მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-12
დინამოს რევანში სწყურია
დღეს 13 მაისია. 1981 წლის დიდი გამარჯვებიდან 29 წელი გავიდა. თითქმის მესამედი საუკუნე გვაშორებს თბილისის "დინამოს" ტრიუმფს - დღეს როცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ქართული საფეხბურთო სამყარო ამ თარიღს ყოველწლიურად აღნიშნავს და ამჯერადაც ასე იქნება. დღეს რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე თბილისის "დინამოსა" და ერევნის "არარატის" ვეტერან ფეხბურთელთა მატჩი გაიმართება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ამ მატჩის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. როგორც ვეტერან ფეხბურთელთა ფონდის თავკაცმა ვაჟა ჟვანიამ გვითხრა, ამ მატჩის ჩატარებისა და მთლიანად იუბილის აღნიშვნაში დიდი წვლილი შეიტანა სპორტის დეპარტამენტმა, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ და ყოფილმა ფეხბურთელმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ.
ერევნის "არარატი" დღეს ნაშუადღევს ჩამოვა თბილისში და სასტუმრო "ვარაზში" დაბინავდება. ხორენ ოგანესიანი, ბაბკენ მელიქიანი... სომეხი მეზობლები სამი თაობის ფეხბურთელებით მოდიან. ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში, ერევანში "არარატისა" და "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელთა მატჩი გაიმართა, რომელიც სომხებმა 5:4 მოიგეს. ჩვენი გუნდიდან გოლები ალექსანდრე ჩივაძემ, ვაჟა ჟვანიამ, ლევან ნოდიამ და გოჩა ჩიქოვანმა გაიტანეს. როგორც ჟვანიამ გვითხრა, ვეტერან დინამოელებს რევანში სწყურიათ და დღეს "არარატის" ძლევას გვპირდებიან.
ერევნელთა მსგავსად თბილისის "დინამოც" სხვადასხვა თაობის ვეტერანი ფეხბურთელებით იქნება წარმოდგენილი. ასე რომ მოედანზე ვიხილავთ ოთარ გაბელიას, ნოდარ ხიზანიშვილს, ალექსანდრე ჩივაძეს, მანუჩარ მაჩაიძეს, გოჩა ჩიქოვანს, მურთაზ შელიას, თენგიზ სულაქველიძეს, გოჩა ჯამარაულს, ვახტანგ კოპალეიშვილს, ლევან ნოდიას, მიხეილ ჯიშკარიანს, გია ფირცხალავას, ოთარ კორღალიძეს, ლევან ბარათაშვილს, ვაჟა ჟვანიას, დავით მუჯირს, ვახტანგ ქორიძესა და სხვა ფეხბურთელებს.






ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი