მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-11
ზონინი დინამოზე: ბოღმა, ზიზღი და შეურაცხყოფა
გერმან სემიონის ძე ზონინი, ცნობილი საბჭოთა სპეციალისტი, რუსეთისა და უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი. ავარჯიშებდა ვოროშილოვგრადის (დღევანდელი ლუგანსკი) "ზარიას", რომელიც 1972 წელს, სკანდალურ ვითარებაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ამას გარდა, წვრთნიდა ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) "ზენიტს", როსტოვის სკა-ს, ხოლო 1987-88 წლებში თბილისის "დინამოს". ამის შემდეგ ის მეორეხარისხოვან კლუბებში მუშაობდა. ასაკი არაფერ შუაშია, ჭეშმარიტ მიზეზზე დეტალურად გვიყვება "ვიკიპედია":
"ზონინი იძულებული გახდა, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო თბილისის "დინამოდან" წასულიყო. "დინამოს" ფეხბურთელი მალხაზ არზიანი ძლიერ დიაგონალურ გადაცემას აკეთებდა. ბურთი მიწაზე დაეცა, დამატებითი ძალა შეიძინა და თავში მოხვდა ზონინს, რომელიც ბურთს ვერ ხედავდა. შედეგად, მწვრთნელს ყურის ბარაბანი გაუსკდა და ბაზიდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. მას შემდეგ ის გუნდში აღარ გამოჩენილა"...
...მალხაზ არზიანის ეს დარტყმა "შემთხვევითი" არ ყოფილა. ზონინი დინამოელებს ვერ იტანდა. როგორც წლების წინ ნოდარ აკობია (მაშინ "დინამოში" მუშაობდა) ჰყვებოდა, განსაკუთრებული უპატივცემულობის ნიშნად, ზონინი გუნდის განაცხადს საპირფარეშოს ქაღალდზე წერდა, ქართველები მეტის ღირსი არ ხართო.
ბუნებრივია, არზიანის იმ დარტყმის შემდეგ ზონინს ქართველებისადმი ზიზღი გაუძლიერდა და ორიოდე დღის წინ "სპორტ-ექსპრესთან" ისეთი ღვარძლით ილაპარაკა, აშკარაა, რომ "დოქტორ არზიანის წამალი" ჯერ კიდევ მოქმედებაშია. აი, პატარა ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან:
- თბილისის "დინამოში" განსაკუთრებით გაწვალდით?
- რთული ბიჭების სიმრავლე იყო. კეტაშვილი საერთოდ ველური იყო. თამაშის შემდეგ აღდგენები გვაქვს, ის კი არ ჩანს. სახლში ყურმილს მისი მეუღლე იღებს: "თუკი 15 წუთში გელა ბაზაზე არ გამოცხადდება, თვეში 50 მანეთზე იცხოვრებთ". ქოშინით მოირბინა: "გერმან სემიონოვიჩ, ბოლო შემთხვევაა!". გაბელია რამდენჯერ გადამირჩენია?! კარგი მეკარე იყო, მაგრამ სმა უყვარდა. სულაქველიძეს ვეომებოდი: "ჯანმრთელობაზე იფიქრე, ღვინოს ვედროთი სვამ, საკუთარი თავის მტერი ხარ?! ასეთ დატვირთვას რომელი თირკმელი გაუძლებს"?!

- გინახავთ ერთი ქართველი მაინც, რომელიც არ სვამდა?
- გუცაევი, თუმცა ისიც ოსია. ჩემ დროს "დინამოში" სმისთვის ვერ იცლიდნენ. სამაგალითო დისციპლინა გვქონდა. ლესელიძის ბაზის დირექტორი გაოცებული იყო, 40 წლის განმავლობაში მწყობრში ჩამდგარი ქართველები პირველად ვნახეო! მახსოვს, ტკბილი დუეტი სულაქველიძე-შენგელია. ვარჯიშზე 40 წამით დაიგვიანეს. გუცაევს ვეკითხები - რამდენით დავაჯარიმოთ-მეთქი? - 50 კაპიკითო. შევთავაზე: "თუკი წამით მაინც დავიგვიანებ, ჩემგან ორ ხელფასს მიიღებთ". მეორე დღეს ვარჯიშზე ადრე გამოცხადდნენ. მე კუთხეში დავიმალე, ვარჯიშამდე წუთია დარჩენილი, სიხარულისგან ორივე ბედნიერია - "ორი ხელფასი! ორი ხელფასი!"... და ამ დროს გამოვჩნდი - "ყოჩაღ, ჯიგიტებო"!

- ახლა გვესმის, არზიანმა ბურთი თავში რატომ მოგარტყათ...
- არა, ეს შემთხვევით მოხდა. ქუთაისში სულაქველიძის ბიძას კრძალავდნენ და ვარჯიშის დილისთვის გადატანა მთხოვა. წვიმდა და ბურთებიც დასველდა. კარში დარტყმებზე ვმუშაობდით. არზიანი ბოლოს ურტყამდა, ის ცაციაა, ბურთი კი მარჯვენაზე მიუგორდა და ფეხი ცუდად მოარტყა. ამ დროს დავიხარე და ეს დამძიმებული ბურთი მომხვდა... გონზე საავადმყოფოში მოვედი, დამიდგინეს ტვინის შერყევა, გახეთქილი მქონდა ყურის ბარაბანი... სამი დღე კომაში ვიყავი. კარგად მახსოვს, როგორ "ვიპარებოდი", ტკივილი გამიყუჩდა, სინათლის გზა გამოჩნდა... მოკლედ, სრული უშფოთველობა იყო... და სწორედ ამ დროს გონზე მოვედი...

თლკევზ, ზონინს თუ დავუჯერებთ, საქართველოში ფეხბურთელები მოედანზე ლამის მთვრალები გადიოდნენ და ზოგადად ეს ჩვენი სენია. მაგრამ ნახეთ, რას იხსენებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით ნაკანი, რომელიც მოსკოვის "ტორპედოს" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა:
"ყოველი ვარჯიშის შემდეგ, როგორც კი მწვრთნელი დატოვებდა გასახდელს, იწყებოდა ფუსფუსი. ფეხბურთელები კარადებს ხსნიდნენ და გადამალულ ნახევარლიტრიანებს იღებდნენ. როცა "ტორპედოში" გადავედი, ამას ვერც წარმოვიდგენდი, მაგრამ ფაქტია და მსგავსი რამ მხოლოდ "ტორპედოში" არ ხდებოდა. ბიჭები ამბობდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ჩემი უკვირდათ - რატომ არ სვამო? ვარჯიშის შემდეგ ლოთობა იქ მიღებულია. იმათთან შედარებით ქართველები ანგელოზები ვართ".
ჩვენ შეგნებულად დაველაპარაკეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ზონინი არათუ ცუდად, არამედ, საერთოდ არ ახსენებს. აი, რას ამბობს ოთარ კორღალიძე:
"ზონინს ისეთ გუნდებში უმუშავია, სმაში ჩვენ კი არა, ვერავინ შეედრებოდა. სხვათა შორის, დღემდე დარწმუნებული ვარ - 1987 წელს ნორმალური მწვრთნელი რომ გვყოლოდა, "ვერდერს" აუცილებლად გავაგდებდით. ურთიერთობაში დისტანციას ინარჩუნებდა. საერთოდ, ქართველები არ ვუყვარდით და ამას ვარჯიშებსა თუ თეორიულ მეცადინეობებზეც გამოხატავდა. ჩივაძეს, გაბელიასა და სხვა ავტორიტეტებს ვერაფერს უბედავდა, მაგრამ გამოუცდელ ფეხბურთელებთან ზედმეტები მოსდიოდა. შეწუხებული ჰყავდა "ობეხეესის" ხალხი, ყოველდღე ახალ-ახალ ფერად ტელევიზორს ითხოვდა და ლენინგრადში უშვებდა. რაში სჭირდებოდა ამდენი ტელევიზორი, წარმოდგენა არ მაქვს. წლები გავიდა და დასამალი რაღაა - თუ შემდეგ ტურამდე დიდი პაუზა იყო, მატჩის შემდეგ მსუბუქი მოლხენა ჩვეული ამბავი იყო, მაგრამ არ მახსოვს, ვინმე ვარჯიშზე მთვრალი მოსულიყო. ღრეობა და სმისგან "გალურჯება" დიდი ტყუილია".







ავტორი:  მოამზადა მერაბ მამულაშვილმა


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი