მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-12
ოლიმპი ლიგას მეორე ეტაპიდან დაიწყებს
ეროვნული ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ოქროსმედალოსანი სამი ტურით ადრე გაირკვა - რუსთავის "ოლიმპია". უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა 2010/11 წლების ევროტურნირების რეგლამენტი და თარიღები.
ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ახალი სეზონის წილისყრა უეფას შტაბბინაში (ნიონი, შვეიცარია) 21 ივნისს ჩატარდება. მანამდე კი ცნობილი გახდა ორივე გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარების დღეები.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები (მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის პარარელურად) 29-30 ივნისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 6 და 7 ივლისს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 13-14 და 20-21 ივლისსაა დანიშნული, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისა კი 27-28 ივლისსა და 3-4 აგვისტოს. პლეი ოფის მატჩების თარიღებია - 17 -18 და 24-25 აგვისტო, ხოლო ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის - 14-15 სექტემბერი.
თემურ მახარაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან (13-14 ივლისი) დაიწყებს. ამის წინა სტადიაზე ანდორის, მალტის, ჩერნოგორიისა და სან მარინოს ჩემპიონები ითამაშებენ. მათგან ორი გამარჯვებული იასპარეზებს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ბუნებრივია, საინტერესოა "ოლიმპის" სავარაუდო მეტოქეთა ვინაობაც. პირველი ეტაპის ორ გამარჯვებულს რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონი დაემატება. საქართველოს პირველი გუნდი განთესილებს შორის არ არის. შესაბამისად, "ოლიმპის" მეტოქე რომელიმე განთესილი ქვეყნის ჩემპიონი იქნება. აი, სავარაუდო მეტოქეთა ნუსხაც:
ზალცბურგი ან აუსტრია (ავსტრია), ბატე (ბელარუსი), ლიტექსი (ბულგარეთი), დინამო (ზაგრები, ხორვატია), ომონია (კვიპროსი), სპარტა, ბანიკი ან იაბლონეცი (ჩეხეთი), ჰიკ (ფინეთი), ჰაიფას მაქაბი ან თელ-ავივის ჰაპოელი (ისრაელი), ბოჰემიანსი (ირლანდია), მეტალურგსი (ლატვია), ეკრანასი (ლიტვა), რუსენბორგი (ნორვეგია), პარტიზანი ან ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), კოპერი (სლოვენია), ჟილინა (სლოვაკეთი), აიკ (შვედეთი).
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გათამაშებას ბელგიის ("ანდერლეხტი"), დანიისა ("კოპენჰაგენი") და შვეიცარიის ("იანგ ბოიზი" ან "ბაზელი") ჩემპიონები დაემატებიან. ამ რაუნდში გამარჯვებულები ცხადია მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ, დამარცხებულები კი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებენ ასპრეზობას.
ასე რომ, თუ რუსთაველები ერთ (მეორე) ეტაპს მაინც გაივლიან და მესამე ეტაპზე მოხვდებიან, წაგების შემთხვევაშიც კი აგრძელებენ ასპარეზობას, ოღონდ, უკვე ევროპის ლიგაში.
რაც შეეხება ევროპის ლიგას. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 1 და 8 ივლისს გაიმართება, მეორე ეტაპისა - 15 და 22 ივლისს, ხოლო მესამე სტადიის თამაშები 29 ივლისსა და 5 აგვისტოსაა დანიშნული. პლეი ოფის შეხვედრები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება, ჯგუფური ეტაპის პირველი ტური კი - 16 სექტემბერს.
ამ გათამაშებაში საქართველოს თასის მფლობელი ("დინამო" ან "ვიტ ჯორჯია") მეორე ეტაპიდან (15 ივლისი) ჩაერთვება, დანარჩენი ორი გუნდი კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან იასპარეზებს.






ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი