მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-30
ლევან კობიაშვილი: ახლა საუცხოო ფორმაში ვართ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლევან კობიაშვილმა შალკეს ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა. ბაიერნთან გასვლითმა მოგებამ ხუმარებში არნახული ენთუზიაზმი გამოიწვია. მოდი, კობიაშვილის კომენტარებს გავეცნოთ:

რადგან ძალიან კარგ ფორმაში ვართ, სულაც არ ნიშნავს, რომ მატჩის დაწყებამდე სამი ქულა ჩვენად ვიგულოთ. მომავალ მეტოქეს, ლევერკუზენს ძალიან კარგი შემტევი გუნდი ჰყავს და არაფერს ნიშნავს, რომ ბოლო ათი მატჩიდან ამ გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო. ერთს ვპირდებით გულშემატკივრებს - თავს დავდებთ, რათა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოვიპოვოთ.

შემდეგ მას ლევერკუზენის უმოტივაციობაც შეახსენეს: გეთანხმებით, რომ ამ გუნდს მოტივაცია აღარ შერჩა, მაგრამ რაკი მხოლოდ თასის მოგებით შეძლებს ევროთასებზე მოხვედრას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ნახევარი ძალით ითამაშებს. არ მგონია, ლევერკუზენს სათამაშო რიტმის დაკარგვა სურდეს. მე ახლაც მიმაჩნია, რომ ლევერკუზენი ბუნდესლიგის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია.

ბოლოს კობიაშვილს იმ მიზეზზეც ჰკითხეს, თუ რამ გამოიწვია ბოლო ხანს შალკეს ესოდენ შთამბეჭდავი თამაში: ჩვენ ახლა მართლაც საუცხოო ფორმაში ვართ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მთავარი კი ფელტინს-არენა და ჩვენი გულშემატკივარია, მათგან საოცარ მხარდაჭერას ყოველ წუთს ვგრძნობთ და ჩვენც თავებს არ ვზოგავთ.

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი