ლელო
2010-05-11
სირაძეს ნაკრების ექიმი ნახავს
როგორც ვწერდით, დიდი შანსია, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე კამერუნის ნაკრებთან 25 მაისის ამხანაგური მატჩის შემდეგ, თემურ ქეცბაიას გუნდი შესაძლოა მუნდიალის კიდევ ერთ მონაწილეს გაეჯიბროს. ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია მექსიკურ მხარესთან მოლაპარაკებას აგრძელებს. როგორც გავიგეთ, საკითხი დასკვნით ფაზაშია შესული - მხარეები პრაქტიკულად მორიგდნენ, 2-3 საკითხიღა დარჩა შესათანხმებელი და წესით, დღეს-ხვალ ყველაფერი უნდა გაცხადდეს.
ნაკრებთან დაკავშირებით ერთ ინფორმაციასაც მოგაწვდით. მოგეხსენებათ, ეროვნული გუნდის 22-კაციან სიას სამი ფეხბურთელი უკვე გამოაკლდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ მაისის ამხანაგური მატჩების ნაკრებს კახა კალაძე ("მილანი", იტალია), ნახევარმცველი დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია) და ფორვარდი ოთარ მარცვალაძე ("ვოლგა", რუსეთი) ვერ დაეხმარებიან.
ამავე დროს, კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ნალჩიკის "სპარტაკის" ფორვარდ დავით სირაძის საკითხი. სირაძე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" წინა ტურის შეხვედრაში დაშავდა და რუსეთის ჩემპიონატის ერთი მატჩიც გამოტოვა. ის ახლა უკეთ გრძნობს თავს. როგორც გავიგეთ, ნალჩიკელთა თავდამსხმელს ეროვნული ნაკრების ექიმი დიმიტრი ზაალიშვილი გასინჯავს და ამ კვირის ბოლომდე გაირკვევა, შეძლებს თუ არა სირაძე მაისის ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას.

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები