მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-30
გურამიშვილმა წაწალაშვილს ლიდერობა ჩამოართვა, ვაჟებში კი გაოთხდა

საქართველოს ჩემპიონატმა თვრამეტწლამდელთა შორის შუაწელს მიაღწია - დღეს უკვე მეხუთე ტურია. გუშინ განსაკუთრებით საინტერესო დაპირისპირება იყო გოგონათა შორის, სადაც ერთპიროვნული ლიდერი ქეთი წაწალაშვილი თეთრებით სოფიკო გურამიშვილს ხვდებოდა. სოფო ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა ქეთის და თუ ჩემპიონობა სურდა, აუცილებლად უნდა გამოეყენებინა ეს შანსი. აღსანიშნავია, რომ წაწალაშვილი და გურამიშვილი მეგობრები არიან, მაგრამ მათი შეხვედრები ყოველთვის უკომპრომისობით გამოირჩევა, ანუ სპორტული პრინციპებისა და ეთიკის ნორმებისთვის არასდროს უღალატიათ. მაგალითისთვის წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატი გამოდგება, სადაც ბოლო ტურში შეხვდნენ მეგობრები ერთმანეთს. სოფიკოს რომ გაემარჯვა, შეიძლებოდა ჩემპიონიც კი გამხდარიყო, მინიმუმ ტაიბრეიკში მოუწევდა ტიტულისთვის ბრძოლა. ქეთის კი ბევრს არაფერს მატებდა გამარჯვება - საპრიზოზეც ვერ გადიოდა. თამაშმა ჩვეული ხასიათი მიიღო და ყაიმით დასრულდა. გურამიშვილმა, გარდა ჩემპიონობისა და საპროზო სამეულში მოხვედრისა, საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსიც დაკარგა. ცხადი იყო, რომ სხვაგვარ ხასიათს არც ამჯერად მიიღებდა ფავორიტების შეხვედრა. მოგება კი სურდა სოფოს, მაგრამ შავებით რომ რთულია, მისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ყველაფერს ეცადა და ბოლოს მცდელობამ სასურველი შედეგი გამოიღო: თითქმის თანაბარ ენდშპილში, სადაც მხარეებს ოთხ-ოთხი პაიკი ჰყავდათ, ოღონდ თეთრებს მხედარი, შავებს კი - კუ, გურამიშვილმა მცირედი უპირატესობა დაიბევა და შემდეგ შესანიშნავად მოახერხა რეალიზება. შესაძლოა, პოზიცია ობიექტურად საყაიმო იყო, მაგრამ წაწალაშვილმა ზუსტად ვერ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და შეცდომაც ამიტომ დაუშვა...

სოფიკომ ადგილი გაუცვალა ქეთის და 3,5 ქულით ახლა ის უდგას ცხრილს ეულად სათავეში. ლიდერს დღესაც შავები ერგო. მისი მეტოქე 13 წლის ქუთაისელი ანა შამათავაა, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს და შეიძლება ითქვას, რომ უკვე არის ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა - მას ლიდერებში არავინ ელოდა, მაგრამ სტარტზე განცდილი მარცხის შემდეგ ყველა მეტოქე დაჯაბნა. გუშინ მეექვსე ნომრად განთესილ ნათია ჯალაბაძეს მოუგო და ისიც - შავებით. ანას სამი ქულა აქვს. ამდენივე მოეძევება, ლელა უგულავას და ქეთი წაწალაშვილს. ესენი დღეს ერთმანეთს შეხვდებიან - თეთრებით უგულავა ითამაშებს.

ვაჟებში პირველ დაფაზე ლევან ბრეგაძე თეთრებით ცდილობდა ლუკა პაიჭაძის დამარცხებას, მაგრამ ვერ შეძლო და დაზავდნენ. შედეგიანი აღმოჩნდა მეორე დაფაზე გამართული პარტია, სადაც ტურნირის უმთავრესი ფავორიტი დავით ბენიძე შავებით ხვდებოდა ანდრო ერვანდიანს. გამარჯვება ფავორიტს დარჩა. მესამე დაფაზე დავით ლომსაძე ზურაბ ჯავახაძეს ხვდებოდა თეთრებით. საკმაოდ ლამაზი პარტია გათამაშდა - ორმხრივი შანსებით, მაგრამ თეთრებს შეტევისთვის მეტი პოტენციალი აღმოაჩნდა და დავითმაც ბრწყინვალედ გამოიყენა ეს შანსი - ზუსტი და ლამაზი მანევრით შავების მეფე დააშამათა. ბევრს ეცადა გიორგი ნიკლაშვილი თეთრებით ირაკლი ჯანიაშვილის დამარცხებას - შეტევაზეც გადავიდა, მაგრამ ზუსტად ვერ გათვალა, რის გამოც ფიგურა მოისაკლისა და როცა არანაირი კომპენსაცია აღარ შერჩა, დანებების ნიშნად საათი გააჩერა.

მეოთხე ტურამდე ერთპიროვნულად პაიჭაძე ლიდერობდა, მაგრამ დღეისთვის უკვე ცხრილს სათავეში კვარტეტი უდგას - ლევან ბრეგაძეს, ლუკა პაიჭაძეს, დავით ბენიძეს და ირაკლი ჯანიაშვილს 3,5-3,5 ქულა აქვთ. 3-3 ქულა ხუთს დაუგროვდა, რომელთა შორის 13 წლის ირაკლი ბერაძე და 14 წლის ნიკა ვოლკოვი არიან; სხვათა შორის, ნიკა ხვალ გახდება 15 წლის.

თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მერი არაბიძისა და ლიზი ტრაპაიძის თამაშზეც, რომლებმაც ვაჟებთან გაჯიბრება გადაწყვიტეს და ჯერჯერობით არცთუ წარუმატებლად - მერიმ გუშინ გუგა ბურდული დაამარცხა და 2,5 ქულით ლიდერთა ჯგუფს დაუახლოვდა; ლიზიმ კი მეოთხე ტურში მარცხი იწვნია და ორი ქულით ცხრილის მეორე ნახევარშია.

დღევანდელ ტურში ტრადიციულად პირველ დაფებზე მსხდომების შეხვედრებია ყველაზე საინტერესო და ჩვენც მათზე მოგახსენებთ: გოგონები: ანა შამათავა (3) - სოფიკო გურამიშვილი (3,5); ლელა უგულავა (3) - ქეთი წაწალაშვილი (30; მარიამ დანელია (2,5) - მარიამ თევზაძე (2,5); თინათინ ბერიძე (2,5) - თეკლა ფარჯიანი (2,5); ლიკა კობეშავიძე (2,5) - ნინო კეკელიძე (2).

ვაჟები: დავით ბენიძე (3,5) - ირაკლი ჯანიაშვილი (3,5); ლუკა პაიჭაძე (3,5) - დავით ლომსაძე (3,5); ირაკლი ბერაძე (3) - ლევან ბრეგაძე (3); კახაბერ წერეთელი (3) - ნიკა ვოლკოვი (3); ზურაბ ჯავახაძე (2,5) - თორნიკე ხურციძე (3); შალვა ნადირაშვილი (2,5) - მერი არაბიძე (2,5).

ავტორი: ზვიად შათირიშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი