მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-08-06
ამერი არსებობს, გუნდი დაიშალა

2000 წელს ჩამოყალიბებული თბილისის ამერი წელს გუნდს არც ერთ ოფიციალურ, ასაკობრივ ტურნირში არ წარადგენს. ამერი, რომელიც დიდი იმედებით შეიქმნა და ქართულ ფეხბურთში საკმაოდ ლამაზი კვალი დატოვა, დღეს იურიდიულად მხოლოდ კლუბის სტატუსით არსებობს, საფეხბურთო გუნდი კი აღარ ჰყავს. ეს ინფორმაცია თავად კლუბში შევიტყვეთ.

გასულ წელს ამერმა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა ფინანსური პრობლემების გამო იუარა. მაშინ არსებობდა იმედი, რომ ფინანსური კრიზისი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, კლუბს სპონსორი გამოუჩნდებოდა და კვლავ დაბრუნდებოდა ქართული ფეხბურთის ელიტაში...

სამწუხაროდ, იმედი იმედად დარჩა, ამერი კი არათუ პირველ, რეგიონალლიგაშიც არ იასპარეზებს. საქართველოში ბევრი კლუბი დაშლილა და თითოეულ მათგანზე გვტკენია გული, მაგრამ ამერი მაინც ქართული ფეხბურთის გამორჩეული მოვლენა იყო: არაორდინარული მენეჯმენტი, ევროპული ხედვა, უმაღლეს დონეზე მოწესრიგებული პრესსამსახური... ეს ფაქტია, რომელმაც კლუბისადმი ყველა სიმპათიით განაწყო და რაც მთავარია - თბილისში პირველად ვიხილეთ უბნის (გლდანი) გუნდი. ამის გამო, გლდანელები ამერს მშობლიურ კლუბად აღიქვამდნენ და ტრიბუნებსაც მუდამ ავსებდნენ.

აი, ასეთი კლუბი ქართულმა რეალობამ შეიწირა. საქართველოს თასის ორგზის მფლობელი სპონსორის გარეშე რომ რჩება, ეს უბრალოდ სირცხვილია. სირცხვილია იმიტომ, რომ ხანმოკლე არსებობის განმავლობაში ამერმა საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და სხვადასხვა ასაკის ნაკრებში უამრავი ფეხბურთელი მიავლინა. ზოგიერთი კლუბი წლებია არსებობს, მაგრამ მათ ხელმძღვანელებს მთავარი ავიწყდებათ - მიზანი ნაკრების მაღალი კლასის მოთამაშეებით მომარაგება უნდა იყოს.

ამერის დაშლა ქართული ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისია. თუმცა მაინც შევინარჩუნოთ იმედი, რომ ეკონომიკური კრიზისი გადაივლის და ქართულ სარბიელზე კვლავ ვიხილავთ შენ ყველაზე მაგაროს (კლუბის ჰიმნი), ანუ თბილისის ამერს. ეს მართლა მაგარი კლუბი იყო...

ავტორი: მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი