ლელო
2010-05-12
ახალი კონტრაქტი კობიაშვილისთვის
გასულ უქმეებზე ბუნდესლიგის მორიგი სეზონი დასრულდა. ლევან კობიაშვილის "ჰერტა" ცხრილის ბოლო საფეხურზე დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონს ბერლინელები მეორე ბუნდესლიგაში დაიწყებენ. შეგახსენებთ, ბუნდესლიგიდან "ჰერტას" გავარდნის გამო, კობიაშვილის კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, წესით აღარ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ბერლინელებს კობიაშვილი არ ეთმობათ. ლევანის გადაბირება "აინტრახტს" ეწადა, მაგრამ ფრანკფურტულ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ჩვენებური ვერაფრით მოხიბლა. სხვათა შორის, როგორც ვწერდით, თავად კობიც არ იყო ბერლინში დარჩენის წინააღმდეგი...
გუშინ კი მასთან დაკავშირებით ახალი ცნობა გავრცელდა. გერმანულ ვებგვერდ 90ელფ.დე-ს ცნობით, "ჰერტას" სპორტული დირექტორი მიხაელ პრეეტცი ლევანს ახალ ხელშეკრულებას უმზადებს. ამავე წყაროს მტკიცებით, ამ დღეებში კობიაშვილს 3-წლიან კონტრაქტს (უკეთესი პირობებით) შესთავაზებენ.
ამასობაში, "ჰერტა" უმწვრთნელოდ დარჩა. ფრიდჰელმ ფუნკელსაც კობიაშვილის მსგავსი კონტრაქტი ჰქონდა - ბუნდესლიგაში დაქვეითების შემთხვევაში, ფუნკელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებოდა. ფუნკელმა პოსტზე დარჩენის სურვილი კი გამოთქვა, მაგრამ... გუნდის ფანები ბოლო მატჩებში მწვრთნელს უკვე ღიად უცხადებდნენ პროტესტს და მის შეცვლას ითხოვდნენ. მათი სურვილი დაკმაყოფილდა, თუმცა უკვე დაგვიანებულია - ფუნკელი და "ჰერტა" ერთმანეთს 22 მაისს დაშორდებიან. სხვათა შორის, ბერლინელები მის შემცვლელს უკვე ეძებენ. გერმანული წყაროების ინფორმაციით, ვაკანტურ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, მარკუს ბაბელი და მიხაელ ოინინგი.

ავტორი: დავით ცაბაძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები