მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-08
ვთამაშობთ 30 მაისს?
გუშინ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპაში მოსამზადებელი შეკრება გაიხანგრძლივოს და კამერუნთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი ტესტმატჩიც გამართოს, და კვლავ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გვითხრა, მოლაპარაკება მიმდინარეობს მექსიკის საფეხბურთო ასოციაციასთან.
საქმე ის არის, რომ მაისის ბოლო დეკადაში მექსიკა მუნდიალისთვის ევროპაში მოემზადება. ჩხეიძის თქმით, ქართულმა მხარემ მექსიკელებს 30 მაისს ნიურნბერგში შესთავაზა ამხანაგური მატჩის ჩატარება. შეგახსენებთ, რომ მექსიკა, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი ხავიერ აგირე თავკაცობს, ფიფას აპრილის თვის რეიტინგში მე-17 ადგილზეა. მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფში ამ გუნდის მეტოქეები ურუგვაის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის (მასპინძელი) ნაკრებები იქნებიან. სხვათა შორის, მუნდიალი სწორედ სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის ნაკრებთან მატჩით (11 ივნისი) გაიხსნება.
მანამდე მექსიკელები სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ - გუშინ ისინი ეკვადორს გაეჯიბრნენ, 10-ში სენეგალს ეთამაშებიან, 13-ში კი ანგოლასთან მოსინჯავენ ძალებს. აგირეს გუნდმა ბოლო სპარინგი 24 მარტს, ისლანდიასთან გამართა და შინ უგოლოდ დაუზავდა.
ერთი სიტყვით, ლათინოამერიკელებთან მოლაპარაკება გრძელდება და ყველაფერი ამ დღეებში გაირკვევა.
მექსიკამდე კი, როგორც ვწერდით, თემურ ქეცბაიას გუნდი ავსტრიაში 18 მაისს დაიწყებს მზადებას, ხოლო 25-ში კამერუნის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამ შეკრებისთვის ქეცბაიამ 22 ფეხბურთელს უხმო. სამწუხაროდ, სანაკრებო სიაში საგრძნობი დანაკლისია. გუნდს დანიური "ორჰუსის" შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანი (ტრავმა) და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ფორვარდი ოთარ მარცვალაძე (სავიზო პრობლემა) რომ გამოაკლდნენ, ეს უკვე გაცნობეთ. დანაკლისი ნაკრების კაპიტან კახა კალაძით გაიზარდა - "მილანმა" ქართველი მცველი ნაკრებს არ დაუთმო, რადგან ამერიკულ (აშშ-კანადა) ტურნეში უპირებს წაყვანას. თუმცა ტრავმის შემდეგ კალაძე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ხსენებული ვოიაჟიც ეჭვქვეშ დაუდგა.
დასანანია, მაგრამ ესეც ფაქტია - ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელ დავით სირაძის ტრავმა (სანკტ პეტერბურგის "ზენიტთან" მატჩში) სერიოზული აღმოჩნდა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ეროვნულ ნაკრებს სირაძეც დააკლდება, თუმცა მცირედი შანსი მაინც რჩება. გამოკლებულ ფეხბურთელთა ნაცვლად ქეცბაიას ახალი მოთამაშეები ჯერ არ გამოუძახებია.






ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი