მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-30
ფრანგულ-კორსიკული ტრიუმფის დეტალები

საქართველოს თხუთმეტწლამდელთა ნაკრები, რომელიც რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით წლეულს პირველად შეიქმნა, ახლახან ფრანგული ტურნედან ტრიუმფით დაბრუნდა. თავად განსაჯეთ, ნორჩმა ბორჯღალოსნებმა 18 შეხვედრა გამართეს, აქედან 17 მოიგეს და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დასჯერდნენ ფრეს. ამასთან, საერთო ჯამში მხოლოდ ერთი ლელო მიიღეს.

ჩვენმა მორაგბეებმა ჯერ ლიონის მახლობლად, ქალაქ ვიენაში იასპარეზეს. ამ ტურნირს არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატს უწოდებენ. ოფიციალურად კი, მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი ჰქვია. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა მოიგო და მთავარი პრიზის ღირსეული მფლობელი გახდა. ამის მერე, გუნდი კორსიკაზე გაემგზავრა და 11 შეხვედრიდან ათში, მშრალი ანგარიშით გაიმარჯვა.

თხუთმეტწლამდელთა ნაკრების ფრანგულ ვოიაჟთან დაკავშირებით, კაფე დისქავერში რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა და ნაკრების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ხელმძღვანელი: ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის გამგზავრება საფრანგეთში, სათუო იყო. დახმარება სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაგვიწია. როგორც მგზავრობის, ისე საქართველოში გუნდის საწვრთნელი შეკრების ხარჯები სპორტის დეპარტამენტმა გაიღო. გვაქვს, კიდევ ერთი სიახლე. გუნდი მთლიანად შპს ქართული რაგბის პროდუქციით იყო შემოსილი. ეს ორგანიზაცია ჩვენმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს და უკვე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებსაც მოსავს.

ნონო ანდღულაძე, საქართველოს რაგბის კავშირის ბავშვთა რაგბის განვითარების მენეჯერი: ამ პატარა ბიჭებმა უდიდესი საქმე გააკეთეს. ამასთან, ფასდაუდებელი გამოცდილებაც მიიღეს. სამჯერ დაუდგნენ ზელანდიურ ჰაკას და დაამარცხეს კიდეც. რაც ყველაზე მთავარია, შეხვედრებს ჩვენი გუნდი არა ძალისმიერი თამაშით, არამედ ლამაზი რაგბობით იგებდა. ყველა მოდიოდა და გვეუბნებოდა, რა კარგი უკანა ხაზი გყავთო. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ზელანდიელებს ორ თამაშში ოთხი ლელო გავუტანეთ და ოთხივე გარემარბების ანგარიშზეა. თანაც ეს ლელოები მრავალფაზიანი, საკმაოდ ლამაზი კომბინაციური თამაშის შედეგი იყო.

ვიენაში ერთი კურიოზული ამბავიც შეგვემთხვა. შეჯიბრების დასაწყისში ყველას აუტსაიდერად მივაჩნდით. ტურნირის პირველი დღის შემდეგ კი ყველას თვალში უკვე ჩვენ მიმართ შიშს, პატივისცემას ვხედავდით. ნახევარფინალის წინ ოთხჯერ ჩავუტარეთ გუნდს მოთელვა და ოთხჯერვე ამაოდ. ჩვენთან თამაში არავის უნდოდა. მერე ისევ ზელანდიელებმა გამოიდეს თავი. ვეთამაშეთ და ისინიც დავამარცხეთ.

ილია მაისურაძე, დელეგაციის ხელმძღვანელი: მიღწეული განვლილ ორ წელიწადში ჩატარებული დიდი სამუშაოს შედეგია. შარშან თითქმის ყველა შაბათ-კვირას ბავშვთა სარაგბო ფესტივალები იმართებოდა, იქ გამოვლინდნენ და ჩამოყალიბდნენ ეს ბიჭები ნამდვილ მორაგბეებად.

ამასთან, უკვე სერიოზული საქმიანობაა გაჩაღებული მწვრთნელთა კონტინგენტის რაოდენობისა და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. რეგულარულად ტარდება სემინარები, სადაც ისინი ცოდნას ხვეწენ. შესაბამისი დონის სერტიფიკატებსაც იღებენ.

ვიენაში ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ასპარეზობაში ორი ასაკის მორაგბეები მონაწილეობენ - თხუთმეტ და ჩვიდმეტწლამდელები. მომდევნო ტურნირზე, რომელიც 2011 წელს გაიმართება, გვინდა ორივე ასაკში გავიყვანოთ გუნდი. მოწვევა, ცხადია, უკვე გვაქვს. ამ გუნდის მოთამაშეები, რომლებმაც ამჯერად იასპარეზეს, ორ წელიწადში ჩვიდმეტწლამდელები იქნებიან. ჩვენი სურვილია, მათი ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ, არ დაიშალოს.

მახსოვს, მე და ნონო ახალგაზრდულ ნაკრებებში რომ ვასპარეზობდით, ბობოლა სარაგბო ქვეყნების გუნდებთან ვაგებდით და შინ წაგებულის ფსიქოლოგიით ვბრუნდებოდით. ესენი მოგებულის ფსიქოლოგიით ჩამოვიდნენ. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია მათი მომავალი კარიერისთვის და აღარასდროს ექნებათ ბობოლების კრძალავა, რიდი, გნებავთ, კომპლექსი.

ნონო ანდღულაძე: ვიენაშიც და კორსიკაზეც ძალიან კარგი კონტაქტები დავამყარეთ ზელანდიელებთან, ფრანგებთან, კორსიკელებთან. შესაძლებელია, ისინი საქართველოში ჩამოვიყვანოთ და პირველი საერთაშორისო სარაგბო ფესტივალიც გავმართოთ.

ზვიად ცუხიშვილი, თხუთმეტწლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: როგორც მორაგბეებმა, ისე ჩვენ - მწვრთნელებმა ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. თავიდან ბიჭები ცოტა დაძაბულები იყვნენ. ?აც, ცხადია, საკვირველი სულაც არ არის, ისინი ხომ პირველად იყვნენ ასეთ გარემოში. მერე ნელ-ნელა გადალახეს ეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რაც გუნდის თამაშსაც აშკარად დაეტყო. მორაგბეები ბევრად უფრო ლაღად და თავდაჯერებულად ირჯებოდნენ. იმედი გვაქვს, ასეთი განწყობილება მომავალშიც გაჰყვებათ.

საქართველოს ნაკრები: უჩა უნაფქოშვილი, მრთაზ გიორგაძე, ნოდარ კოტორაშვილი (ყველა ვეფხვები), ლაშა ლაშხია (ლელო), ნიკოლოზ გამყრელიძე, უჩა გურგენიძე, არჩილ რევაზიშვილი, დავით თავართქილაძე, ბაჩანა კიკნაველიძე, გიორგი გოგლიძე, რამაზ მაზმიაშვილი, ილია მელაძე, გური თოფურიძე (ყველა აკადემია), გიორგი ტალახაძე (ხულიგანა), რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე, იოსებ კიკვიძე (ყველა აია), ზაურ ხარებავა (აიეტი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), შოთა თევზაძე (ჯიქები), რევაზ ბროძელი, ზურაბ ცუცქირიძე (ორივე არმაზი), ირაკლი ჩალაძე, გიორგი აფციაური (ორივე უნივერსიტეტი), თემურ ბებია (ივერია), ონისე მოგელაშვილი (შევარდენი).

მწვრთნელები: ლევან ობოლაძე, ზვიად ცუხიშვილი.

ავტორი: ბესიკ ჯანგავაძე


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი