ლელო
№92 (12 771) 2009-04-22
ლელო
ბოლო სანაკრებო ბატალიების შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცი ექტორ კუპერი საქართველოში დაბრუნდა და გუშინ საგურამოში მორიგი სამშაბათობაც გამართა.
- რა არის ეს სამშაბათობა? რისთვის მოიგონეს ეს ყველაფერი?
- ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისი, რომ კუპერი მუშაობს!
- და რა უნდა გამოვიდეს ამ სამშაბათობიდან?
- თუ კუპერს საქართველოს ჩემპიონატიდან ახალი ფეხბურთელი დასჭირდება, ისინი ნაკრებისა და კუპერისთვის მზად უნდა იყვნენ, ნაკრები და კუპერი მათთვის ...
№92 (12 771) 2009-04-22
ლელო
ადრე დილიდან გვიან საღამომდე დიდი ფუსფუსია თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოისტთა მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებენ დარბაზს. ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრება 24-25 აპრილს გაიმართება. მასპინძლებთან ერთად დაუღალავად ირჯებიან სტუმრები ევროპის ძიუდოს კავშირის წარმომადგენლები. აქტიურობით ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორი, კავშირის სპორტული დირექტორი ინდრეკ პერტელსონი გამოირჩევა. რამდენიმე დღეა, იგი ჩვენს დედაქალაქში იმყოფება და ...
№92 (12 771) 2009-04-22
ლელო
ევროპის ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა შეკრებილი, მაგრამ ტრავმების გამო ფრანგთა გუნდს ორი მთავარი ვარსკვლავი დააკლდა - ივ მატიო დაფრევილი (90 კგ) და ტედი რინერი (მძიმე). დაფრევილი, მართალია, რაიმე დიდი ტიტულის მფლობელი არაა, მაგრამ ამ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და მსოფლიო რეიტინგს (თავის წონაში) სათავეში უდგას. მას ტრავმა შეკრებაზე ვარჯიშისას მიუღია. აი, 20 წლის რინერი კი ძიუდოს ნამდვილი მარგალიტია. შარშან ის ...
№92 (12 771) 2009-04-22
ლელო
ტაშკენტში დამთავრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 18 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საპრიზო ადგილებისთვის 9 ქართველი ფალავანიც იბრძოდა (დელეგაციის ხელმძღვანელი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ომზარ შოშიტაშვილი, მწვრთნელი დავით ხურცია, მსაჯი ზაზა ჯიბლაძე), ყველაზე უკეთ ევროპის შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა კობა კაკალაძემ (66 კგ) იჭიდავა. მან ზედიზედ სძლია სამ უზბეკ მეტოქეს ...
№92 (12 771) 2009-04-22
ლელო
2002 წელს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა საუბრისას ყურადღება ახალგაზრდებზე გაამახვილა საქართველოს ნაკრებს კარგი მომავალი ეზრდება, ჭაბუკები - დავით საყვარელიძე და ვიქტორ სანიკიძე ნიუ იორკის კოლეჯში მიდიან, სადაც კიდევ უფრო დაიხვეწებიანო.
მას შემდეგ 7 წელიწადი გავიდა, ვიქტორ სანიკიძე და დათო საყვარელიძე ახლაც მეგობრები არიან, მაგრამ მათ საკალათბურთო კარიერა არათანაბრად აეწყოთ. ვიქტორმა ტრავმები და ...
№92 (12 771) 2009-04-22
ლელო
შოთა თევზაძის ბაკაუ ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. პირველი მატჩი რუმინელებმა სტუმრად შვეიცარიულ ბერნერთან 30:35 წააგეს. განმეორებით შეხვედრაში ბაკაუმ 30:26 გაიმარჯვა და საბოლოო წარმატებამდე მხოლოდ ერთი გოლი დააკლდა. თევზაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შვეიცარიაში დაშვებული შეცდომები ბოლომდე ვეღარ გამოვასწორეთ. სეზონის დარჩენილ ნაწილს ჩვენთვის პრაქტიკული ...
№92 (12 771) 2009-04-22
ლელო
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. პორტუგალიაში ჯემალ ბარამიძის, ბექა ორჯონიკიძისა და ირაკლი კეკელიძის გუნდმა სამივე მატჩი წააგო და შესაბამისად, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრები ჯერ თურქეთთან 19:32 დამარცხდა, შემდეგ პორტუგალიასთან 17:39 დათმო, ბოლოს კი ბელგიასთან 24:34 წააგო. ჯგუფში პირველ ადგილზე მასპინძლები გავიდნენ.
...
№92 (12 771) 2009-04-22
ლელო
შეგახსენებთ, რომ ჰიმალაის მთებში ცნობილი ქართველი ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე იმყოფება, რომელიც რუსული ექსპედიციის (ხელმძღვანელი ალექსეი ბოლოტოვი) შემადგენლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის, მანასლუს (8163 მ) დაპყრობას ცდილობს. ექსპედიციაში სულ 16 კაცია, 14 რუსი, ქართველი და რუმინელი. ჩვენ თხრობა 14 აპრილის მოვლენებზე შევაჩერეთ, როცა ძირითადი გუნდი საბაზო ბანაკში დაეშვა, ხოლო ექვსეული მეორე ბანაკზე აპირებდა შეტევის განხორციელებას, ...
№92 (12 771) 2009-04-22
ლელო
საქართველოს ჩოგბურთელთა ქალთა ნაკრები ანთალიაში იმყოფება, სადაც ლალი ზერეკიძის შეგირდები ფედერაციის თასზე ევროპა-აფრიკის II ზონის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. გუშინ ატალეია შაინის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართა კენჭისყრა, 6 ნაკრები ორ ჯგუფად გაიყო. A ჯგუფში პორტუგალიის, ლატვიის და მაროკოს ნაკრებები მოხვდნენ. B ჯგუფში - საქართველო, თურქეთი და სამხრეთ აფრიკა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა გუნდი ჩვენს ჯგუფშია, შეიძლება ითქვას, რომ ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები















































































