მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-12
ვისოლი, ტორპედო და მუმლაძე
საქართველოს ჩემპიონატის განვითარების ის პროექტი, რომელიც სახელმწიფომ და ფეხბურთის ფედერაციამ ერთდროულად შეიმუშავეს, ბევრისთვის მორიგი ბლეფი და საქილიკო ამბავია. მაგრამ, როგორც ჩანს, პროექტი სულაც არ არის არარეალური. ჩვენი ინფორმაციით, კომპანია "ვისოლისა" და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სამშაბათს ქუთაისს ერთად ესტუმრნენ. კომპანიის მიზანი იყო, ადგილზე დეტალურად შეესწავლა, რამდენად სასურველი და მიზანშეწონილია ქუთაისის "ტორპედოს" სპონსორობა...
სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის მიხედვით, სპონსორს გადაეცემა არა მხოლოდ კლუბი, არამედ მის ბალანსზე არსებული ქონება, მათ შორის - სტადიონი და ბაზა. "ტორპედოს" საღორიის ბაზა, გარემონტებული სტადიონი, საკმაოდ მდიდარი საფეხბურთო წარსული და პერსპექტივა აქვს. ეს სულაც არ არის სახუმარო ამბავი და როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა "ვისოლის" ხელმძღვანელთა დაინტერესების ამოსავალი წერტილი.
"ლელოს" აცნობეს, რომ ქუთაისის "ტორპედოში" "ვისოლის" მისვლა თითქმის გადაწყვეტილია და რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე გახდება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კომპანიამ საფეხბურთო სკოლა "ავაზა" აიყვანა, უმაღლეს დონეზე გაარემონტა და სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული რეგიონალლიგის კლუბის პატრონადაც იქცა. "ვისოლი-ავაზას" სწორედ მუმლაძე ავარჯიშებს. თავის დროზე, კლუბისა და განახლებული სკოლის პრეზენტაციისას, "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ სხვა კლუბის აყვანას საკუთარის განვითარება და უმაღლეს ლიგაში გადაყვანას ამჯობინებდა...
"ტორპედოს" აყვანის შემთხვევაში, კომპანია "ვისოლი-ავაზასა" და საფეხბურთო სკოლას ძველებურად უპატრონებს. თუმცა საბოლოოდ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ეს ჩვენ ოფიციალური კომენტარებიდან შევიტყვეთ. თავდაპირველად რამაზ მუმლაძეს დავუკავშირდით:
- ბატონო რამაზ, როგორც შევიტყვეთ, "ვისოლი" და თქვენ, შესაძლოა, ქუთაისში გადახვიდეთ...
- ქუთაისში ნამდვილად ვიყავით, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი გადაწყვეტილია. კომპანიის ხელმძღვანელობა ფიქრობს და ვნახოთ, რა გამოვა.
- ფაქტია, რომ დაინტერესება არსებობს. ქუთაისში ტყუილად არ წახვიდოდით...
- ეს თავისთავად, მაგრამ დაინტერესება და გუნდის აყვანა ერთი და იგივე არაა. გადაწყვეტილი რომ იყოს, დასამალი რა იქნებოდა?

გუშინვე ფეხბურთის ფედერაციის პრესიდენტ ზვიად სიჭინავას შევეხმიანეთ.
- ბატონო ზვიად, იქნებ გაგვარკვიოთ, რამდენად რეალურია, რომ "ვისოლმა" ქუთაისის "ტორპედოს" სპონსორობა იკისროს?
- დასრულდება ჩემპიონატი და გადაწყდება, რომელ გუნდს რომელი კომპანია აიყვანს. ქუთაისური კლუბისადმი ინტერესი არსებობს, მაგრამ მხოლოდ "ვისოლი" არ არის მზად, ეს წინადადება განიხილოს.
- აქამდე ვიცოდით, რომ "ტორპედოს" პატრონობაზე "სოკარის" ხელმძღვანელობა დათანხმდა...
- თქვენი ინფორმაცია სიმართლეა... მაგრამ ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება.
- სხვა კლუბებისადმი ინტერესი არ ჩანს?
- მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან, დააფინანსონ ფოთის "კოლხეთი", ბათუმის "დინამო", ზუგდიდის "ბაია"... ასე რომ, ჩვენი პროექტით ბევრი დავაინტერესეთ, რადგან ის რეალურია და კომერციული კუთხითაც საინტერესოა. მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სტადიონი და ბაზა აქვს, აქვს მდიდარი წარსულიც, ამ ქალაქში მუდმივად იზრდებოდნენ მაღალი კლასის ფეხბურთელები, ტალანტების ბუდეა და რატომ არ უნდა იყოს საინტერესო? იმავეს ვიტყვი ბათუმისა და ფოთის კლუბებსა და ინფრასტრუქტურაზე. ეს ხომ უდიდესი სიმდიდრეა, რომლის ასამოქმედებლად გვსურს კომპანიების მოწვევა. ბუნებრივია, მათ ხელსაყრელი პირობებიც უნდა შევთავაზოთ და დავაინტერესოთ. ფეხბურთი მთელ მსოფლიოში კომერციალიზაციის გზას დაადგა და მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან არ უნდა ვიყურებოდეთ. საქმის დაძვრა მხოლოდ ურთიერთხელსაყრელი პირობებითაა შესაძლებელი. სახელმწიფოსთან ერთად მოფიქრებული პროექტი კი სწორედ ასეთია.







ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი