მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-11
ბრაზილიელების საკითხი მოლაპარაკებისას დაზუსტდება...
რუსთავის "ოლიმპის" ჩემპიონობაში დიდი წვლილი ბრაზილიელებმა - ანდერსონ აკინომ და ალექს ფრაგამ შეიტანეს. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ინტერესს იწვევს ორი ქვეყნის საფეხბურთო წრეებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა, რომელიც გოჩა ალადაშვილის ("ატლეტიკო პარანენსეს" წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპაში) ინიციატივა იყო. დღეს ის ჩვენი რესპონდენტია...

- ბატონო გოჩა, როგორც დავით კირკიტაძემ ბრძანა, ბრაზილიური პროექტი გრძელდება. კონკრეტულად რა სიახლეებია მოსალოდნელი?
- კონკრეტული უკვე მოხდა და მიხარია, რომ ბრაზილიელების ჩამოყვანით, "ოლიმპის" ჩემპიონობაში წვლილი მეც შევიტანე. ეს იყო ჩემი სურვილი, საკუთარ ქვეყანას რამენაირად დავხმარებოდი. "ატლეტიკო პარანენსესთან" თანამშრომლობა კი ბევრი ევროპული კლუბისთვისაა სასურველი. სხვათა შორის, ბრაზილიაში დავით კირკიტაძის ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე კლუბს ჯერ "ანდერლეხტის", ხოლო შემდეგ "ლიონის" პრეზიდენტები ესტუმრნენ. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ბრაზილიელები ასე ჰაერზე და ერთი ხელის დაკვრით არსად მიდიან. ეტყობა, მათი ნდობა დავიმსახურე, რადგან კლუბში მიმიწვიეს და საქართველოშიც ჩამომყვნენ. რაც შეეხება თანამშრომლობის გაგრძელებას, ისინი დასხდებიან, შეაჯამებენ პროექტის პლუს-მინუსებს და იმედია, კონტაქტები გაგრძელდება. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბს რეგიონის გუბერნატორი პატრონობს.
- პარტნიორობა თქვენ დაიწყეთ და ამიტომაც გაგვიკვირდა, ბრაზილიაში რომ არ გაემგზავრეთ...
- იქ იყო "ოლიმპის" ხელმძღვანელი და აგვარებდა იმ საკითხებს, რისი მოგვარებაც მხოლოდ მას შეეძლო. როცა წავალ, იმ სფეროს მივხედავ, საიდანაც "ოლიმპს" უნდა დავეხმარო. სხვათა შორის, დავით კირკიტაძე ბრაზილიიდან ძალზე დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.
- აკინო და ფრაგა რჩებიან?
- ეს საკითხიც სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება. ბრაზილიელთა იჯარის ვადა 20 ივნისს იწურება. იმსჯელებენ, როგორ შესრულდა ვალდებულებები და ახალ ხელშეკრულებაზე დაილაპარაკებენ. საამისოდ, ინტერესთა თანხვედრაა საჭირო.
- მათ მინსკის "დინამოში" აღარ იწვევენ?
- ზამთარში ინტერესი კი ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ აღარ შეგვხმიანებიან.
- ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, თითქოს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე "ოლიმპი" "ატლეტიკო პარანენსედან" კიდევ ხუთ ფეხბურთელს დაიმატებს...
- მოლაპარაკების დროს ყველა ეს დეტალი დაზუსტდება. ისე, "ატლეტიკო პარანენსე" პარტნიორობისთვის მზადაა.
- ბრაზილიელებთან თანამშრომლობით სხვა ქართული კლუბიც ხომ არ დაინტერესდა?
- ჯერ ასეთი წინადადებით არავის მოუმართავს.






ავტორი:  მოამზადა მერაბ მამულაშვილმა


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი