მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-08
ქუთაისმა გეგმები შეცვალა
ორი დღის წინ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თბილისის "დინამო" და "ვიტ ჯორჯიას" შორის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის საიუბილეო, მე-20 გათამაშების ფინალი 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე 19 საათზე უნდა დაწყებულიყო. უცნობი მიზეზების გამო, გადაწყვეტილება მოულოდნელად შეიცვალა და ფინალი 14 საათისთვის გადაიტანეს.
როგორც დავადგინეთ, ასეთ უცნაურ დროს მატჩის დაგეგმვის მიზეზი 26 მაისს 20 საათზე ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონის გახსნაა. მოულოდნელმა ცვლილებამ გულშემატკივრებში გაოცება და უკმაყოფილება გამოიწვია და შეუძლებელია, ეს აზრი არ გაიზიარო. მაისის ბოლოს, დღის 2 საათი ფეხბურთის სათამაშოდ არასასურველი დროა. ბოლოს და ბოლოს, 14 საათზე შეიძლებოდა, გახსნა დაენიშნათ, თასის ფინალი კი საღამოს, თან განათებაზე, იმ გარემოში, რომელშიც ფეხბურთელებისთვის თამაში ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე შუადღისას, როცა ალბათ გვარიანი სიცხე იქნება. არადა, თასის ფინალი სეზონის ბოლო აკორდია და საუკეთესო დროს, საუკეთესო პირობებში უნდა ჩატარდეს. მართალია, 26 მაისი დასვენების დღეა, მაგრამ გულშემატკივარი თამაშზე საღამოს საათებში უფრო მივა. საგულისხმო იყო ფორუმზე ამოკითხული მოსაზრებები:

- მივაწვდინოთ ხმა ფედერაციას და ვთხოვოთ, ფინალი საღამოს გამართოს. შევეცდები, ორშაბათს პირდაპირ ეთერში დიმასთან დავრეკო და ვთხოვ, ვისაც რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ძმებო, მართლა ძალიან მინდა ყურება.
- ფინალი დღის 2 საათზე არ უნდა იმართებოდეს, მე პირადად არცერთი ფინალი არ გამიცდენია, მაგრამ თუ არ გადაიტანეს, მართლა ვერ წავალ.
- ორზე (ქუთაისის სტადიონი) გახსნან და რვაზე ფინალი იყოს, არ შეიძლება?
- (ფინალი) საღამოს ჩაატარეთ, რა, გთხოვთ! 2 საათზე ფინალი ვის გაუგია?
- ქუთაისელი ვარ და კარგია, სტადიონს საღამოს რომ ხსნიან, მაგრამ შუადღის ორ საათზე ნათამაშები ფინალი არ ვიცი... მანამდე დროა და იმედია ეგ შეცდომა გამოსწორდება, ან ჩვენს სტადიონს სხვა დღეს გახსნიან. ამდენი ხანი ველოდეთ და ერთი დღე რას წყვეტს?
- ასე ხომ ცარიელი ტრიბუნები იქნება, თან რეგიონის გუნდი არ თამაშობს და ისედაც ცოტა მაყურებელი მოვა...
- მე პირადად უამრავი საქმე მაქვს და საღამოს ვიცლი. ამის მერე გულშემატკივრის მოზიდვასა და ფეხბურთის პოპულარიზაციაზე ლაპარაკობენ.
რაც შეეხება ქუთაისის სტადიონის გახსნას. თუ სამუშაოები ხარისხიანად ჩატარდა, საერთაშორისო მატჩის მასპინძლობის უფლებას საქართველოს კიდევ ერთი არენა მიიღებს - არაა სავალდებულო, ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების ყველა მატჩი თბილისში გაიმართოს, ქუთაისი დიდი საფეხბურთო ტრადიციის ქალაქია, გიჟმაჟი გულშემატკივარი ჰყავს და საქართველოს გუნდებს ასეთი თანამდგომი სჭირდება. თუ საერთაშორისო აეროპორტი მალე გაიხსნება, ალბანეთისა და მსგავსი მეტოქეების სამასპინძლოდ, ქუთაისი ყველაზე უპრიანი ქალაქია. ქვეყნისთვისაც კარგია, დედაქალაქის გარეთ ცენტრი რომ არსებობს - კულტურის, სპორტისა თუ სხვა სფეროს, მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნის განვითარებას რეგიონების დატვირთვაც ასახავს, თორემ სირცხვილია, ნაკრების მატჩების მასპინძლობისთვის მხოლოდ თბილისური არენები რომ ვარგა. ქუთაისში კი მშვენიერი საფარია. ეს ამ სტადიონის დამატებითი პლუსია.
სხვათა შორის, გავრცელდა ხმები, თითქოს ქუთაისის "ტორპედოსა" და ამ სტადიონის აღება აზერბაიჯანულ კომპანია "სოკარს" სურს. თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. აქვე ვიტყვით, რომ კლუბი და მისი ინფრასტრუქტურა დაინტერესებულ კომპანიას გადაეცემა არა საკუთრებაში, არამედ ხანგრძლივი არენდით. კომპანია ვალდებულია თანხა დახარჯოს, სტადიონს კი ვერ დაეპატრონება. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ხელშეკრულება გაწყდება. აქამდე ბიზნესს ფეხბურთისკენ გახედვა არ სურდა და შესაძლოა, ინფრასტრუქტურის ხანგრძლივი იჯარის პერსპექტივამ დააინტერესოს. ფაქტია, რომ აქამდე არსებული დამოკიდებულებით - "ბიძიებო, დეიდებო, დაგვეხმარეთ" - არაფერი გამოდიოდა, ბიზნესი კი მიმზიდველი წინადადებით უნდა დაინტერესდეს. მისთვის მთავარი მოგებაა...








ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი