მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-08
სიმბოლური ინტრიგა
ესეც, მოახლოებული ფინიში - სამი ტურიც და, ჩემპიონატი დასრულდება; თან, გასარკვევი ბევრიც აღარაფერი დარჩა: ჩემპიონიც გამოვლენილია და ევროტურნირებზე მოასპარეზე სამი დანარჩენი გუნდიც, აგრეთვე ორიდან ერთი უიღბლო გუნდიც - მომავალ სეზონს პირველ ლიგაში რომ დაიწყებს. ფაქტობრივად, ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა ისღა არის, "გაგრასთან" ერთად უმაღლეს ლიგას რომელი გუნდი დატოვებს. არადა, ასეთი საფრთხე ოთხ გუნდს (ოღონდ, მეტ-ნაკლებად) აქვს და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ უკვე ამ ტურის შემდეგ ჩემპიონატს შემორჩენილი ეს ერთადერთი ინტრიგაც აღარ იყოს.
...კიდევ რას უნდა ველოდოთ დარჩენილი სამი ტურისგან? განსაკუთრებულს არაფერს: ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც, ფაქტობრივად, უკვე დიდი ხანია ცნობილია; ერთადერთი, რამაც შეიძლება გარკვეული ინტერესი გამოიწვიოს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელთა ვინაობის გარკვევა იქნება. არადა, "ჯერ კიდევ" ერთი ტურის წინ ამ მხრივ, ყველაფერი გარკვეული გვეგონა; მაგრამ, "ზესტაფონის" საშინაო მარცხმა "ვიტ ჯორჯიასთან", ჩემპიონატს "დამატებითი" ინტრიგა შემატა. თუმცა, ესეც, ალბათ, უფრო სიმბოლური დანიშნულების "ინტრიგაა"; მით უფრო, რომ არც ისე შორეულ წარსულში, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებისთვის, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები არც კი დაურიგებიათ...
სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად, რაღა თქმა უნდა, "სიონი"-"ლოკომოტივის" მატჩი მივიჩნიეთ. ერთი შეხედვით, მასპინძლებს მეტოქესთან შედარებით სატურნირო ცხრილში ბევრად უფრო კომფორტული პოზიცია უკავიათ - ხვიჩა ქასრაშვილის გუნდი მოწინააღმდეგეს ექვსი ქულით უსწრებს. ამასაც თავი რომ დავანებოთ, ბოლნისურ გუნდს ბოლო ორ ტურში არცთუ ძნელი მატჩები ელოდება, მაშინ როცა "ლოკომოტივს" ბევრად უფრო რთული კალენდარი აქვს.
ნუ დაგვავიწყდება კიდევ ერთი ნიუანსიც: ჩემპიონატის დებულების თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ჯერ მოგებათა მეტ რაოდენობას ენიჭება, შემდეგ კი ურთიერთშეხვედრებს. აქაც "სიონის" უპირატესობაა: მეტოქესთან შედარებით ერთით მეტი მოგება აქვს და ურთიერთშეხვედრებშიც ჯობნის (ჯერჯერობით, რაღა თქმა უნდა). მოკლედ, მართლაც საინტერესო პაექრობას უნდა ველოდოთ: ახალგაზრდა მწვრთნელის გელა სანაიას გუნდისთვის ამ მატჩის წაგება ხომ, ფაქტობრივად, უმაღლეს ლიგასთან დამშვიდობებას ნიშნავს!
მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში, "ლოკომოტივი" მხოლოდ იმის იმედად უნდა იყოს, რომ კიდევ ერთმა კონკურენტმა "ბაიამ"... ამ ტურშიც წააგოს და დარჩენილ ორ მატჩში ვერც ერთი ქულა ვერ აიღოს. ფრის შემთხვევაშიც "ლოკომოტივის" შანსები ძალიან მიზერული რჩება, ანუ, სტუმართა ახალგაზრდულ გუნდს დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება; არადა, "ლოკომოტივს" ამ მიზნის მიღწევა რამდენიმე ფაქტორის გამო უნდა გაუჭირდეს: ჯერ ერთი, მასპინძლებსაც ქულები სჭირდებათ; ამასთან, ბოლოს და ბოლოს, "სიონის" მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ნავსიც ხომ უნდა გატეხონ - ბოლნისელებს 16 სექტემბრის შემდეგ საკუთარ მოედანზე აღარ მოუგიათ...
აი, ამ შემთხვევაში კი, მართლაც საინტერესო დამთხვევასთან გვაქვს საქმე: რუსთავის "ოლიმპი" ჩემპიონის რანგში პირველ შეხვედრას წინა სეზონის გამარჯვებულთან ჩაატარებს! არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე... სტუმრის სტატუსით იასპარეზებს!
ჰო, ასეთებიც ხდება ჩვენს ჩემპიონატში; თუმცა ეს არახალი ამბავია: მეორე ეტაპის დაწყებიდან "ვიტ ჯორჯია" საშინო მატჩებს ხომ რუსთავში ატარებს. თუმცა გელა გომელაურის გუნდისთვის სარბიელის შეცვლას დადებითი ეფექტი არ მოუტანია: მეორე ეტაპის დაწყებიდან "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ორჯერ შეძლო რუსთავში საშინაო მატჩის მოგება. სხვათა შორის, ამანაც მნიშვნელოვნად განაპირობა ის გარემოება, შარშანდელ ჩემპიონს ამჟამად მხოლოდ მეოთხე ადგილით დაკმაყოფილება რომ უწევს.
ყველამ ვიცით, რომ "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მიზანი საქართველოს თასის ფინალში წარმატებით ასპარეზობაა, მაგრამ ამ გუნდს რომ ჩემპიონატშიც დარჩენილი აქვს მოტივაცია, წინა ტურშიც დაამტკიცა. ყოველ შემთხვევაში, მართლაც არავის ეგონა, თუ "ვეტერინარები" ზესტაფონში გამარჯვებას შეძლებდნენ. აი, მოქმედ ჩემპიონს კი დამშვიდებით შეუძლია დარჩენილი სამი ტურის ჩატარება; თუმცა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ "ოლიმპი" აქეთ-იქით ქულების დარიგებას დაიწყებს.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ღირსეულ ჩემპიონს მართლაც ღირსეული ფინიში ეკადრება; ამასთან, ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე კვლავაც ეცდება მართლაც ჩინებული წაუგებელი სერიის გაგრძელებას - 32 მატჩია რომ გრძელდება. აქვე, ანდერსონ აკინოც ნუ დაგვავიწყდება - ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს უკვე თვეზე მეტია, გოლი არ გაუტანია...
სეზონის განმავლობაში არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "დინამო" არასდროს დარჩენილა რომელიმე სინჯის მედლის გარეშე. ანუ, მესამე ადგილს ქვემოთ გუნდი არასდროს გასულა და სწორედ ამ სეზონში იყო კიდეც ამის საშიშროება. ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ქომაგთა საბედნიეროდ, ფაქტობრივად, გარკვეულია, რომ "დინამო" თავის ანტირეკორდს არც ამ ჯერზე "დაამყარებს"! ამისათვის კი კახა კაჭარავას გუნდს უმარტივესი "მისია" დარჩება შესასრულებელი: სამ დარჩენილ შეხვედრაში ერთი ქულა გარანტირებულ სამეულში მოხვედრას ნიშნავს.
თუმცა "დინამოს" წინაშე ყოველთვის მხოლოდ მაქსიმალური მიზნებია და ამ სეზონშიც გუნდი, ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ მეორე ადგილი არავის დაუთმოს. თასის მოპოვებაზე აღარაფერს ვამბობთ - ამ ოცი წლის განმავლობაში თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევა თუ იყო, "დინამოს" სეზონი უტიტულოდ რომ დაემთავრებინოს. საერთოდაც, ჩემპიონატის დარჩენილ სამ ტურს "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, რაღა თქმა უნდა, ფინალური მატჩისათვის მოსამზადებელ ეტაპად გამოიყენებს: დისკვალიფიკაციების ზღურბლზე მყოფთ და ტრავმირებულებს გაუფრთხილდება, ამასთან, თავის გამოჩენის საშუალებას, ალბათ, რამდენიმე ახალგაზრდასაც მისცემს და ასე შემდეგ. აი, სტუმრების თავკაც ელგუჯა ქომეთიანს კი ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არა აქვს: "ბაია" ჯერ კიდევ სახიფათო ზონაშია და "ლოკომოტივს" მხოლოდ ხუთი ქულით უსწრებს.
ნუ დაგვავიწყდება "ბაიას" კალენდარიც: "დინამოს" შემდეგ ზუგდიდური გუნდი ჯერ "ვიტ ჯორჯიას" უნდა შეხვდეს, მერე - "ზესტაფონს". თანაც, ხვალინდელ მატჩში სტუმრებს გუნდის კაპიტანი და საერთოდ, საკვანძო ფეხბურთელი როინ ონიანი არ ეყოლება დისკვალიფიკაციის გამო, მაგრამ ადრეც აღვნიშნეთ, რომ "ბაიას" უმაღლეს ლიგაში ყველაზე გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობასაც გამოცდილება ნამდვილად არ დაეწუნება. ამას გარდა, გარკვეულ ინტერსს იწვევს გიორგი სომხიშვილის, ლევან აკობიასა და შოთა ლომიას ასპარეზობაც - "ბაიას" სამივე ეს ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ხომ "დინამოში" თამაშობდა...
მასპინძლებმა სეზონი ყველა სხვა გუნდზე ადრე დაამთავრეს! ანუ, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "სპარტაკი" ყოვლად უმოტივაციო გუნდად დარჩა: ჩემპიონატის პრიზიორობასაც ვერ შეწვდებოდა და არც გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა. სამწუხაროდ, "სპარტაკს" ხელი "მეორე ფრონტზე" მოეცარა: სეზონის დაწყებისთანავე გაცხადდა, რომ გუნდის უმთავრესი მიზანი საქართველოს თასზე წარმატებით ასპარეზობა იქნებოდა. სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ, ჩვენი აზრით, ნახევარფინალში გასვლა "სპარტაკისათვის", ალბათ, მაქსიმუმი იყო.
ეგ კი არა, ისიც არავისთვის უნდა იყოს საკამათო, რომ "სპარტაკი" თასის ნახევარფინალში მეტოქეს ("დინამოს") ვერაფრით ჯობდა. როგორც იცით, სწორედ ამის მერე შეიცვალა გუნდში მთავარი მწვრთნელი და გოჩა ჩიქოვანის ხელმძღვანელობით "სპარტაკმა" ოთხი მატჩი ჩაატარა. ამ ოთხივე შეხვედრაში გუნდის შემადგენლობაში როტაცია ხშირად ხდებოდა და, ალბათ, ასე გაგრძელდება სეზონის ბოლომდე - ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც თავის გამოჩენის საშუალება ექნებათ. აი, რაც შეეხება "ზესტაფონს", ამ გუნდის ზედიზედ ორმა წაგებამ, არ დავმალავთ, ბევრი კითხვაც გააჩინა! ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრს ეგონა, რომ ეს გუნდი ამ სეზონში "ოლიმპს" ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა საჩემპიონო რბოლაში, მაგრამ, მიზეზთა გამო, "ზესტაფონი" ამჯერად მხოლოდ მესამე ადგილზეა.
რაღა თქმა უნდა, ზემოთ ნახსენები "ბევრი კითხვის" პასუხი ყველაზე უკეთ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს ეცოდინება; მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ ასეთი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდს, ალბათ, უფრო მეტი ამბიცია უნდა ჰქონოდა; თანაც, როგორც - ჩემპიონატში, ასევე - თასის გათამაშებაშიც...
მასპინძლები ჯერ კიდევ ორი ტურის წინ დაემშვიდობნენ უმაღლეს ლიგას, თუმცა სეზონის ბოლომდე ყველა მეტოქესთან უშეღავათო ბრძოლას რომ აპირებენ, "ლოკომოტივთან" მატჩმაც დაადასტურა. ანუ, ბევრი ფიქრობდა, რომ უმოტივაციო "გაგრა" უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ "ლოკომოტივს" თავს არ შეაკლავდა, მაგრამ პირიქით მოხდა.
ეგ კი არა, "გაგრამ" მხოლოდ შეხვედრის მიწურულს გაუშვა გოლი, თორემ... ხვალინდელი მეტოქე უკვე ყველანაირად დამშვიდებული ესტუმრებოდა თბილისს. თუმცა, "სამტრედიას" ალბათ, მაინც არაფერი შეუშლის ხელს: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის მამუკა მესიაჩენკოსა და ლევან ანჯაფარიძის გუნდს მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება (ესეც, იმ შემთხვევაში, "ლოკომოტივი" სამივე დარჩენილ შეხვედრას თუ მოიგებს). რა თქმა უნდა, ჩემპიონატის შეჯამებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ "სამტრედიამ" უმაღლეს ლიგაში დარჩენა ნაღდად დაიმსახურა...
...2009 წლის 8 ნოემბერი იყო, "გაგრამ" საკუთარ მოედანზე გიორგი გაბედავას ერთადერთი გოლის წყალობით "ბაია" რომ დაამარცხა; იმის მერე ზუსტად ექვსი თვე (!) გავიდა და "გაგრა" კვლავაც ვერაფრით ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. ფაქტია, რომ უკრაინელი მწვრთნელის ანატოლი პისკოვეცის მოსვლის შემდეგ "გაგრამ" თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორა, თავის მწირ მარაგს რამდენიმე ქულაც შემატა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდს გამარჯვების "გემო" კვლავაც დავიწყებული აქვს. არადა, "გაგრაში" არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს და ამდენმა წარუმატებლობამ, არ გვინდა, რომ მათზე ფსიქოლოგიურად დამთრგუნველად იმოქმედოს...






ავტორი:  გია ტუხაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი