მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
მონდომებამ მოიგო
გაგრა-სპარტაკი 4-1
1:0 შ. კვანტალიანი (2. შარიქაძის პასით), 1:1 შონია (25. დეკანოიძის პასით), 2:1 შ. კვანტალიანი (37. შარიქაძის პასით), 3:1 ტყეშელაშვილი (73), 4:1 ოქრიაშვილი (87)
გაგრა: სტურუა - ზ. ჩხეტიანი, ტყეშელაშვილი, გაბუნია, ნ. ჯიშკარიანი - ხარაბაძე (46. კალანდაძე), ნაკონეჩნი, შარიქაძე, კობერიძე (65. ი. შალიკაშვილი) - ოქრიაშვილი, შ. კვანტალიანი (82. ოვონიკოკო).
სათადარიგოები: თევდორაძე, თ. შალიკაშვილი, პავლიაშვილი, გედენიძე.
სპარტაკი: ბათიაშვილი - მგალობლიშვილი, ბოიომო, გ. კვახაძე, ნინიკაშვილი (46. მაისურაძე) - მედ ნალო (46. ფოფხაძე), ჩივაძე, მგელაძე, შონია - დეკანოიძე - კლოვისი (77. ბუზალაძე).
სათადარიგოები: დაუშვილი, ხაჭვანი, კანდელაკი.
გაფრთხილება: მგალობლიშვილი (17), მგელაძე (38), ნ. ჯიშკარიანი (52)
არბიტრი: თ. გვანცელაძე
სეზონის ბოლოსწინა ტური გუშინ გლდანში გაიხსნა. წყვილის ფავორიტად ცხინვალის "სპარტაკი" იყო მიჩნეული. თუმცა ერთიც ფაქტია - მართალია, "გაგრა" უკვე გავარდნილია უმაღლესი ლიგიდან, მაგრამ ბოლო ტურებში ბევრად უკეთ ათამაშდა. გუშინ ანატოლი პისკოვეცის გუნდს დამატებითი მოტივაციაც ჰქონდა - როგორც გაირკვა, მომდევნო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის "სამტრედიას" ლიცენზია ჯერჯერობით არ აქვს. თუ კლუბმა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, პირველ ლიგაში მოუწევს დაქვეითება. მის ნაცვლად კი უმაღლესში ცხრილის მომდევნო გუნდი - "ლოკომოტივი" ან "გაგრა" - იასპარეზებს. ამ მატჩამდე "ლოკო" გაგრელებს 5 ქულით კი უსწრებდა, მაგრამ სხვაობა უკვე 2 ქულამდე შემცირდა. ვნახოთ, შეიცვლება თუ არა ამ დროისთვის არსებული სიტუაცია "ლოკომოტივისა" და "დინამოს" დღევანდელი მატჩის შემდეგ. ჯერჯერობით კი ფაქტი ერთია - ინტრიგამ და აუტსაიდერთა მოტივაციამ აშკარად მოიმატა.
ვიდრე მიმოხილვაზე გადავალთ, რამდენიმე საკითხზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. პირველი ისაა, რომ თამაშს მოსკოველი სტუმრები ესწრებოდნენ - კერძოდ, სპორტსმენთა ტრანსფერებზე მომუშავე ცნობილი სააგენტო "სპორტ ინვესტის" ერთ-ერთი ოფისის ხელმძღვანელი ოლეგ იაროვინსკი, რომელსაც ცხინვალის "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ შელია მასპინძლობდა. ბატონმა იაროვინსკიმ უბის წიგნაკში რაღაც ჩანაწერებსაც გააკეთა. მან უკვე დატოვა საქართველო, მანამდე კი "ლელოს" კითხვებს უპასუხა და ამ ინტერვიუს ერთ-ერთ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ. სიახლეა ისიც, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატს მატჩის დირექტორის რანგში დაუბრუნდა ჩვენი ყოფილი კოლეგა და უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია...
ახლა რაც შეეხება უშუალოდ მატჩს. ზემოთ ნახსენები ფაქტორების გამო, "გაგრა" "სპარტაკზე" მეტად იყო მოტივირებული და ეს თამაშის მსვლელობასაც დაეტყო. ცხინვალელებს მეტოქეზე უფრო დაღვინებული და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ მასპინძლებმა მეტად მოინდომეს და ეს დაუფასდათ კიდეც.
ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა - ლევან შარიქაძის პასი შალვა კვანტალიანმა გოლად აქცია - 1:0. მასპინძლები მინიმალურ სხვაობას არ დასჯერდნენ და 7 წუთში თორნიკე ოქრიაშვილმა გაისროლა - ბურთი სტუმართა მეკარე ზურაბ ბათიაშვილმა აიღო. მალე ცხინვალელებიც გამოცოცხლდნენ. სტუმართა რიგებში აშკარად გამოირჩეოდა 18 წლის ბესიკ დეკანოიძე. გამოჩნდა, რომ მას თამაშის "წაკითხვა" არ უჭირს, კარგი პასი აქვს და შეუძლია, შეტევაშიც უფრო პროდუქტიული გახდეს. როგორც გავიგეთ, ეს ფეხბურთელი ვიცე-პრეზიდენტ შელიას საჩხერის "ჩიხურაში" თამაშისას მოუვიდა თვალში და "სპარტაკში" წამოიყვანა...
მე-19 წუთზე დეკანოიძის დარტყმულს მასპინძელთა მცველი გადაეღობა, თორემ... 6 წუთში კი დეკანოიძე გოლის თანაავტორად მოგვევლინა - ჩინებული პასით თემურ შონია დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიშიც გათანაბრდა - 1:1.
ამ გოლის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ფსიქოლოგიური უპირატესობა სტუმართა მხარე იყო, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ერთი ეგ იყო, შონიამ ამოსცხო "მაკრატელა", მაგრამ ბურთი კარს გადააცილა. ტაიმის ბოლო ათ წუთში კვლავ მასპინძლებმა იძალეს - 37-ე წუთზე კვანტალიანის მორიგი გოლი ვნახეთ და ისევ შარიქაძის პასით, ოღონდ, შალვამ ამჯერად თავით გაიტანა, თანაც ოსტატურად და ეფექტურად - 2:1. შესვენებამდე ოთხი წუთით ადრე კი ოქრიაშვილმა, რომელიც გუშინ წინა ხაზზე იყო გამწესებული, ძლიერად დაარტყა და სტუმართა კარი გოლისგან ხარიხამ იხსნა.
შესვენებაზე "სპარტაკის" თავკაცმა გოჩა ჩიქოვანმა შეცვლებით სცადა გუნდის გამოცოცხლება, მაგრამ ამან გაგრელთა მონდომება ვერ გაანეიტრალა. 55-ე წუთზე ნიკა მაისურაძის საჯარიმო დარტყმას მასპინძელთა კიპერი ზვიად სტურუა გადაეფარა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სტურუა გუშინ დამაჯერებლად იცავდა კარს...
63-ე წუთზე დეკანოიძე დაემუქრა მასპინძლებს, მაგრამ ბურთი მცირედით ააცილა მიზანს. ათ წუთში კი "გაგრას" კაპიტან გიორგი ტყეშელაშვილის საჯარიმო დარტყმას მოჰყვა გოლი - 3:1. გავიდა ორი წუთი და ნიკა ჯიშკარიანმა საჯარიმოში კარგად მოძებნა კვანტალიანი, რომელსაც ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა.
ამას სტუმრებმა ორი გასროლით უპასუხეს, მაგრამ დეკანოიძისა და გიორგი ჩივაძის დარტყმებს შედეგი არ მოჰყოლია. მატჩის მიწურულს კიდევ ერთი გოლი ვიხილეთ. აქტიურმა ოქრიაშვილმა თავისი გასატანი მაინც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ
ვარლამ კილასონია (გაგრა, მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): "ყველა მატჩში ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან. მათგან სწორედ ამას ვითხოვთ და ასე იყო დღესაც. დღეს კმაყოფილები ვართ. საგოლე მომენტების რეალიზაცია, ქართული გუნდების სუსტი წერტილია, მაგრამ დღეს ამ კომპონენტში კარგად აგვეწყო საქმე და ეს იყო სწორედ გადამწყვეტი ფაქტორი".
გოჩა ჩიქოვანი (სპარტაკი): "შეცდომების გამო დავისაჯეთ. მეტი მონდომება და ყურადღებით თამაშია საჭირო... სეზონის დასრულების შემდეგ გუნდში არაერთი ცვლილება მოხდება და ეს ფეხბურთელებმაც კარგად იციან".





ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი