიშვილი, მახარაძე, წულაძე (46. ჩირიკაშვილი), სარალიძე (58. დ. ჩაგელიშვილი) - შ. კვანტალიანი (73. მოდებაძე).

სათადარიგოები: ბეღელური, ლ. ჩაგელიშვილი, კაიშაური, ა. კობიაშვილი.

გაფრთხილება: ფოფხაძე (44), ტომიჩი (52), გუშარაშვილი (69), დიაკვნიშვილი (73), ლორია (78), გველესიანი (85), მახარაძე (90)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით დინამომ პირველი შეხვედრა წააგო. თუმცა ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მაინც შეძლო ფინალის საგზურის მოპოვება. პირველ შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხუთწლიანი პაუზის მერე დინამოს კვლავაც ებრძოლა თასის მოსაპოვებლად. ისე, გუშინდელ შეხვედრაში (განსაკუთრებით - ბოლო წუთებში) მასპინძლებმა გვარიანად ანერვიულეს ერთგული ქომაგები: ლოკომოტივს ხომ ერთი გოლიღა სჭირდებოდა საბოლოო გამარჯვებისთვის და ასე რომ მომხდარიყო, აი, სენსაცია ის იქნებოდა!

...დინამო განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა: დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ტოვებდა გუნდის სამი წამყვანი ფეხბურთელი: ლევან ხმალაძე, გურამ კაშია და გიორგი მერებაშვილი. აქედან გამომდინარე, კახა კაჭარავას გარკვეული კორექტივების შეტანა მოუხდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუაც შეუცვალა: შოთა კაშია საყრდენად ვიხილეთ, ხოლო ალექსანდრე კოშკაძე ცენტრალური შუამარბის პოზიციაზე ირჯებოდა და, ისევე როგორც ბოლო მატჩებში, გუშინაც აქტიური თამაშით დაგვამახსოვრა თავი. ლოკომოტივი, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით იყო. ერთადერთი, ალბათ, ირაკლი ჩირიკაშვილის სათადარიგოთა სკამზე გამწესება თუ იქნებოდა მოულოდნელი.

თავდაპირველად უფრო პოზიციური თამაში მიდიოდა და პირველი დასამახსოვრებელი მომენტი მხოლოდ მეოცე წუთზე ვნახეთ: დონალდ ჯუისი საჯარიმოს გარედან შემობრუნებით ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა. სამ წუთში კი სტუმართა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა: მარჯვენა ფლანგზე გიორგი კახელიშვილმა საკუთარი აქტიურობა შორეული და ძლიერი დარტყმით დაასრულა; დიდიე ოვონომ მაინც შეძლო და ბურთი მოიგერია (ძელიც მიეხმარა), მაგრამ გადმოვარდნილზე ყველას ახალგაზრდა შალვა კვანტალიანმა დაასწრო და ეფექტური უკუდარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1! ასეთ დასაწყისს, მართლაც არავინ ელოდა; ეგ კი არა, ორიოდ წუთში ლოკომოტივს კიდევ ერთი ჩინებული მომენტი შეექმნა: იმავე კახელიშვილისა და კვანტალიანის აქტიურობის მერე კახა მახარაძემ, როგორც საჭიროა, ბურთი ვერ დაიმორჩილა, თორემ დინამოს კარს უეჭველი ხიფათი ემუქრებოდა. აი, ეს იყო და ეს: ამის მერე პირველი ტაიმის ბოლომდე მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა; შესაძლოა, შევცდეთ კიდეც, მაგრამ ჩვენი უხეში დათვლით, მასპინძლებს, სულ მცირე, ხუთი ჩინებული მომენტი ჰქონდათ! პირველ ეპიზოდში კოშკაძის ჯარიმას დანილო ტომიჩის ჩინებული თავური დარტყმა მოჰყვა, მაგრამ გიორგი ლომაიამ არანაკლებ შესანიშნავი რეაქციით საკუთარი გუნდი გადაარჩინა; მერე ჯუისი აღმოჩნდა უაღრესად ხელსაყრელ სიტუაციაში, მაგრამ ვერ იხეირა; ამას უკვე შოთა ლომიას მომენტი მოჰყვა, მაგრამ დინამოს მარცხენაფლანგელმა ბურთი მიზანში ვერ მოარტყა; შემდეგ იყო სამწუთიანი მონაკვეთი, ტომიჩს ზედიზედ ორჯერ რომ შეეძლო გოლის გატანა: ჯერ კოშკაძის ჩინებული პასის მერე ბურთი კარს ააცილა, მერე კი ჯუისის ეფექტურ გადაცემას, ერთი შეხედვით, ზუსტი დარტყმაც მოაყოლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბურთი ლოკომოტივის კარის ხარიხას მოხვდა!

თუმცა დინამოს მასირებულმა იერიშებმა შედეგი მაინც გამოიღო: დავით დიღმელაშვილმა მოხდენილი პასით დონალდ ჯუისი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და მასპინძელთა ახალგაზრდა ლეგიონერმა ამჯერად ყველაფერი ზუსტად შეასრულა.

...მეორე ტაიმის დასაწყისი ისევ მშვიდი აღმოჩნდა, ოღონდ, პირველის მსგავსად, ლოკომოტივის პირველივე გააქტიურება კვლავაც გოლით დასრულდა: სტუმრების სტანდარტულს ნიკა გუშარაშვილის დასწრებაზე თამაში მოჰყვა და ლოკომოტივის ცენტრალური მცველის თავური დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. ახლა უკვე ლოკომოტივის შანსები გაიზარდა: გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის გუნდს ხომ ერთი გოლიღა სჭირდებოდა ფინალში გასასვლელად. ამიტომაც იყო, რომ სტუმართა მწვრთნელებმა მოედანზე მეორე ფორვარდიც (დავით ჩაგელიშვილი) გამოიყვანეს. ამასთან, ტრავმის გამო შესაცვლელი შეიქმნა დიდიე ოვონოც, მაგრამ რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მის შემცვლელ გიორგი ლორიას, ფაქტობრივად, სამუშაო არც ჰქონია. ეგ კი არა, მატჩის მეოთხმოცე წუთამდე, სახიფათო მომენტი რასაც ჰქვია, არც ერთ კართან გვინახავს. აი, ბოლო ათ წუთში კი თამაში გახალისდა: ყველაფერი კი დინამოს კარის სიახლოვესთან დანიშნულ სახიფათო ჯარიმას მოჰყვა, რითაც ორივე მხარე იყო უკმაყოფილო. ჰო, მასპინძლები მიიჩნევდნენ, რომ ოლეგ გველესიანმა მეტოქეს წესების დაცვით აართვა ბურთი, სტუმრები კი, მიიჩნევდნენ, რომ მათი ფეხბურთელი დინამოს საჯარიმოში წააქციეს. კარამდე, ალბათ, 20 მეტრი იქნებოდა, მაგრამ ლოკომოტივმა ამ შანსით ვერ ისარგებლა. სამაგიეროდ, ახლა უკვე დინამო გახელდა და მატჩის ბოლო წუთებზე კიდევ ორი ჩინებული მომენტიც შექმნა: ჯერ, ჯორჯ აკირემის დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს, სულ ბოლოს კი იმავე აკირემის პასით კოშკაძე მახვილი კუთხიდან ლოკომოტივის კარის ცხრიანს უმიზნებდა, მაგრამ ბურთი სტუმართა კარის ბადეს... გარედან მოხვდა! ასე და ამრიგად, დინამოს პირველ მატჩში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ეყო და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხუთწლიანი პაუზის მერე კვლავაც იასპარეზებს თასის ფინალში!

მატჩის შემდეგ

ზაზა ზამთარაძე (ლოკომოტივი): მეტოქეს ფინალში გასვლა მინდა მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ ფინალში ჩვენ გავსულიყავით, მაგრამ ორი მატჩის ჯამში უფრო ძლიერ დინამო აღმოჩნდა.

კახა კაჭარავა (დინამო): ჩემი გუნდის ფეხბურთელებს თამაშამდე ვაფრთხილებდი, რომ მოდუნება და კონცენტრაციის დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა. მერე, როგორ შეიძლებოდა ამდენი მომენტის განიავება? ფეხბურთის დაუწერელი კანონია: შენ ვერ გაიტან, აქეთ გაგიტანენ! ამას გარდა, ორი იძულებული ცვლილების გაკეთებაც მოგვიწია და მატჩის ბოლო ოცი წუთიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

ავტორი: გია ტუხაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი