მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-11
რურუა და ნამგალაური ქუთაისში
9 მაისს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური ქუთაისს ესტუმრნენ და მშენებარე სპორტულ ობიექტებთან ერთად, მე-17 კომპლექსური სასპორტო სკოლა-პანსიონი დაათვალიერეს.
ქუთაისის ცენტრალური სტადიონის გახსნა 26 მაისს იგეგმება და ამ დღისთვის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. მინისტრმა საკუთარი თვალით ნახა, თუ რა ეტაპზეა სტადიონისა და მის გვერდით მდებარე საცურაო აუზის მშენებლობა. როგორც ნიკოლოზ რურუამ აღნიშნა, "ტორპედოს" სტადიონი სრულ მზადყოფნაში წლეულს, ნოემბერში იქნება.
მინისტრი კმაყოფილი დარჩა მე-17 სასპორტო სკოლა-პანსიონში სტუმრობით. აქ სპორტის რამდენიმე სახეობაა წარმოდგენილი (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო, კრივი, აღმოსავლური ორთაბრძოლები) და 700-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს. ლაპარაკია, სკოლა-პანსიონის მთლიან რეაბილიტაციაზე, რომელსაც ექნება კეთილმოწყობილი დარბაზები, სასტუმრო და კვების ბლოკი. საამისოდ, სკოლის დირექციამ დამფუძნებელთან (ქუთაისის მერია) შეთანხმებით უნდა წარმოადგინოს პროექტი, რომელიც შემდგომში სახელმწიფოს დახმარებით განხორციელდება. "შევეცდებით, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ჩვენს ახალგაზრდებს. პანსიონში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ასობით ბავშვი ვარჯიშობს, 100 სპორტსმენი კი აქვე ცხოვრობს. აქ მომავალი ჩემპიონები გაიზრდებიან, რისი პოტენციალიც სკოლას ნამდვილად აქვს. ახალგაზრდა სპორტსმენებს ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ, რათა მათ დიდ წარმატებებს მიაღწიონ"- თქვა ნიკოლოზ რურუამ.






ავტორი:  დავით კოხრეიძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი