მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-09-07
დებიუტანტების სენსაციური სტარტი
შვეიცარიულ ლუგანოში 5 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის B ჩემპიონატი, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე), რომელმაც ეს უფლება წლეულს მალტის საკვალიფიკაციო ტურნირზე მეორე ადგილის დაკავებით მოიპოვა.

A ჯგუფში თამაშობენ: საფრანგეთი, ბელარუსი, სლოვენია, უკრაინა, თურქეთი და დანია, ხოლო B ჯგუფში ერთმანეთს უპირისპირდებიან დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, საქართველო, შვეიცარია, მალტა და პოლონეთი. ამ ჯგუფში სპეციალისტები უდავო ფავორიტებად ჰოლანდიელებსა და დიდბრიტანელებს მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც ლონდონმა 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო, კუნძულელებმა წყალბურთის გაძლიერებაზე დაიწყეს ზრუნვა, ნატურალიზებული სპორტსმენებით (კუბა, აშშ) გააძლიერეს ეროვნული გუნდი, ამიტომ ლუგანოში შეჯიბრების პირველ დღეს დაძაბულ ორთაბრძოლაში ჰოლანდიელებს რომ სძლიეს (8:7), კანონზომიერად ჩაითვალა. წყალბურთის სპეციალისტებსა და ქომაგებს სენსაცია თურმე მეორე დღეს ელოდათ: გუშინ ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ინგლისის გუნდი დაჯაბნა და მათი უძლეველობის მითიც გააქარწყლა. იმ ქვეყნის წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ზამთრობით სავარჯიშოდ სტანდარტული აუზიც კი არა აქვთ, ამგვარ წარმატებას არავინ ელოდა...

ტურნირის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ეროვნული გუნდი, შეიძლება ითქვას, გაანადგურა 16:3 (5:0, 4:0, 2:1, 5:2), 4-4 ბურთი მეტოქის კარში სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, ორგზის ევროპის საუკეთესო წყალბურთელმა რევაზ ჩომახიძემ (ჩეხოვის შტურმი-2002) და ზურაბ რურუამ (თბილისის ლიგამუსი) გაიტანეს. ორ-ორი გოლი მიითვალეს კონსტანტინე გეგელაშვილმა, გურამ კოტარიამ (ორივე ლიგამუსი) და მიხეილ ბაღათურიამ (მოსკოვის დინამო), თითო გალაქტიონ ლაითაძემ (საუდის არაბეთი) და ბექა ქენქაძემ (ლიგამუსი).

ბრიტანელებთან შეხვედრის პირველი პერიოდი ჩვენებმა 4:3 მოიგეს. მეორე პერიოდი უფრო დაძაბული გამოდგა და ფრედ (2:2) დამთავრდა, აი, მესამეში ქართველმა წყალბურთელებმა 2 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. ბოლო რაუნდი ინგლისელთა კარნახით წარიმართა (4:2), მაგრამ ბრიტანელებმა გადამწყვეტ უპირატესობას მაინც ვერ მიაღწიეს და მატჩი ერთი ბურთის სხვაობით (9:10) დათმეს. ქართველთაგან თავი გამოიჩინეს: ჩომახიძემ (2), რურუამ (2), ლაითაძემ (2), ქენქაძემ (2), ბაღათურიამ (1) და ტატო ნიკოლეიშვილმა (1, ლიგამუსი).

ჩემპიონატში ამგვარ სტარტზე ვერც ვიოცნებებდით, გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ბითაძემ, რომელსაც გუშინ ლუგანოში შევეხმიანეთ. პოლონელებთან წარმატების მიღწევაზე კი ვფიქრობდით, მას შემდეგ, რაც ჩვენს ნაკრებს სახელოვანი წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე შემოემატა, მაგრამ ასეთი დიდი ანგარიშით თუ დავამარცხებდით, არ გვეგონა. რეზო უწინდებურად შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია და მეტოქეთა მცველებს მისი შეჩერება უჭირთ, ამიტომაც მასთან ორთაბრძოლისას ხშირად ჯარიმდებიან. ჩომახიძემ ახალგაზრდა თანაგუნდელებიც აიყოლია და ეს ორი მატჩია, ბიჭებს ვერ ვცნობ სახელოვანი წყალბურთელის გვერდით მოწინააღმდეგის შიში არა აქვთ. მათზე აშკარად დადებითად იმოქმედა საფრანგეთში მასპინძლებთან ერთობლივმა შეკრებამაც.

ამ ორი გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ, ჯგუფის საუკეთესო სამეულში მოხვედრა არ გაგვიჭირდება. მეტოქეებსაც უფრო კარგად გავიცნობთ, მათ შორის A ჯგუფიდანაც. ჩვენი წყალბურთელებიც მეტ გამოცდილებას შეიძენენ და ხომ გაგიგონიათ, მადა ჭამაში მოდისო. შესაძლოა, B ჩემპიონატის მედლებზე ჩვენც ვიფიქროთ.

მალტის საკვალიფიკაციო ტურნირზე არბიტრებმა მასპინძელთან წაგვაგებინეს. აქ, ლუგანოში, ტურნირის მესამე წრეში სწორედ მალტელებს ვხვდებით და აუცილებლად რევანშს ავიღებთ, ეს სიტყვები გუნდის კაპიტან ზურაბ რურუას ეკუთვნის.

ახლა კი, შვეიცარიაში მიმდინარე ევროპის B ჩემპიონატის პირველი ორი დღის შედეგებს გაგაცნობთ:

A ჯგუფი: I ტური. ბელარუსი-დანია 17:3, უკრაინა-სლოვენია 10:12, თურქეთი-საფრანგეთი 5:10.

II ტური: დანია-უკრაინა 8:10, თურქეთი-ბელარუსი 18:8, საფრანგეთი-სლოვენია 13:12.

ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნულად საფრანგეთი ლიდერობს. 3-3 ქულა აქვთ თურქეთს, ბელარუსს, სლოვენიას და უკრაინას. დანია უქულოდ ბოლო ადგილზეა.

B ჯგუფი: I ტური: პოლონეთი-საქართველო 3:16, ჰოლანდია-დიდი ბრიტანეთი 7:8, შვეიცარია-მალტა 4:6; II ტური: დიდი ბრიტანეთი-საქართველო 9:10, მალტა-პოლონეთი 8:7, ჰოლანდია-შვეიცარია 22:5.

ამ ჯგუფში საქართველომ და მალტამ 6-6 ქულა მოაგროვეს, ჰოლანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა 3-3, ხოლო პოლონეთმა და შვეიცარიამ ორივე შეხვედრა წააგო.

დღეს მესამე ტურში ითამაშებენ: A ჯგუფი სლოვენია-დანია, უკრაინა-თურქეთი, ბელარუსი-საფრანგეთი; B ჯგუფი. საქართველო-მალტა, პოლონეთი-ჰოლანდია, შვეიცარია-დიდი ბრიტანეთი



კალენდარი
ნოემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
22
24
25
26
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი