მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-12
თითქმის გადაწყვეტილია: თარგამაძე კარლსრუეში!
დავით თარგამაძე გერმანიიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ბოლო დღეები კი "ფრაიბურგში" უთამაშებლობის მიუხედავად, უქმად არ დაუკარგავს. მან ოთხი დღის განმავლობაში "კარლსრუეს" შემადგენლობაში ივარჯიშა და იქ ჩარიცხვის უდიდესი შანსიც აქვს, დანარჩენს კი თავად თარგამაძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როგორ დაგიკავშირდა "კარლსრუე"?
- ამაზე ჩემმა გერმანელმა მენეჯერმა დირკ პიტროშინსკიმ იზრუნა. მისი რეკომენდაციით, "კარლსრუემ" სინჯებზე მიმიწვია. ოთხდღიანი დაკვირვების შემდეგ, გუნდის მწვრთნელებს მოვეწონე და კონტრაქტის გაფორმება თითქმის გადაწყვეტილია?
- შეიძლება, ამას ხელი რამემ შეუშალოს?
- თითქმის წარმოუდგენელია, რომ კონტრაქტის გაფორმებას წინ რაიმე დაუდგეს. ჩემი მენეჯერი კარლსრუეში ჩავა და კლუბის ხელმძღვანელობას ხელშეკრულების პირობებზე დაელაპარაკება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენწლიან კონტრაქტს გავაფორმებ "კარლსრუესთან". როგორც იცით, "ფრაიბურგი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დავტოვე და "კარლსრუესთან" შეთანხმებას ესეც აადვილებს.
- ალბათ, რეკომენდაციას ალექსანდრე იაშვილიც გაგიწევდა.
- რა თქმა უნდა, და ამისთვის მისი ძალიან მადლობელი ვარ. იაშვილი "კარლსრუეს" კაპიტანია და მის აზრს კლუბში დიდ პატივს სცემენ.
- პირველიდან მეორე ბუნდესლიგაში წასვლის მთავარი მოტივაცია ალბათ, სათამაშო პრაქტიკის იმედია...
- რა თქმა უნდა, ახლა ეს ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. რა მინდა პირველი ბუნდესლიგის გუნდში, თუ იქ თამაშის საშუალება არ მექნება. კარგად მესმის, რომ "კარლსრუეს" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც არ იქნება იოლი, მაგრამ "ფრაიბურგისგან" განსხვავებით, ახალ გუნდში შანსს მაინც მომცემენ და ვიმედოვნებ, მის გამოყენებას შევძლებ კიდეც. ისე კი, "კარლსრუე" სულაც არ მიმაჩნია "ფრაიბურგზე" დაბალი დონის კლუბად. მჯერა, მასთან ერთად, პირველ ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად ვიბრძოლებ.

???????????, თარგამაძე ბუნდესლიგის მეორე წრეში "ფრაიბურგის" არათუ ძირითად შემადგენლობაში, განაცხადშიც კი არ გამოჩენილა. როგორც გახსოვთ, ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ზამთარში სხვა კლუბის მოძებნას ცდილობდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და "ფრაიბურგში" დარჩენა მოუწია. თარგამაძე, რომელსაც სარეზერვო გუნდში თამაშის უფლებაც აღარ აქვს, იმედოვნებდა, რომ "ფრაიბურგის" თავკაცი რობინ დუტი თავის გამოჩენის შანსს მისცემდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იგი "ფრაიბურგის" მაისურით მხოლოდ ბუნდესლიგის პირველ წრეში ვიხილეთ, როცა ორი მატჩის ჯამში მოედანზე სულ რაღაც 37 წუთი დაჰყო.
აწ უკვე მისმა ყოფილმა კლუბმა პირველ ბუნდესლიგაში დარჩენა შეძლო, "კარლსრუემ" კი 18-გუნდიანი მეორე ბუნდესლიგა მე-10 ადგილზე დაასრულა.





ავტორი:  ლევან ჯანეზაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი