მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-11
ვაწაძეც ვოივოდინაში?
საქართველოს თასის ფინალს, რომელშიც 26 მაისს ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" შეხვდებიან, სერბი მენეჯერები დაესწრებიან. ეს ინფორმაცია "ლელოს" მკითხველისთვის არახალია - თუ გახსოვთ, ამაზე ცოტა ხნის წინ "ლელოსთან" ექსდინამოელმა მიხეილ ხუციშვილმა ისაუბრა, რომელიც ჯერჯერობით "ვოივოდინას" ფეხბურთელად რჩება, თუმცა კი მალე კლუბის მთავარი სკაუტი გახდება. ბუნებრივია, მიმდინარე მოლაპარაკების თაობაზე ის ინფორმირებულია.
ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის გადაბირებითაც ნოვისადელები დაინტერესდნენ, ზაფხულში ჰაიფას "ჰაპოელში" ჩარიცხული, თბილისის "დინამოს"ყოფილი კაპიტანი ლევან ხმალაძეა (ამჯერად ის "ჰაპოელში" აღარ არის). ბოლო პერიოდში ლევანი ეძებდა კლუბს, სადაც ზაფხულის სატრანსფერო სეზონის გახსნამდე მოემზადებოდა...
ამას გარდა, ვფლობთ დაზუსტებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სერბთა განსაკუთრებულ ინტერესს "დინამოს" კაპიტანი გურამ კაშია და თავდამსხმელი მათე ვაწაძე იწვევენ. ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებთა ფორვარდი ვაწაძე "დინამოს" ლიდერად მოიაზრებოდა, მაგრამ ბოლო ერთი თვეა, კახა კაჭარავა მას სათადარიგოთა სკამზე ამწესებს (შესაძლოა, ტრავმის შემდეგ ფორმის აღსადგენად მათეს დრო დასჭირდა).
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სერბეთის ვიცე-ჩემპიონი "ვოივოდინა" მათეს ჯერ კიდევ თებერვალში იწვევდა. ამ პერიოდში ბალკანელებს "დინამოს" ერთდროულად სამი ლიდერის გადაბირება სურდათ - გიორგი მერებაშვილი წაიყვანეს, ვაწაძემ კი სერბეთში გამგზავრებაზე უარი განაცხადა...
როგორც ჩანს, ანალოგიური ვითარება იყო კაშიას შემთხვევაშიც, რადგან დაზუსტებული ინფორმაციით, გურამს სერბულის გარდა ბერძნული და თურქული კლუბებიც აკვირდებიან. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს თბილისში ჩამოსვლას "ვოივოდინას", "ცრვენა ზვეზდასა" და "პარტიზანის" წარმომადგენლები აპირებენ.






ავტორი:  მოამზადა მერაბ მამულაშვილმა


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი