მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-09-07
პოლონეთმა გაგვისწრო, ჩინეთი წამოგვეწია
ნინბოში (ჩინეთი) გრძელდება მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი 10 გუნდის მონაწილეობით. მე-5 ტურამდე კარგი ტემპით მიიწევდა წინ საქართველოს ნაკრები, რომელმაც IV ტურში ინდოეთს სძლია - 3:1 და, ისარგებლა რა პოლონეთის უკრაინასთან დაზავებით, ქულებით წამოეწია ლიდერს. სამწუხაროდ, ჩვენმა დიდოსტატებმა პოზიციის განმტკიცება ვერ შეძლეს გუშინ (მაია ჩიბურდანიძეს არ უთამაშია) სომხეთის ნაკრებთან, რომელიც განვლილ ტურებში ამერიკელებთან და ჩინელებთან (1) ერთნაირი ანგარიშით - 0,5:3,5 დამარცხდა, 1,5:2.5 წააგეს და ინდოელთა მძლეველ პოლონელებს ორი ქულით გასწრების საშუალება მისცეს.

ჩემპიონობის ბედი, ცხადია, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან ასპარეზობის დამთავრებამდე 4 ტური რჩება, რომლებშიც მედლებისთვის მებრძოლნი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

გაცნობებთ მეოთხე და მეხუთუ ტურის შედეგებს:

IV ტური: აშშ-რუსეთი 1:3 (ირინა კრუში-ტატიანია კოსინცევა 0,5:0,5, ანა ზატონსკიხი-ნადეჟდა კოსინცევა 0,5:0,5, რუსუდან გოლეთიანი-მარინა რომანკო 0:1, თათევ აბრაჰამიანი-ვალენტინა გუნინა 0:1).

ჩინეთი (1)-სომხეთი 3,5:0,5 (ჰოუ იფანი-ელინა დანიელიანი 1:0, ჟაო სიუ-ლილით მკრტიჩიანი 0,5:0,5, იუ ვენიუნი-ლილით გალოიანი 1:0, ჰუან ქიანი-ნელი აგინიანი 1:0).

საქართველო-ინდოეთი 3:1 (მაია ჩიბურდანიძე-ჰარიკა დრონავალი 0,5:0,5, ნანა ძაგნიძე-ეიშა კარავადე 0,5:0,5, ლელა ჯავახიშვილი-მერი გომესი 1:0, სოფიკო ხუხაშვილი-ნადია კრუტიკა 1:0).

პოლონეთი-უკრაინა 2:2 (ივეტა რაილიჩი-ანა უშენინა 0,5:0,5, იოლანტა ზავადსკა-ნატალია ჟუკოვა 0:1, იოანა დვორაკოვსკა-მარია მუზიჩუკი 1:0, იოანა მაიდანი-ნატალია ზდებსკაია 0,5:0,5).

ვიეტნამი-ჩინეთი (2) 1:3 (თრამ ჰოანგი-თან ჟონგი 0,5:0,5, ნგუენ ჰამი-ჟან სიაოვენი 0:1, ჰუ ჰოანგი-დინ იისინი 0:1, ნგოკ ჩამი-ვან სიაოჰუ 0,5:0,5).

V ტური: ჩინეთი (2)-აშშ 2,5:1,5 (თან ჟონგი-ანა ზატონსკიხი 0,5:0,5, ჟან სიაოვენი-რუსუდან გოლეთიანი 1:0, დინ იისინი-ალისა მელიოხინა 0:1, ვან სიაოჰუ-თათევ აბრაჰამიანი 1:0).

უკრაინა-ვიეტნამი 3,5:0,5 (ანა უშენინა-თრამ ჰოანგი 1:0, ნატალია ჟუკოვა-ნგუენ ჰამი 1:0, ინა გაპონენკო-ჰუ ჰოანგი 1:0, ნატალია ზდებსკაია-ნგოკ ჰამი 0,5:0,5).

ინდოეთი-პოლონეთი 1:3 (ჰარიკა დრონავალი-ივეტა რაილიჩი 0:1, ტანია საჩდევი-იოლანტა ზავადსკა 0:1, იეშა კარავადე-იოანა დვორაკოვსკა 0,5:0,5, ნადიმ კრუტიკა-კარინა ჰოროვსკა 0,5:0,5).

სომხეთი-საქართველო 2,5:1,5 (ელინა დანიელიანი-ნანა ძაგნიძე 0:1, ლილით მკრტიჩიანი-ლელა ჯავახიშვილი 1:0, ლილით გალოიანი-სოფიკო ხუხაშვილი 1:0, ნელი აგინიანი-მაია ლომინეიშვილი 0,5:0,5).

რუსეთი-ჩინეთი (1) 2:2 (ტატიანა კოსინცევა-ჰოუ იფანი 0:1, ნადეჟდა კოსინცევა-ჟაო სიუ 1:0, მარინა რომანკო-იუ ვენიუნი 0,5:0,5, ვალენტინა გუნინა-ჰუან ქიანი 0,5:,5).

ამრიგად, ხუთი ტურის შემდეგ 9 ქულით (12,5) ისევ პოლონელები დაწინაურდნენ. 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ჩინეთის პირველი ნაკრები (123,5) და საქართველო (12) ინაწილებენ. მომდევნო ადგილებზე მოდიან: უკრაინა 6 (11,5), რუსეთი 5 (10,5), ჩინეთი-2 5 (10), სომხეთი 4 (7,5), აშშ 3 (9,5), ინდოეთი 3 (7,5), ვიეტნამი 1 (6,5).

დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: აშშ-ჩინეთი (1), საქართველო-რუსეთი, პოლონეთი-სომხეთი, ვიეტნამი-ინდოეთი, ჩინეთი (2)-უკრაინა.



კალენდარი
ნოემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
22
24
25
26
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი