მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-08
დღეს ბელარუსთან...
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უკვე ბელარუსშია და ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი ჭაბუკთა გუნდი მინსკის სიახლოვეს, პატარა ქალაქ რატონკას სპორტკოპლექსშია დაბანაკებული. შეგახსენებთ, რომ ჩვენი 19-წლამდელები ბელარუს თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. ვლადიმერ გუცაევმა ბელარუსში 17 ფეხბურთელი წაიყვანა. შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები - გიორგი ნადირაძე (დინამო), დავით ლეგაშვილი (ზესტაფონი);
მცველები - მინდია ფუტკარაძე (ბათუმი), ავთანდილ ბრაჭული (დუშეთი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია), ირაკლი ხუჭუა (დინამო), საბა კვირკველია (თენგიზ სულაქველიძის აკადემია), ჯამბულო იამანიძე (ნორჩი დინამოელი);
ნახევარმცველები - ლევან ელიზბარაშვილი, ლაშა ჩაფიძე (ორივე ნორჩი დინამოელი), თორნიკე ოქრიაშვილი (გაგრა), ზვიად სიხარულია (ბაია), როსტომ გეწაძე (ზესტაფონი);
თავდამსხმელები - გიორგი ჩელებაძე (ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი რუხაია (ვიტ ჯორჯია), ლაშა ქემუხტაშვილი (ავაზა) მურთაზ ჩანგელია (ბაია).
როგორც ხედავთ, გუცაევის სიაში არაერთი ახალი ფეხბურთელია. ბელარუსში დაგეგმილი ამხანაგური მატჩების თარიღი ფიფას კალენდარში გათვალისწინებული არ არის. ასე რომ, ჩვენი 19-წლამდელები მინსკში ფაქტობრივად ლეგიონერთა გარეშე ჩავიდნენ, თუ არ ჩავთვლით ოდესის "ჩერნომორეცის" სარეზერვო გუნდში მოასპარეზე თავდამსხმელ გიორგი ჩელებაძეს. ლისაბონის "ბენფიკამ" უარი თქვა ბაქარ მირცხულავას დათმობაზე, ისევე, როგორც პორტუგალიურმა "ოდიაშმა", რომელმაც ნაკრებში ნახევარმცველი გეგა დიასამიძე არ გამოუშვა, იტალიურმა "ემპოლიმ" კი - ფორვარდი ირაკლი შეყილაძე.
რაც შეეხება დებიუტანტებს. 19-წლამდელთა ნაკრებში პირველად არიან გამოძახებულები "ზესტაფონის" მეკარე დავით ლეგაშვილი, "ნორჩი დინამოელის" მცველი ჯამბულო იამანიძე და "ავაზას" თავდამსხმელი ლაშა ქემუხტაშვილი. "ბაიას" ფორვარდი მურთაზ ჩანგელია გუცაევს თურქეთში, მოსამზადებელ შეკრებაზეც ჰყავდა მიწვეული და კიდევ ერთხელ გამოიძახა.
ბელარუსში დაგეგმილი ორი ამხანაგური შეხვედრიდან ჩვენს ჭაბუკებს პირველი მატჩი დღეს აქვთ. საქართველოსა და ბელარუსის 19-წლამდელები მინსკში დღეს 17 საათზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე თამაში კი 11 მაისს შედგება.







ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი