მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-12
კიკნაძე და ზამთარაძე ჩრდილიდან იდეით გამოვიდნენ
გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე უმაღლეს ლიგაში მწვრთნელთა რანგში ოთხი წლის წინ გამოჩდნენ და რუსთავის "ოლიმპში" უმალ თვალსაჩინო შედეგს მიაღწიეს - გუნდი ლიდერად აქციეს. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რუსთაველები ფეხბურთს თამაშობდნენ და არა - ანტიფეხბურთს.
იმავე სეზონის მეორე წრიდან კიკნაძე-ზამთარაძის დეუტმა ქუთაისის "ტორპედო" ჩაიბარა, ჩემპიონატი კი თბილისის "ლოკომოტივში" ჩაამთავრა. ეს ნამდვილად საქართველოს რეკორდია - სეზონში სამი გუნდი დღემდე არც ერთ მწვრთნელს არ მოუვლია. მათ "ლოკომოტივი" წინა ჩემპიონატის შემდეგ დატოვეს და, როგორც "მიმინოს" გმირი იტყოდა, "დიდ ავიაციაში" აღარ გამოჩენილან...
და აი, გუშინ "ტრიუმფში" ჩრდილიდან ძალზე საინტერესო პროექტითა და ინიციატივით გამოვიდნენ. მათთან ერთად იყვნენ ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები, რომლებიც ჩანაფიქრს მხარს უჭერენ - დავით მუჯირი, ლევან ცქიტიშვილი, მამუკა მინაშვილი, მიხეილ მაზიაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, გიორგი ჭელიძე, გიორგი დიაკვნიშვილი...

გიორგი კიკნაძე: - ყველას კარგად გვახსოვს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ მზად იყო ყველა გონივრული წინადადება მოესმინა. ეს ძალიან მოგვეწონა და ვიფიქრეთ, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი იდეის განხორციელება, რაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებისგან კლუბების, იმავე B ნაკრების ჩამოყალიბება გახლავთ - ვფიქრობ, მისი ჩამოყალიბება უპირველესად, ქართული ფეხბურთისთვისაა საჭირო. ჩვენი იდეა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას გავაცანით. ეს ლაპარაკი ესტონეთის ნაკრებთან მატჩამდე გვქონდა. თემურმა იდეა ცალსახად მოიწონა და გარკვევით განაცხადა, რომ მეორე ნაკრები ჩვენი ჩემპიონატისა და ეროვნული გუნდისთვისაა საჭირო. ვფიქრობ, ეს ნაკრები სპორტული მედიისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, თემის განვრცობა და ფედერაციის ამოქმედებაც შესაძლებელი გვგონია. მართალია, სამწვრთნელო საქმიანობას წელიწადზე მეტია ჩამოვშორდით, მაგრამ იდეას დასაქმებისთვის არ ვთავაზობთ. ეროვნულ ჩემპიონატში მუშაობამ დაგვაფიქრა, რა იყო შესაძლებელი დონის გასაზრდელად და ამ დასკვნამდე მივედით. კლუბების ნაკრები ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს და მთავარი გუნდისთვის სარგებლობა მოაქვს. ყველა იძახის, რომ ჩემპიონატის დონე არ აკმაყოფილებს, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენს ჩემპიონატში ძალიან ბევრ ფეხბურთელს არ გააჩნია სტიმული და მოტივაცია, რომ მოხვდება ეროვნულ, ან ასაკობრივ ნაკრებებში. არადა, ეს იქნება დიდი მოტივაცია. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, კლუბების ნაკრები იმ დროს უნდა გაკეთდეს, როცა კლუბებსა და ნაკრებს ჩავარდნა აქვთ. სასურველი იქნება, გუნდი ახლომახლო ქვეყნების კლუბებსაც შეხვდეს. ფეხბურთელებს ნაკრებებში მოხვედრის იმედი გაუჩნდებათ და მერე ნახავთ, როგორ ათამაშდებიან. ამით მნიშვნელოვნად შემცირდება გარიგებული მატჩების რაოდენობა და ამ კუთხითაც მისაღები იდეაა. ვიმეორებ, ქეცბაიამ გვითხრა, რომ ეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება. იმედი გვაქვს, ფეხბურთის ფედერაცია იდეას მიიღებს. ზვიად სიჭინავამ თანამშრომლობის სურვილი თავად მოხატა, რევაზ არველაძე სულ სიახლეების ძიებაშია და მოიწონებს. დღემდე ყველას კარგად გვახსენდება ბოსკამპის სასელექციო ძიებები და დიდი პაუზის შემდეგ, იდეის აღდგენა კიდევ უფრო სასურველია. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ბიჭების პოტენციალს და გვჯერა, რომ ეროვნულ ნაკრებში ორს მაინც რომ გავუკვლევთ გზას, ესეც იდეის გამართლება იქნება. ბოლოს და ბოლოს, ეროვნულში ადგილი არავის აქვს დაჯავშნული და კონკურენცია ისევ ეროვნული გუნდის ინტერესშია. ქეცბაიას ბევრი ფეხბურთელის ნახვა სურს, მაგრამ ელემენტარულად, დრო არ აქვს, ყველა საინტერესო ფეხბურთელი რომ მიიწვიოს და გასინჯოს. ის უცხოეთში ლეგიონერებს აკვირდება, მეორე ნაკრებით კი ადგილობრივი კადრების შემოწმებაა შესაძლებელი. და რაც მთავარია - ამ ნაკრების სადავეები მის ხელში იქნება.
- მსგავსი რამ ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული - შვედეთში, დანიაში, რუსეთში, გერმანიაში... სხვათა შორის, ეგრეთწოდებული "დანიური დინამიტის" ძალას მეორე ნაკრების დაარსებას უკავშირებენ.
- დიახ, ბევრ ქვეყანაშია და ამიტომაც ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენთანაც გაამართლებს, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება. ჩვენ ამ ნაკრების იდეა ეროვნულ ჩემპიონატში მუშაობის ოთხწლიანმა გამოცდილებამ გვიკარნახა. ბევრი ფეხბურთელი სტიმულის გარეშე იკარგება, ვერ ვხედავთ მათ პოტენციალს...
- იდეის შესახებ ფეხბურთის ფედერაცია ინფორმირებულია?
- ჯერ არა, მაგრამ ბუნებრივია, შეიტყობს. ზვიად სიჭინავამ ხომ თქვა, რომ საინტერესო იდეებს მოისმენს. მგონი, ჩვენი იდეა უინტერესო არ უნდა იყოს.
ზაზა ზამთარაძე: - გერმანიაში "ტიმ 2006" მუნდიალისთვის ეროვნული გუნდის უკეთ მოსამზადებლად შექმნეს და გაამართლა. რა თქმა უნდა, იქ ძალიან მაღალი დონის მეორე ნაკრებისა, ბევრი საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენთანაც ბევრია ჩრდილში მოქცეული და ნიჭიერი მოთამაშე. საინტერესო იქნებოდა თამაში ეროვნულ გუნდთანაც. ამ შემთხვევაში საჭირო მუხტი გაჩნდება გულშემატკივრებშიც და ჩვენს უახლოეს რეზერვზე წარმოდგენა შეგვექმნება.
- ასეთ გუნდში ლეგიონერებიც მოიაზრებიან?
კიკნაძე: - რა თქმა უნდა. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არიან იგნორირებული აზერბაიჯანში მოთამაშე ლეგიონერები? მაინტერესებს, რა მდგომარეობაშია რეზო გეწაძე, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
- ქეცბაია თანახმაა, რომ ნაკრები თქვენ ჩაიბაროთ?
- ჩვენ იდეა შევთავაზეთ და არა - საკუთარი თავი.
- B ნაკრების შესაქმნელად და მისთვის ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად დამატებითი ფინანსებია საჭირო და დათანხმდება ფედერაცია?
დავით მუჯირი: - ფეხბურთი თუ გვინდა, ეს აუცილებელია, ფულიც უნდა მოიძებნოს.
კიკნაძე: - ფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. ეს ქეცბაიას მუშაობას გაუადვილებს. ჩემპიონატში ფეხბურთელის პოტენციალს ვერ შეაფასებ, საერთაშორისო მატჩი კი სხვა კრიტერიუმია.
ზამთარაძე: - გიორგის მოტივაცია და სტიმული ტყუილად არ უხსენებია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ასეთ შეხვედრებში კარგად ნაცნობ ფეხბურთელს სულ სხვაგვარად ათამაშებულს ნახავთ.
- კლუბები ფეხბურთელებს გამოუშვებენ?
- ეს ისევ კლუბისთვის იქნება კარგი, რომ მათ ფეხბურთელს საერთაშორისო მატჩებში რომ ითამაშებს. ამ ფეხბურთელის ტრანსფერის შანსიც იზრდება და კლუბი არ დაინტერესდება?
კიკნაძე: - კლუბებს ფეხბურთელის უცხოეთში გაყიდვის შანსი გაუჩნდებათ. მაგალითად, ბოსკამპმა კლუბების ნაკრები რომ ჩამოაყალიბა, "სამგურალიდან" მამუკა აფციაური მიიწვია და უკვე ერთ თვეში უცხოეთში წავიდა, არადა, ეს ის ფეხბურთელი იყო, რომელიც წლების განმავლობაში არ თამაშობდა.






ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი