მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-09-07
სტუმრად სამშობლოში

ვერაფერს ვიტყვით - თბილისის დინამოსა და ბაქოს ინტერის მონაწილეობით, მართლაც, ჩინებული სპარინგმატჩი ვიხილეთ; თან, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს თასის მფლობელიც და აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონიც აშკარად შესუსტებული შემადგენლობით ასპარეზობდნენ. საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში დინამოელთაგან ექვსი ფეხბურთელი იყო გამოძახებული - გიორგი მერებაშვილი, მათე ვაწაძე, ლევან ხმალაძე, გურამ კაშია, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა; დონალდ ჯუისს კამერუნის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს, ხოლო ნიკოლოზ ფირცხალავა, მილოშ კრშკო და მარკო ჩარასი კვლავაც მკურნალობას აგრძელებენ. არანაკლები დანაკლისი ჰქონდა კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის ინტერსაც: ამ გუნდის შვიდი ფეხბურთელი აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ანდრეი რუბინსი და გირტს კარლსონსი - ლატვიის, ხოლო გიორგი ლომაია - საქართველოს ნაკრებში.

ყოველივე ამის მიუხედავად, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულმა შეხვედრამ ერთობ საინტერესო პაექრობაში ჩაიარა. რაც მთავარია, 90 წუთის განმავლობაში მეტად ტემპიანი თამაშიც ვიხილეთ და ორივე გუნდის მწვრთნელებიც, ალბათ, კმაყოფილნი უნდა დარჩენილიყვნენ თავიანთი შეგირდების მონდომებული გარჯით.

ისე, სანამ ამ საკონტროლო მატჩის პერიპეტიებზე დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, რამდენიმე სიტყვა ჩვენს სტუმრებზეც გვინდა ვთქვათ. თუმცა, სტუმრები როგორ უნდა ვუწოდოთ გუნდს, კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე რომ წვრთნიან და ამათ გარდა, ორი ქართველი ფეხბურთელიც რომ ასპარეზობს - კახა მჟავანაძე და დავით ოდიკაძე. ისე, თბილისში შეკრებაზე მყოფი სტუმართა გუნდი... სახელწოდებას, მართლაც, ამართლებდა - ზემოთნახსენები ქართველებისა და ლატვიელების გარდა ინტერში კიდევ შვიდი (!) ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს - ბრაზილიელები, ჩეხები, სერბი, ბულგარელი, ურუგვაელი, ლიტველი და ბელარუსი...

...მეტოქეებმა პირველი წუთებიდანვე სწრაფი ტემპით თამაში დაიწყეს და მაშინათვე გამოჩნდა, რომ მთლად ამხანაგური მატჩი არ იქნებოდა. არ დავმალავთ, სასიამოვნოც იყო იმის ხილვა, მეტოქეებს არაფრის დათმობა რომ არ სურდათ და, რაც მთავარია, ორივე კართან არაერთი სახიფათო მომენტიც ვიხილეთ. პირველი სახიფათო შეტევა მასპინძლებისა იყო - დავით დიღმელაშვილმა შორი მანძილიდან შეუჩერებლად დააარტყა, მაგრამ სტუმართა ბრაზილიელმა მეკარემ ვილსონმა საკუთარი გუნდი გადაარჩინა. დიღმელაშვილი პირველ ტაიმში მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სწორედ მისი ეფექტური პასის მერე ალექსანდრე კოშკაძეს გოლის გატანის ჩინებული შანსი მიეცა, მაგრამ ვილსონმა კვლავაც იყოჩაღა და ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია. აი, ეს იყო დინამოს ყველაზე სახიფათო მომენტები შეხვედრის პირველ ნახევარში; სამაგიეროდ, გიორგი ლორიას კართან უფრო მეტჯერ შეიქმნა ხიფათი, თუმცა ხან დინამოელთა მეკარე თამაშობდა საიმედოდ, ხან კი სტუმრები სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში. კუბიცა მახვილი კუთხიდან ურტყამდა და ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს; მერე, ზაგორაცი დარჩა მარტოდმარტო, მაგრამ მისი თავურიც არაზუსტი აღმოჩნდა; აი, ასით მამედოვის წამოწყებული კომბინაცია კი ურუგვაელმა გუტიერესმა ზუსტი თავური დარტყმით დაასრულა. საერთოდაც, ინტერმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა - გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა თანამედროვე ფეხბურთის ელემენტების ჩვენებას; სტუმართა გუნდის ქართველი მწვრთნელები თავისი შეგირდებისგანასევე მაქსიმალურად ითხოვდნენ სწრაფ და ერთი შეხებით თამაშს. ამასთან, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, ინტერში ერთ-ერთი საუკეთესონი დავით ოდიკაძე და კახა მჟავანაძე იყვნენ (ბულგარელ პეტარ ზლატინოვთან ერთად).

მეორე ტაიმში ორივე გუნდის მწვრთნელებმა, მატჩის შინაარსიდან გამომდინარე, უამრავი ცვლილება განახორციელეს; თუმცა, სტუმართა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა და დინამოს კართანაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა: ზლატინოვისა და პოშკუსის (ახლო წარსულში ლიტვიის ნაკრებისა და რუსული კრილია სოვეტოვის წამყვანი ფორვარდის) დარტყმები მასპინძელთა კარის ხარიხას მოხვდა, ორჯერ გიორგი სომხიშვილმა ითამაშა საიმედოდ და ვიტალი ლედენიოვის დარტყმები მოიგერია. ამის მიუხედავად, დინამოელებს მონდომება არ უნდა დავუკარგოთ - კვლავაც აქტიურად თამაშობდნენ შოთა კაშია და ჯორჯ აკირემი; შეხვედრის მიწურულს კი კახა კაჭარავამ თავის გამოჩენის შანსი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელსაც მისცა (ძირითადშიც სამი დებიუტანტი ჰყავდა) და ჭაბუკებმაც აქტიურობით დაგვამახსოვრეს თავი. მატჩის მიწურულს კი დინამოს ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცა: ნიკოლოზ ჯიშკარიანის ჩაწოდების შემდეგ ირაკლი ლეკვთაძის დარტყმული ბურთი სტუმართა კარის ძელს მოხვდა მერე კი ირაკლი სიხარულიძე ეფექტურად ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ვილსონმა კვლავაც ჩინებულად ითამაშა. საბოლოოდ, სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით (1:0) გაიმარჯვეს. დინამომ და ინტერმა კი ეს საკონტროლო შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს:

დინამო: ლორია - მინდორაშვილი (ლეკვთაძე), ჩადუნელი (ქავთარაძე), ნერგაძე, ნ. ჯიშკარიანი - დიღმელაშვილი (ნემსაძე), მამუჩაშვილი, შ. კაშია, კოშკაძე (სიხარულიძე), ლომია (ოთარაშვილი) - აკირემი.

ინტერი: ვილსონი - კუბიცა, ზაგორაცი (ისმაილოვი), ასიოლი, მჟავანაძე (მუსტაფაევი) - ჩერვენკა, ზლატინოვი (იუსუბოვი) - ოდიკაძე (პოშკუსი), ა. მამედოვი (მიკაილოვი), გუტიერესი (ამისლანოვი) - ხ. მამედოვი (ლედენიოვი).

აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ბაქოს ინტერი დღეს კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს: კახა ცხადაძის გუნდის მეტოქე ცხინვალის სპარტაკი იქნება.

ავტორი: გია ტუხაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
22
24
25
26
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი