მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-11
ძოძუაშვილი ხაზარში?
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის რევაზ ძოძუაშვილის სახელი აზერბაიჯანულ "ხაზარს" (ლენქორანი) კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. როგორც ირკვევა, ლენქორანელთა კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის დასრულებისთანავე გუნდის ჩაბარებას სხვა მწვრთნელისთვის გეგმავს და კანდიდატურებიც შეგულებული ჰყავს.
"ბაქოს "ინტერში" კახა ცხადაძის წარმატებული მუშაობის შემდეგ, "ხაზარის" ხელმძღვანელებს უნდათ გუნდი ქართველ მწვრთნელს ჩააბარონ. ამ კლუბის ბოსები სეზონის დასრულებისთანავე გუნდის ახლანდელ თავკაც აღასალიმ მირჯავადოვს დაემშვიდობებიან და მის მემკვიდრედ ორ კანდიდატურას განიხილავენ - მახაჭყალის "ანჟის" ყოფილ თავკაც ომარ თეთრაძეს და რევაზ ძოძუაშვილს... ძოძუაშვილი პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილი სპეციალისტია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის შემდეგ, რევაზ ძოძუაშვილი რიგის "სკონტოს", ლატვიის ნაკრებს წვრთნიდა და რამდენიმე ქართულ კლუბში მუშაობდა. უცხოეთში მისი ბოლო კლუბი ყარაგანდის "შახტიორი" იყო. ამჟამად კი 61 წლის ქართველი მწვრთნელი ახალი გუნდის მოლოდინშია", - ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა ვებგვედმა აზერიფოოტბალლ.ცომ-მა გაავრცელა.
როგორც ხედავთ, ამ წყაროს მტკიცებით "ხაზარის" ხელმძღვანელობა ორ კანდიდატს განიხილავს - ომარ თეთრაძე ან რევაზ ძოძუაშვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ თეთრაძემ უკვე ჩაიბარა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", სადაც, "ანჟიში" მისი ყოფილი შეგირდები, მცველი ედიკ საჯაია და ფორვარდი ოთარ მარცვალაძე ასპარეზობენ. ასე რომ, თეთრაძე გამოირიცხა და ძოძუაშვილიღა დარჩა...
ბუნებრივია, ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და თბილისში მყოფ რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით.
"ხაზარის" მთავარმწვრთნელობაზე გასულ ზაფხულსაც იყო საუბარი. ტელეფონითაც არაერთხელ დამიკავშირდნენ და ჩასულიც ვიყავი აზერბაიჯანში. თუმცა ეს ინტერესი საბოლოო კონტრაქტამდე არ მივიდა. მართალი გითხრათ, დღემდე ვერ გამირკვევია, რა მოხდა, თითქოსდა ყველაფერზე მოვრიგდით, მაგრამ აზერბაიჯანელები მას მერე აღარ შემხმიანებიან. იმასაც კი ვფიქრობ, ალბათ ვინმეს არ უნდა უცხოეთში ჩემი მუშაობა, ანაც დიდ ფეხბურთში რომ დავბრუნდე-მეთქი. დასამალი არაფერი მაქვს, ახლაც მირეკავენ აგენტები, აზერბაიჯანულის გარდა, ყაზახური და უზბეკური გუნდების ჩაბარებას მთავაზობენ, მაგრამ... თუ რეალური ინტერესია მისაღები პირობებით და ამბიციური მიზნები აქვთ, კი ბატონო, დავილაპარაკოთ კონკრეტულად. თუ ის უნდათ, რომ ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბო, მოვამზადო, ევროტურნირებზე გავიყვანო და მერე პოსტი დამატოვებინონ, ასე არ გამოვა, ამაზე ხელს აღარ მოვაწერ. თუ რეალური წინადადებაა, კი ბატონო, მაშინ დავილაპარაკოთ... ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით", - "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა რევაზ ძოძუაშვილმა.

მოამზადა დავით ცაბაძემ








კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი