მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-12
დააკლებენ მილიონს ხიზანიშვილის სანაცვლოდ?
რანგით მეორე ინგლისურ ლიგაში (ჩემპიონშიფს რომ ვუწოდებთ) სეზონი 2 მაისს დასრულდა. ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგმა" ჩემპიონატი 63 ქულით მე-9 ადგილზე ჩაამთავრა. სეზონის დასრულებასთან ერთად, ხიზანიშვილს ამ კლუბთან საიჯარო კონტრაქტის ვადა ამოეწურა და კვლავ "ბლექბერნის" უფლებებში გადავიდა. ცნობისთვის, ნაკრების მცველმა ეს გუნდი თავის დროზე უთამაშებლობის გამო დატოვა. რა გასაკვირია, რომ ზურაბს უკან დაბრუნება არ სურს. მას კლუბთან კონტრაქტის ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.
ბრიტანული წყაროების მტკიცებით, ხიზანიშვილს "რედინგში" დარჩენა უნდა და ანალოგიური სურვილი ამოძრავებს ამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ბრაიან მაკდერმოტსაც. როგორც ირკვევა, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"მართალია ზამთარში ლიგიდან გავარდნის საფრთხე გვემუქრებოდა, მაგრამ გუნდი გავაძლიერეთ და ჩემპიონატი პირველ ათეულში დავასრულეთ. ამაში დიდია ზურაბ ხიზანიშვილის წვლილიც. ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა, მაგრამ ქართველი "ბლექბერნს" ეკუთვნის. ამჯერად, გვინდა, ხიზანიშვილი გამოვისყიდოთ. აგენტის მეშვეობით, ის ყველანაირად ცდილობს, "ბლექბერნს" ფასი დააკლებინოს, რათა ჩვენმა კლუბმა შეძლოს 28 წლის ქართველი მცველის კონტრაქტის გამოსყიდვა", - თქვა ბრიტანულ პრესასთან საუბარში აღნიშნა "რედინგის" მთავარმა მწვრთნელმა ბრაიან მაკდერმოტმა.
თავად ჩვენებური იმედიანადაა განწყობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს ამბობს.
"რედინგის" თავკაცი ბრაიან მაკდერმოტი უკვე მელაპარაკა. მას სურს ახალი სეზონი მის გუნდში დავიწყო. "რედინგში" ჩინებულად ვგრძნობ თავს და მისამართის შეცვლა ჩემს ინტერესებშიც არ არის. "ბლექბერნთან" კიდევ ერთი წლით მაკავშირებს კონტრაქტი და გადაჭრით ვერაფერს ვამბობ, მოხერხდება თუ არა "ბლექბერნიდან" ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა. ჩემმა აგენტმა უკვე დაიწყო ბლექბერნელებთან ამ თემაზე მოლაპარაკება გამოსასყიდი თანხის დაკლებასთან დაკავშირებით. კლუბის ხელმძღვანელობას მეც ვესაუბრე და იმედი მაქვს ეს საკითხი დადებითად გადაწყდება", - ზურაბ ხიზანიშვილის ეს სიტყვები საიტმა რეადინგცჰრონიცლე.ცო.უკ-მა და სხვა ბრიტანულმა ვებგვერდებმა გამოაქვეყნეს.
ჩემპიონშიფის დასრულებულ სეზონში ხიზანიშვილმა "რედინგის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა. ტრანსფერმარკტ.ცო.უკ-ის მონაცემებით ჩვენი ნაკრების მცველი 1 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ხიზანიშვილის აგენტმა დანიელმა ივან ბენეშმა "ბლექბერნთან" ქართველის სატრანსფერო ფასის დაკლებაზე მოლაპარაკეები უკვე დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით, უკიდურეს შემთხვევაში, თუ ბლექბერნელებმა ფასი არ დააკლეს და "რედინგმა" ზურას კონტრაქტის გამოსყიდვა ვერ შეძლო, მაშინ ხიზანიშვილი ამ კლუბთან კვლავ საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.







ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი