მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-09-07
ბულგარეთი პლეი ოფს ებღაუჭება

ბულგარეთი-ჩერნოგორია 4:1

ბულგარეთი: ივანკოვი - კიშიშევი, კოტევი (46. ტელკიისკი), სტოიანოვი, მალონევი - ს. პეტროვი, ანგელოვი, იანკოვი, მ. პეტროვი (76. გეორგიევი) - ბერბატოვი, რანგელოვი (83. დომოვჩიისკი).

ჩერნოგორია: პოლეკშიჩი - პავიჩევიჩი, ჯუდოვიჩი, ბაშა (73. ფატიჩი), პეიოვიჩი - ს. ვუკჩევიჩი, პეკოვიჩი (68. ვუჩინიჩი), დრინჩიჩი, ბოჟოვიჩი (58. ბოშკოვიჩი) - იოვეტიჩი, დამიანოვიჩი.

გოლები: 0:1 იოვეტჩი (9), 1:1 კიშიშევი (45), 2:1 ტელკიისკი (49), 3:1 ბერბატოვი (85-პენ), 4:1 დომოვჩიისკი (90)

მაყურებელი: 15 000

კვიპროსი-ირლანდია 1:2

კვიპროსი: ავგუსტი - საციასი (90. მარაგკოსი), ხარალამბუსი, ხრისტუ, მიხაილი (71. ალექსანდრუ), ხარალამპიდისი, ელია, ნიკოლაუ - ოკასი (90. ხრისტოფი) - ალონეფტისი, ავრაამი.

ირლანდია: გივენი - ლეჯერი, კილბეინი, ო'ში, დანი, ველანი - ენდრიუსი, დოილი (75. ფოლანი) - დაფი - კინი, ჰანტი (66. მაკგიდი).

გოლები: 0:1 დოილი (5), 1:1 ელია (30), 1:2 კინი (83)

მაყურებელი: 7 000

ჩვენი არ იყოს, ჯგუფში გამარჯვება ჩერნოგორიელებსაც არ უზეიმიათ. ეგ კი არა, უეფას ახალ წევრებს ჯერ ოფიციალური სანაკრებო გამარჯვება არ მოუპოვებიათ და ადვილი წარმოსადგენია, როგორი მოტივაციით ეწვეოდნენ ზორან ფილიპოვიჩი და მისი შეგირდები სოფიას.

ჩერნოგორიას არ ჰყავს სუსტი გუნდი, მაგრამ მატჩის ფავორიტები ბუნებრივია, ბულგარელები იყვნენ, რომელთაც ფლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად სამი ქულა უცილობლად ესაჭიროებოდათ.

მატჩი ისეთი სცენარით დაიწყო, სტუმრები მოვლენათა უკეთეს განვითარებას რომ ვერ ინატრებდნენ. ფიორენტინას ფორვარდმა სტევან იოვეტიჩმა შორი მანძილიდან სწრაფი გოლი გაიტანა და ამის შემდეგ ჩერნოგორია დაცვაში გამაგრდა. ბულგარელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ თითქმის მთელი ტაიმის განმავლობაში საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ. ჩერნოგორიული დაცვა ზედ შესვენების წინ გატყდა. აღსანიშნავია, რომ ვეტერანმა მცველმა რადოსტინ კიშიშევმა პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.

ბულგარელებმა მეტოქეს გონს მოსვლა არ აცალეს და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დაწინაურდნენ. ტელკიისკის გოლი ბერბატოვის ეფექტურ სოლორეიდს მოჰყვა. შემდეგ ჩერნოგორია გაიხსნა, მაგრამ შეტევაში ბევრი ვერაფერი გაახერხა. სამაგიეროდ, უკანა ხაზი ვეღარ იყო საიმედო.

უგოლოდ არც მანჩესტერის ფორვარდი დარჩენილა, ბერბატოვმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ბოლოს კი პირველი სანაკრებო გოლი ვალერი დომოვჩიისკიმაც იზეიმა.

ბულგარეთი ჯერაც წაუგებელია, მაგრამ მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს და მეორე ადგილზე გასვლა მეტისმეტად გაუჭირდება, მით უფრო, რომ ოთხშაბათს იტალიას სტუმრობს. ჩერნოგორიას კი პირველი მოგებისთვის ბრძოლა კიდევ შეუძლია, რადგან ორ უშუალო კონკურენტს, კვიპროსსა და საქართველოს შეხვდება.

გადავინაცვლოთ კვიპროსში, სადაც კაპიტან რობი კინის გვიანმა გოლმა ირლანდია პლეი ოფს საგრძნობლად მიუახლოვა და მუნდიალზე პირდაპირ მოხვედრის მცირე იმედიც შეუნარჩუნა. არადა, ნიქოზიაში კვიპროსელებმა საკმაოდ რიგიანად ითამაშეს და ამ შეხვედრის ლოგიკური შედეგი ფრე უფრო იქნებოდა. კინი დემიენ დაფის ფლანგურ გადაცემას გამოეხმაურა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

მატჩი სანახაობრივი არ ყოფილა, მოედანზე ხისტი ბრძოლა მიმდინარეობდა და საგოლე მომენტები ძნელად იქმნებოდა. შეხვედრის დებიუტი ირლანდიისა იყო. კევინ დოილის სწრაფი გოლის შემდეგ კუნძულელები დროულად მოეგნენ გონს და ჯერ თამაში გათანაბრდა, მალე კი ტაბლოზე 1:1 აენთო. დოილის გატანაში ჯონ ოში დაეხმარა, კვიპროსელმა ელიამ კი ირლანდიელთა მეკარის მოგერიებულს დაამატა.

სატურნირო თვალსაზრისის გარდა, ეს გამარჯვება ჯოვანი ტრაპატონის გუნდისთვის იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ირლანდიელებმა სამი წლის წინანდელი სამარცხვინო მარცხისთვის შური იძიეს, თუმც კი მაშინ სამყურებში ტრაპატონი არ მუშაობდა. 2006 წელს კვიპროსმა ირლანდია 5:2 გაანადგურა. იტალიელის ხელში ირლანდიელები ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ თამაშის ხარისხს ნელ-ნელა აუმჯობესებენ და მუნდიალზე მოხვედრის რეალურ კანდიდატებად რჩებიან.

9 სექტემბერი

იტალია-ბულგარეთი

ჩერნოგორია-კვიპროსი

ავტორი: ლევან ჯანეზაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
22
24
25
26
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი