მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-08
აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო...

ფეხბურთის ფედერაციის შენობაში არავის უშვებდნენ. ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ ნიკა რურუას ელოდნენ. ფედერაციის ოფისი თვისა და 12 დღის წინ სარემონტოდ დაიხურა და სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. წლები ყველაფერს კვალს ატყობს და ამ ოფისსაც პეწი დაკარგული ჰქონდა - შენობა აშკარად რემონტს საჭიროებდა...
რურუას გარდა, გარემონტებული შენობის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურიც დაესწრო. პირველი სტუმარი კი ფიფას ევროპის განვითარების პროგრამების მენეჯერი ევა პასკიე გახლდათ, რომელიც ფედერაციას 4 მაისს სტუმრობდა. ვერ გეტყვით გულწრფელად თქვა თუ თავაზიანობისთვის, მაგრამ ქალბატონის სიტყვები იყო - აღმოსავლეთ ევროპის ფედერაციებს შორის საქართველოს საუკეთესო ოფისი აქვსო.
ახალი და თვალში საცემი ელემენტებია ღია ფერები და თანამედროვე დიზაინის ავეჯი. ამიერიდან, ფედერაციის მთავარ ზღურბლს ვეღარ გადააბიჯებთ - სასურველ რესპონდენტთან სასაუბროდ პირველ სართულზე გამოყოფილია სპეციალური ოთახი. შენობაში კი მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში შეგიშვებენ. ნაცვლად კაბინეტური სისტემისა, ოთხივე სართულზე მხოლოდ ამერიკული ტიპის ოფისებია, კაბინეტები კი მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ. ამის თაობაზე ფედერაციის პრეზიდენტს ვკითხეთ:

- ბატონო ზვიად, რატომ ამერიკული ტიპის ოფისი და არა - კაბინეტური?
- შენობა უფრო ნათელი გახდა, შესაბამისად, მასპინძელიცა და სტუმარიც თავს ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობს.
- ვითომ, ღია ოფისებში უფრო ნაკლები "შავი საქმე" გაკეთდება, ვიდრე კაბინეტებში?
- რა თქმა უნდა.
- რა დაჯდა რემონტი?
- ამას გაზის შეყვანის შემდეგ დავიანგარიშებთ. მინდა იცოდეთ, რომ რემონტს ვალებთან კავშირი არ აქვს.
- ახლა სად გაიჭრება წითელი ლენტი?
- ახლა ლენტს გავჭრით ქუთაისის სტადიონზე, მერე ფოთის, ბათუმის, ლანჩხუთისა და თელავის სტადიონების ჯერი დადგება...
ახალი ოფისი ძალიან მოეწონა მინისტრ რურუასაც:
- ფედერაციის თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო პირობებია. დააკვირდებოდით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურის შენობა მოწესრიგდა, ვალდებულები ვართ, ხალხს სამუშაო პირობები და შესაფერისი განწყობა შევუქმნათ. ასეა ამ შენობაშიც, მეტი სივრცე, სინათლე... ადამიანიც მეტი ხალისით იმუშავებს... დარწმუნებული ვარ, ფიფას ოფისზე არანაკლებია. ეს ხარისხი ახლა მოედნებზე უნდა გადავიტანოთ და ხალხს ძველი გამარჯვებების შეგრძნება დავუბრუნოთ.
სიჭინავა: - სხვათა შორის, ფიფას წარმომადგენელი გვესტუმრა და გვითხრა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ფედერაციებს შორის ეს საუკეთესო შენობაა.
მინისტრი ინტერნეტის ხარისხითაც კი დაინტერესდა, მერე კი ალექსანდრე ჩივაძეს ჰკითხა:
- ბატონო საშა, თქვენს დროსაც ასეთი ოფისი იყო?
- მაშინ ფეხბურთის სამმართველო იყო, კლუბი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა და ფედერაციაში თითქმის არც დავდიოდით. არა, ასეთი არ ყოფილა...
შემდეგ რურუა სიჭინავას ეკითხება:
- რა არის ჩვენგან კიდევ საჭირო?
შეიძლება, მინისტრი ელოდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი მოსაგვარებელ საკითხთა მთელ ნუსხას წარუდგენდა, მაგრამ... მოულოდნელი პასუხი მიიღო:
- არაფერი. ახლა მთავარია, დავამტკიცოთ, რომ რაღაც შეგვიძლია.
მინისტრმა და ფედერაციის თავკაცებმა კამერუნთან 25 მაისის ამხანაგურ შეხვედრაზეც ისაუბრეს. სიტყვამ მოიტანა და, რურუა ამ აფრიკულ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების დონითაც დაინტერესდა:
რურუა: - 20 წლის წინ კამერუნელები ფეხბურთში წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდნენ და საინტერესო უნდა იყოს მათი გამოცდილება.
რევაზ არველაძე: - სხვათა შორის, კამერუნელებს სისტემა ჰოლანდიელებმა აუწყვეს და ჩვენც დაგვეხმარებიან. შოთა დაინტერესდა...
შოთას ხსენებაზე რურუამ მისი ახალი სამსახურის თაობაზეც იკითხა:
- შოთა თურქეთში მიდის, არა?
რეზო: - დიახ, "ქაისერისფორში".
შემდეგ მინისტრმა ქუთაისის სტადიონზეც ილაპარაკა: - ორჯერ ვნახე და ძალიან მომეწონა. იცვლება სკამები, განათება. ახალ სტადიონთან ერთად მოაწყვეს კორტები, აუზი, კარგი სპორტული დარბაზი და ეს უკვე ქალაქის გამოცოცხლებას ნიშნავს.
არველაძე: - ბატონო ნიკა, საერთაშორისო შეხვედრებს რომ ვუმასპინძლოთ, ქუთაისთან ახლოს აეროპორტი აუცილებელია. ამის გარეშე პრობლემები გვექნება.
ნიკა რურუა: - აეროპორტი კეთდება და მალე ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით ძალზე იაფი რეისები დაინიშნება.
ზვიად სიჭინავამ ფიფას ეგიდით თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებზე ილაპარაკა: თბილისში გაიმართება ფეხბურთის საბავშვო ფესტივალი 350 ბავშვის მონაწილეობით, ტურნირის ხარჯებს, ბავშვების ეკიპირებასა და სხვა მომსახურებას მთლიანად ფიფა კისრულობს. ამას გარდა, აღმოსავლეთ ევროპის ფედერაციების ტექნიკური დირექტორებისთვის სემინარი დაიგეგმა.
მინისტრმა სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილის გაუქმებაზეც ილაპარაკა: - ამის ნაცვლად, სკოლები აირჩევენ სახეობებს და გაკვეთილები კონკრეტულ სახეობებში ჩატარდება. ეს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის სკოლების მუშაობას და ამა თუ იმ სახეობებს უფრო კარგად მომზადებულ ბავშვებს გაუზრდიან. გვითხარით, ფეხბურთის გაკვეთილები რომელ სკოლაში დავნერგოთ. ეს იქნება სისტემა, რაიონული პირველობების შემდეგ, რესპუბლიკური გათამაშება გაიმართება და მეტი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება.
არველაძემ უმაღლესი სასწავლებლების ჩემპიონატის საჭიროებასა და "სკოლბურთის" მთელი სეზონის განმავლობაში ჩატარების უპირატესობაზე ილაპარაკა, ასე უფრო ეფექტური იქნება ჩვენი მუშაობაო.
ალექსანდრე ჩივაძემ კი საბჭოთა პერიოდში კარგად ადაპტირებული სასკოლო ჩემპიონატების პროგრამა გაიხსენა, კარგად მუშაობდა და მისი აღდგენა გვჭირდებაო.
მინისტრი დაინტერესდა, საამისოდ საკმარისი მწვრთნელები თუ გვყავს - აღმოჩნდა, რომ ფედერაცია სკოლებში ჩ ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს მოიძიებს და დაასაქმებს. ეს მართლაც საინტერესო ჩანაფიქრია და ბევრი ნიჭიერი ბავშვის გამოვლენას შეუწყობს ხელს.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო მედიაში ფეხბურთის პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს: - ამერიკაში მთელი სახელმწიფო კალათბურთის პოპულარიზაციას ემსახურება და შედეგად, ყველა ამ სახეობით დაინტერესდა და გულშემატკივარი გახდა. საქართველოში არსებულ რესურსს თუ გამოვიყენებთ, ასევეა შესაძლებელი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ამას ყველანაირად უნდა ვეცადოთ.

შემდეგ ნიკა რურუამ მედიისთვის გააკეთა კომენტარი:
- შეუძლებელია, ადამიანმა ხარისხიანად იმუშაოს იქ, სადაც ჩამოდის წყალი და არ არის სისუფთავე, ელემენტარული სამუშაო გარემო... საქართველოში პოლიციის, ჯარის ყაზარმები, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სამინისტროების შენობები ამიტომ გარემონტდა. მიხარია, რომ ფედერაციაშიც იგივე ხდება. იმის ახსნას არ დავიწყებ, რა სიხარულის მოტანა შეუძლია ფეხბურთს და ფედერაციის კარგად მუშაობა რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად გვახსოვს, რამხელა წარმატებებს მივაღწიეთ. ჩემი სურვილია, ფეხბურთის მთავარმა შტაბბინამ ისევე იმუშაოს, როგორც ეს შენობა გამოიყურება. მადლობა მათ, ვინც ეს შენობა რეკორდულ დროში გაარემონტა. თუ ვიმუშავებთ გულიანად, იქნება ერთიანობა და სწორი ხედვა, შეუძლებელი არაფერია.

მინისტრმა უშუალოდ "ლელოს" კითხვებს უპასუხა:
- ბატონო ნიკა, თქვენი დანიშვნის შემდეგ კინემატოგრაფიისთვის შეღავათების დაწესება მისი განვითარების წინა პირობად დაასახელეთ. ასეთივე პროექტად სპორტული ორგანიზაციებისთვის მიწისა და ქონების გადასახადის შეღავათი მოიაზრება. ეს როდის ამოქმედდება?
- ფედერაციისგან ველოდებით წინადადებებს, რადგან ხედვა ერთად უნდა შევიმუშაოთ. ჩვენ თავსმოხვეული პოლიტიკის არ გვჯერა. ეს პროფესიონალებთან ერთად უნდა შევადგინოთ და სულ მალე ველოდებით პროგრამას, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გათვალისწინებული იქნება. ჯერჯერობით, ეს სამუშაო მიმდინარეობს და როგორც კი გადაწყდება, თქვენც შეიტყობთ.
- კინემატოგრაფი უკვე გამოცოცხლდა. ფეხბურთში ასე სწრაფად მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია?
- ერთი წელი დიდი დროა და ბევრ რამეს დაეტყობა წინსვლა, მათ შორის, ფეხბურთსაც. ამას გპირდებით.

...მართლაც, კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო მუშაობის ხარისხზე დადებით გავლენას ახდენს. თუკი ჩვენს ფედერაციას აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ოფისი აქვს, მისი მოხელეებისგან საშუალო ევროპული ხარისხის მუშაობას მაინც ველით. გულშემატკივარს მხოლოდ კარგი შენობა არ აკმაყოფილებს, ჩვენთვის მთავარი ტაბლოა...







ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი