მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-09-07
ფეხბურთელები გვყავს, მთავარია, როგორ ავაწყობთ ნაკრებს

საქართველო-იტალიის შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრილი ჰაიფას მაქაბის მწვრთნელი გიორგი დარასელიაც ესწრებოდა. ჩვენ ეს შანსი გამოვიყენეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- გიორგი, დვალიშვილი ჰაიფის მაქაბის წარმატებული შენაძენია.

- რა თქმა უნდა, ლადომ თავი კარგად გამოავლინა და კლუბში თვლიან, რომ ეს წარმატებული ტრანსფერი იყო. სხვათა შორის, წაგებსი მიუხედავად, იტალიასთანაც კარგად გამოიყურებოდა, იბრძოდა, აგრესიულად უტევდა, გოლზე იყო დაგეშილი. თავდამსხმელს მეტი რა მოეთხოვება.

- როგორც ვიცით, მაკაბს ლექსო კვახაძის შეძენაც სურს.

- კვახაძეს ჯერ კიდევ ზაფხულში ველოდებოდით. ლექსო საქართველოს საუკეთესო მცველად დაასახელეს, ნაკრებში ითამაშა და დავინტერესდით. თუმცა, ზაფხულში არ ჩამოვიდა. ამის მიუხედავად, მისი წაყვანის იმედი არ დაგვიკარგავს. იმიტომაც ჩამოვედით, რომ იტალიასთან დავკვირვებოდით, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

- ზაფხულში რატომ არ ჩამოვიდა?

- მიზეზი ვერ გავიგეთ. თითქოს, თავად არ სურდაო.

- თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებში არიან მენეჯერებისთვის საინტერესო ფეხბურთელები?

- საინტერესო ფეხბურთელები როგორ არ არიან! ჩემთან ერთად, ერთი მენეჯერი ჩამოვიდა. ქართველები ყველას აინტერესებს. თამაში ვნახეთ და რამდენიმე ფეხბურთელი ჩავინიშნეთ. არ ვიცი, იანვრამდე ვინმეს დავიმატებთ თუ არა. თუმცა, ისრაელში სატრანსფერო სეზონი 14 სექტემბერს იხურება და გამორიცხული არაფერია. ჩემპიონთა ლიგაში კი უკვე ვერავის დავიმატებთ.

- საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ უყურებთ?

- იმ ქართველს რა ვუთხარი, რომელსაც თავისი ნაკრები არ აინტერესებს. ყველა თამაშს ვუყურებ და განვიცდი, ძლიერი ნაკრები რომ ვერ ჩამოვაყალიბეთ.

ჩვენს ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც უცხოეთში აფასებენ. ისრაელში ესეც კარგად იციან და სულ ამაზეა ლაპარაკი, რა სჭირს თქვენს ნაკრებსო?

- თქვენი აზრით, რა სჭირთ?

- წარმოდგენა არ მაქვს, ფაქტია, რომ ჩამოდიან და ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან, ვერ შეთამაშდნენ. ყველაფერი ნაკრების სამზარეულოდან იწყება, კარგი დიასახლისი პროდუქტისგან კარგ საჭმელებს ამზადებს. ასეა გუნდიც, ფეხბურთელებიდან მაყურებელს კარგი საკვები უნდა მოუმზადო. ყველა კარგი ფეხბურთელის შეთამაშება კი ძნელია. ისეთები უნდა მოიყვანო, ერთმანეთს რომ შეეწყობიან. არ შეიძლება თერთმეტი ვარსკვლავი თამაშობდეს, ხუთი-ექვსიც საკმარისია და გუნდი მათ გარშემო უნდა ააშენო.

- ნაკრების პოტენციალს ხედავთ?

- პოტენციალი ნაღდად არის, ქართველებს მცირე ხელისშეწყობა, გზაზე დაყენება გვჭირდება და გუნდი შეიქმნება. ბევრი კარგი უცხოელი სპეციალისტი ჩამოიყვანეს, მაგრამ გუნდი ვერ დაალაგეს და შედეგი არ ჩანს. შეიძლება, ისევ ძველ გზას დავუბრუნდეთ და ქართველი სპეციალისტი მოიყვანონ. ქართველმა უფრო იცის ქართველის მენტალიტეტი და გასაღებსაც უცხოელზე უკეთ უპოვის. რაც მთავარია, კარგი ფეხბურთელები გვყავს და საძებარი არაა.

- ქართველი მწვრთნელებიც ხომ მუშაობდნენ და რა შედეგი მივიღეთ?

- გაიხსენეთ შედეგები. მართალია, ფინალურ ეტაპზე არ გავსულვართ, მაგრამ მესამე ადგილი დავიკავეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებდით. ახლა კი ციკლში თამაში ვერ მოგვიგია! საქართველოს ნაკრები ნაღდად არაა ისეთი სუსტი, როგორც დღევანდელი შედეგებიდან ჩანს. არ ვიცი, მალტასთან როგორ უნდა წავაგოთ?!

- საქართველოს ნაკრებში ბევრი შეხვედრა არ ჩაგიტარებია. იტალიასთან ყიფიანმა გათამაშა და კარგად მახსოვს, ბურთი ვერ აგართვეს, არადა, ამის შემდეგაც არ გენდობოდნენ.

- ამაზე ლაპარაკი და ძველი ისტორიის გახსენება აღარ მსურს. მაგალითად, ისრაელში ყველას თავისი სისტემა აქვს, რომელშიც ყველა ფეხბურთელი ვერ ხვდება. გარეთ თუ რჩები, თავისუფალი ხარ. ასე იყო საქართველოშიც, ზოგიერთი სიტემაში ჯდებოდა, ზოგიერთს შანსს აძლევდნენ, ზოგიერთები იმედებს ებღაუჭებოდნენ, ზოგიერთი გარეთ დავრჩით.

რა შუაშია აქ ნდობა, მთავარი სისტემაში მოხვედრა თუ მოუხვედრელობა იყო. ნდობაზე რომ ყოფილიყო საქმე, მაშინ სხვაგვარად იქნებოდა.

- ალბათ, ეს იყო ჩვენი ფეხბურთის პრობლემა.

- რა თქმა უნდა. როგორც ვხედავ, კუპერი ასე არ მუშაობს და საქმეს ნორმალურად უდგება, მაგრამ გუნდი ვერ ააწყო. არადა, ქართველებმა თამაში იციან. ჩვენებს უნდა ასწავლონ, მოედანზე როგორ დადგნენ, ითამაშონ და ნაკრები გვეყოლება. ყველამ თავისი ადგილი და მოვალეობა უნდა იცოდეს.

- ჩემპიონთა ლიგაში ჰაიფას მაკაბს უძლიერესი გუნდები შეხვდა - ბაიერნი, იუვენტუსი და ბორდო. ამ ჯგუფიდან გასვლა ძალიან ძნელი იქნება.

- სადაც ლიგამდე მივაღწიეთ, ჯგუფში რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ? ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენს გუნდში ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა.

ავტორი: მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
22
24
25
26
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი