მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-08
ზამთრამდე ისევ ჰერტაში?
დღეს, 8 მაისს ბუნდესლიგაში დასკვნითი ტურია. ლევან კობიაშვილის ბერლინის "ჰერტა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს. თუმცა ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის ფორმალური მნიშვნელობა აქვს - ბუნდესლიგიდან ბერლინელთა გუნდის გავარდნა და მიუნხენელთა გაჩემპიონება გასულ უქმეებზე გადაწყდა. შეგახსენებთ, რომ იანვარში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კობიაშვილის ხელშეკრულება კიდევ ორი წლით იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში არ დაქვეითდებოდა. ჩვენებურის გუნდი ამას ვერ ასცდა და ნაკრების ვიცე-კაპიტნის კონტრაქტის ვადაც მიმდინარე წლის 30 ივნისს ამოიწურება. კობის დამატების სურვილი ფრანკფურტის "აინტრახტმა" რომ გამოთქვა, ამ რამდენიმე დღის წინ ვწერდით. ამ კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჰერბერტ ბრუშაგენმა გერმანულ მედიასთან საუბარში ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესი დაადასტურა კიდეც. შესაბამისად, ყველას იმედი გაგვიჩნდა, რომ ლევან კობიაშვილი ახალ სეზონსაც ბუნდესლიგაში, მიხაელ სკიბეს გუნდში დაიწყებდა, მაგრამ გუშინ გავრცელებული ინფორმაციები სხვა სცენარზე მიუთითებენ.
30 ივნისის ჩათვლით კობი კვლავაც "ჰერტას" უფლებებშია. ბერლინელთა გუნდში ჩვენებური უმალ იქცა საკვანძო ფიგურად, დაცვის ხაზს საიმედოობა შემატა და ყველა ემადლიერებოდა. შესაბამისად, დედაქალაქელები ჩვენებურის შენარჩუნებას რომ შეეცდებოდნენ, ეს მოსალოდნელიც იყო. გასაკვირი ის არის, რომ ფრანკფურტელებმა ქართველი ვერაფრით მოხიბლეს.
"ბუნდესლიგაში სეზონი ჯერ არ დასრულებულა, "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი მიხაელ სკიბე კი უკვე მომდევნო ჩემპიონატისთვის ზრუნავს. სკიბე არ მალავს, რომ მისი გუნდი უკეთესი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს და საამისოდ დაცვის მარცხენა ფრთის გაძლიერებას მიიჩნევს საჭიროდ. ფრანკფურტელებმა ამ პოზიციისთვის "ჰერტას" მცველი ლევან კობიაშვილი შეიგულეს და ამ ტრანსფერს გადაწყვეტილადაც კი მიიჩნევდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, შვეიცარიულ "იანგ ბოიზში" წასასვლელად გამზადებულ კრისტოფერ სპიხერის შემცვლელად მიხაელ სკიბეს სხვა კანდიდატურის შერჩევა მოუწევს. ფრანკფურტელები კობიაშვილთან ვერ მორიგდნენ, ქართველი ბერლინელთა გუნდში დარჩენაზე რეალურად ფიქრობს", - პოპულარულ "ბილდზე" დაყრდნობით წერს გერმანული ვებგვერდი ფუსსბალლტრანსფერს.ცომ-ი.
ფრანკფურტელთაგან განსხვავებით, ბერლინური კლუბის მესვეურები სიხარულს არ მალავენ.
"ჰერტასთან" კობიაშვილის საკონტრაქტო ვადა ივნისის ბოლოს იწურება, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერლინელები ქართველ მცველს შეინარჩუნებენ. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა მას მისაღები წინადადება შესთავაზა.
"ვიცით, რომ ლევან კობიაშვილის გადაბირება ბუნდესლიგურ კლუბებს უნდათ. თუმცა ჩვენი მიზანი ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაა, რა თქმა უნდა, ლევანთან ერთად. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, 2011 წელს ქართველი "ჰერტასთან" ერთად ისევ ბუნდესლიგაში ითამაშებს. კობიაშვილთან მოლაპარაკებას ვაგრძელებთ. ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს და სწორ გზაზე ვდგავართ", - წერს ბერლინური მორგენპოსტ.დე. გუშინვე, ამავე შინაარსის ცნობა პოპულარულმა ვებგვერდმა გოალ.ცომ-მაც გაავრცელა. ამავე წყაროს აზრით, "ჰერტაში" კობიაშვილის დარჩენა მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საიმისოდ, რომ ბერლინელთა გუნდი, ახალ სეზონშივე გეგმავს ბუნდესლიგაში დაბრუნებას. ამავე გამოცემის ცნობით, ახალ სეზონში "ჰერტას" ბიუჯეტი თითქმის განახევრდება და ამის გამო რამდენიმე ფეხბურთელი უკვე რეალურად ფიქრობს კლუბის შეცვლაზე. მიუხედავად ამისა, ბერლინელებმა მაინც მოახერხეს ქართველისთვის მისაღები წინადადების შეთავაზება.
ერთი სიტყვით, კობიაშვილისთვის "აინტრახტი" უკვე გამოირიცხა. ჩვენი ინფორმაციით, ლევანის გადაბირების სურვილი ბუნდესლიგის კიდევ ორ კლუბს აქვს. გარდა ამისა, "ჰერტა" ცდილობს, ჩვენებური შეინარჩუნოს. საიტი სპორტმედიენ.ეუ-ს მტკიცებით კი, ლევან კობიაშვილი ბერლინურ კლუბთან კონტრაქტს ნახევარი სეზონით გაახანგრძლივებს და მიმდინარე წელს დედაქალაქში ჩაამთავრებს.





ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი