მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-30
რატის ბოლო პირველია

რაც ქართველები, დავით ოდიკაძე და რატი ალექსიძე დიორი ეტოს რიგებში გადავიდნენ, უნგრული ფეხბურთის ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდს არ წაუგია ჩემპიონატში, რომელსაც შოპრონილიგა ეწოდება. 8 თამაშიდან ეტომ 5 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, შედეგად, ცხრილის ფსკერისკენ მყოფი კლუბი ახლა მე-6 ადგილზეა 36 ქულით, თანაც წინსვლის კარგი პერსპექტივაც აქვს, რადგან კონკურენტებზე მატჩით ნაკლები აქვს გამართული. შოპრონილიგის მორიგ, 24-ე ტურში ეტომ საერთოდ აიწყვიტა, სტუმრად მესამეადგილოსან ზალაეგერშეგის 7:2 მოუგო! ამ შეხვედრის ბოლო გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა რატი ალექსიძემ გაიტანა, ვისთვისაც ეს პირველი გოლია შოპრონილიგაში. თუმცა ქართველებში წლევანდელ სეზონში პირველობას რატი ვერ შესწვდა, მარტში გოლების ანგარიში ნიდერიჰაზას სპარტაკუსის ნახევარმცველმა დავით იმედაშვილმა გახსნა.

ეგერშეგის ვატერლოო - ასეთი სათაური ამშვენებს შოპრონილიგის ოფიციალურ საიტს. ამ რბევაში კი თავისი წვლილი რატიმაც შეიტანა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. რატი თამაშში ინერტულად მოთამაშე კიშის ნაცვლად 39-ე წუთზე ჩაერთო, იმ დროისთვის ზალაეგერშეგი 2:1-ს იგებდა, შემდეგ კი 6 უპასუხო გოლი გაუშვა, ყველა - მეორე ტაიმში. 47-ე წუთზე ალექსიძემ მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია და ბურთი თავზე პეტერ ბაიჟატს დაასვა, ასე გათანაბრდა ანგარიში. 79-ე წუთზე მატჩის ბოლო გოლი ქართველმა სწორედ ბაიჟატის პასით შეაგდო, რატიმ მასპინძელთა კარი 7 მეტრიდან დალაშქრა. ნბ1.ჰუ-მ ალექსიძის თამაში 7 ბალით შეაფასა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაა (ჰეთ თრიკის და ორი საგოლე პასის ავტორ პეტერ ბაიჟატს 10-იანი დაუწერეს). დავით ოდიკაძე კვლავ არ ყოფილა მატჩის განაცხადში, ის ტრავმირებულია. ჩვენმა გუნდმა დაუჯერებლად საოცარი თამაში აჩვენა, ზალაეგერშეგში ყველამ უდიდესი მოწადინებით ითამაშა, მეორე ტაიმში 6 გოლი გავუტანეთ და სეზონში პირველი მარცხი ვაგემეთ ძლიერ კლუბს, თანაც საკუთარ მოედანზე. ახლა ვეღარაფერი შეგვაჩერებს, - წერს დიორი ეტოს ოფიციალური ვებგვერდი.

ამავე ტურში იმედაშვილის სპარტაკუსი სტუმრად დიოშდიორთან დამარცხდა - 0:1. ქართველი ნახევარმცველი 55-ე წუთზე შეცვალეს, მას დაბალი შეფასება - 4 დაუწერეს. სპარტაკუსი 27 ქულით მე-13 ადგილზეა.

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი