მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-11
თითქმის გამქრალი ინტრიგა
ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული ჩემპიონატის გასული ტური განსაკუთრებული მოვლენებით იყო გამორჩეული. ეს არც გახლდათ მოსალოდნელი - ჩემპიონის ვინაობა წინა ტურში გაირკვა, ევროთასებზე გამსვლელი ოთხეულიც დიდი ხანია, ცნობილია, უმაღლესი ლიგიდან ერთი გუნდი უკვე გავარდა, მეორე კი განწირულია. მოკლედ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ინტრიგა, ფაქტობრივად, აღარ იყო დარჩენილი. ამ სეზონში ერთადერთი, საქართველოს თასის მფლობელიღაა გამოსავლენი.
ყოველივე ამის მიუხედავად, მატჩების მეტი წილი დაძაბული და შინაარსიანი გამოდგა, თუმცა გამონაკლისიც იყო.

უმოტივაციო ჩემპიონი
წესით და რიგით, მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი და ყოფილი ჩემპიონები ხვდებიან, მოსაწყენი არ უნდა გამოდგეს, მაგრამ კვირას რუსთავის "ფოლადზე" მისულ მაყურებელს საინტერესო ბევრი არაფერი უნახავს. ყოველ შემთხვევაში, მოედანზე ბრძოლა არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ გაჩემპიონებული ოლიმპელები ინერტულები და უამბიციონი იყვნენ. ვერც იმას ვიტყვით, რომ თასის ფინალის სამზადისში მყოფმა ვეტერინარებმა დახარჯეს უკანასკნელი ძალები, მაგრამ გამარჯვებისთვის გელა გომელაურსა და მის ბიჭებს მაინც მეტი შემართება აღმოაჩნდათ და სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვეს.
მთელი შეხვედრის განმავლობაში მოედანზე "ვიტ ჯორჯია" დომინირებდა და გეგმაზომიერად მიიყვანა კიდეც საქმე გამარჯვებამდე. მართალია, ამ მოგების მიუხედავად, საქართველოს აწ უკვე ექსჩემპიონებს ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში შესვლის შანსი მაინც მიზერული აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, დაფასებას იმსახურებს მათი გამარჯვებისკენ სწრაფვა. სხვა თუ არაფერი, "ოლიმპის" დამარცხება ჯორჯიელებს თასის ფინალის წინ საკუთარი ძალების რწმენას გაუძლიერებს.

დამაჯერებლად ვერცხლისკენ
თავის მხრივ, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არც დინამოელებს უნდა ეპარებოდეთ, რადგან ბოლო ტურებია, დაგეგმილ ქულებს სტაბილურად აგროვებენ და ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მცირე ჩავარდნა რომ არ ჰქონოდათ, საჩემპიონო შანსებსაც შეინარჩუნებდნენ. ამჟამად კი "დინამო" ჩემპიონატის ვერცხლის მედლებისთვის იბრძვის და თუ შემდეგ ტურში "ლოკომოტივს" დაამარცხებს, მეორე ადგილს დაიბევებს.
"ბაიასთან" მატჩში კი კახა კაჭარავას გუნდის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. ზუგდიდელები მეტოქეს საწყისი 40 წუთის განმავლობაში კი უძალიანდებოდნენ, მაგრამ "დინამოს" პირველმა გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. დედაქალაქელებმა ამის შემდეგ აუღელვებლად შეძლეს დაგეგმილი გამარჯვების გაფორმება. "ბაიას" წევრებს კი სანერვიულო არაფერი უნდა ჰქონდეთ. ზუგდიდელებს მხოლოდ სასწაული თუ შეუშლით ხელს უმაღლეს ლიგაში დარჩენაში. ორი ტური ჩემპიონატის ფინიშამდე და ხუთქულიანი სხვაობა მდევართან - ასეთი კომფორტული უპირატესობა აქვს "ბაიას" "ლოკომოტივთან" და შეიძლება, ელგუჯა ქომეთიანის გუნდს საერთოდ აღარ დასჭირდეს ქულა. მართალია, "ბაია" დარჩენილ ორ მატჩში "ვიტ ჯორჯიასა" და "ზესტაფონს" ეთამაშება, მაგრამ "ლოკომოტივსაც" არანაკლებ რთული კალენდარი დარჩა - "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიასთან" ელის დაპირისპირება.


სიონმა კუთვნილი მიიღო

ამ სეზონში ბოლნისელები ვარსკვლავებს ნამდვილად არ ეთამაშებიან, მაგრამ უმაღლეს ლიგაში თამაშს ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე იმსახურებენ. ხვიჩა ქასრაშვილის გუნდმა უშუალო კონკურენტებთან ურთიერთშეხვედრებში საკუთარი უპირატესობა არაერთხელ დაამტკიცა და ეს გასულ ტურშიც შეძლო. "სოონმა" მინიმალურად, მაგრამ დამაჯერებლად დაამარცხა "ლოკომოტივი", რითაც გადარჩენისთვის მებრძოლი მეტოქე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, თვითონ კი ოფიციალურად გაიფორმა მომავალ სეზონში უძლიერესთა შორის ასპარეზობის უფლება. "სიონისთვის" სეზონის ბოლო ორი მატჩი ფორმალობაღაა, "ლოკომოტივის" თითქმის არარსებულ შანსებზე კი ზემოთ გითხარით...

ზესტაფონი გამოცოცხლდა
"ზესტაფონი" სეზონს უტიტულოდ ასრულებს, ჩემპიონატში კი, ალბათ, ბრინჯაოს მედლებს დასჯერდება. ასეთი ამბიციური კლუბისთვის ეს დიდი ვერაფერი შედეგია. ფეროელებმა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საკმაოდ შთამბეჭდავად და შედეგიანად ითამაშეს, სეზონის მეორე ნახევარი კი, პირდაპირ ვთქვათ, ჩააგდეს. "ზესტაფონის" გულშემატკივართა უმეტესობა უკვე ღიად მოითხოვს მთავარი მწვრთნელის შეცვლას და მხოლოდ მცირე ნაწილს სჯერა, რომ გია გეგუჩაძე ევროტურნირებზე მაინც შეძლებს ბრძოლისუნარიანი და ბევრისშემძლე გუნდის გაყვანას. მწვრთნელის საკითხს, ბუნებრივია, კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, მანამდე კი "ზესტაფონმა", როგორც იქნა, თავისი ქომაგი შედეგიანი მატჩით გაახარა.
გორში გამართული შეხვედრა სულაც არ დაწყებულა ზესტაფონელთათვის სასურველი ამბით. "სპარტაკმა" სწრაფი გოლი გაიტანა და პირველი ტაიმის მოგებამდე მცირედი დააკლდა. ზედ შესვენების წინ ანგარიში ნიკოლოზ გელაშვილმა თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა, მეორე ტაიმი კი ჯაბა დვალის ბენეფისად იქცა.
ვნახოთ, გამოდგება თუ არა ეს გამარჯვება გარდამტეხი მეტისმეტად არასტაბილური "ზესტაფონისთვის". "სპარტაკისთვის" კი სეზონი თასის ნახევარფინალში განცდილი მარცხით დასრულდა და მას შემდეგ გოჩა ჩიქოვანი მატჩებს ძირითადად, ექსპერიმენტებისთვის იყენებს. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ "სპარტაკი" აქედანვე ემზადება მომავალი სეზონისთვის.

ნახევარწლიანი - ნავსი გატყდა
ბოლო ოფიციალური გამარჯვება "გაგრას" გასული წლის 8 ნოემბერს, "ბაიასთან" ჰქონდა მოპოვებული. უმაღლესი ლიგის უიმედო აუტსაიდერებმა, როგორც იქნა, უმოტივაციოდ დარჩენილ "სამტრედიასთან" დაპირისპირებაში ეს ხანგრძლივი ნავსი გატეხეს. "გაგრას" ბოლოდროინდელი პროგრესი აშკარაა და უსამართლობა იქნებოდა, ჩემპიონატის მეორე ეტაპი ანატოლი პისკოვეცის გუნდს გამარჯვების გარეშე რომ ჩაემთავრებინა. სხვა საქმეა, რომ "გაგრა" ბოლო ადგილს თავს მაინც ვერ დააღწევს, თუმცა განვლილმა მატჩებმა აჩვენა, რომ პოტენციალი ამ გუნდსაც აქვს და სწორი მუშაობის შემთხვევაში, დღევანდელზე გაცილებით მეტს მიაღწევს. ბოლო შეხვედრებმა ისიც დაგვანახვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ნამდვილად უღირს უკრაინელ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელება. ბოლო სამ მატჩში "გაგრამ" ერთი მოიგო და ორიც ფრედ დაასრულა. ცხადია, ეს არაა დიდი მიღწევა, მაგრამ ბოლოადგილოსნისთვის, რომელსაც გამარჯვება სანატრელი ჰქონდა, მაინც მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ტურის მწვრთნელი - ანატოლი პისკოვეცი (გაგრა)
"გაგრას" პროგრესში უდიდესი წვლილი მის უკრაინელ თავკაცს მიუძღვის. ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით გუნდი უფრო ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული გახდა. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი იყო, ბოლო ტურებში მოედანზე ამინდს ქმნის. მოკლედ, ქართულ ფეხბურთში საკმაოდ კარგად ჩახედული პისკოვეცი მეორე ჩვენებურ გუნდში, ჯერჯერობით, წარმატებით მუშაობს და ვინ იცის, "გაგრა" ცოტა ადრე რომ ჩაებარებინა, დღეისათვის ბოლო ადგილზე სხვა გუნდი ყოფილიყო...
ტურის მწვრთნელობის კანდიდატი "ვიტ ჯორჯიას" თავკაცი გელა გომელაურიც იყო, მაგრამ "გაგრას" მიერ ნავსის გატეხა უმოტივაციო ჩემპიონის ძლევაზე უფრო მნიშვნელოვან ამბად მივიჩნიეთ. ისიც სათქმელია, რომ "გაგრა"-"სამტრედიას" მატჩში გარდატეხა სწორედ პისკოვეცის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა შეიტანა. გამარჯვების გოლი გედენიძის პასით კობერიძემ გაიტანა, ორივე მათგანი კი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

ტურის ფეხბურთელი - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
დუბლი და ერთიც საგოლე პასი - ჯაბა დვალმა ეს ყველაფერი ერთ ტაიმში მოასწრო. "სპარტაკი"-"ზესტაფონის" შეხვედრაში სტუმართა თავდამსხმელი მთავარი მოქმედი გმირი იყო, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა. დვალი თავისი გუნდისთვის მხოლოდ გორში არ ყოფილა სასარგებლო. იგი "ზესტაფონის" ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია და თანაგუნდელთა დიდი ნაწილისგან განსხვავებით, მის თამაშში საგრძნობი პროგრესი შეინიშნება, ჯაბა მაშინაც კი გამორჩეულია ხოლმე, როცა "ზესტაფონს" თამაში არ მისდის.


ჭაბუკთა ლიგა
1992-93
XXIII ტური
ზესტაფონი-ოლიმპი 1:2
გაგრა-სიონი 1:0
ლოკომოტივი-სამტრედია 5:1
სპარტაკი-ბაია 19 მაისს
დინამო-ვიტ ჯორჯია 19 მაისს


1994-95
XXIII ტური
ზესტაფონი-ოლიმპი 1:7
გაგრა-სიონი 3:1
ლოკომოტივი-სამტრედია 5:0
სპარტაკი-ბაია 0:4
დინამო-ვიტ ჯორჯია 2:0





ავტორი:  ლევან ჯანეზაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი