მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
ითამაშებს სამტრედია უმაღლესში?
ლიცენზირების კომიტეტმა სეზონი შეაჯამა და "სამტრედია" მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: უმაღლესლიგელი კლუბებიდან, მხოლოდ იმერლებმა ვერ მოახერხეს კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა 12 მაისამდე გუნდების განაცხადები განიხილა და დაადგინა: ევროთასებისთვის საჭირო ლიცენზია მოიპოვეს "ოლიმპმა", "დინამომ", "ზესტაფონმა", "ვიტ ჯორჯიამ", "გაგრამ" და "ლოკომოტივმა".
ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის ლიცენზია მიიღეს ზუგდიდის "ბაიამ", ცხინვალის "სპარტაკმა", ბოლნისის "სიონმა", "ტორპედო 2008-მ", ფოთის "კოლხეთმა" და საჩხერეს "ჩიხურამ". "სამტრედიის" მსგავსად, ბათუმის "დინამომ" და ლანჩხუთის "გურიამ" ულიცენზიოდ დარჩნენ, მაგრამ ფედერაციის აღმასკომში, ამ გადაწყვეტილების აპელაციის უფლება გააჩნიათ.
ამ გადაწყვეტილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ "სამტრედიის" საკითხია. გუნდმა, რომ იტყვიან, ჯიგრიანი ფეხბურთი აჩვენა და უმაღლეს ლიგას თავისი ხიბლიც შემატა, მაგრამ ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტის თავმჯდომარის რევაზ ლორთქიფანიძის თქმით, კლუბმა აუცილებელი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
- ბატონო რეზო, რატომ არ მიეცა "სამტრედიას" ეროვნული ლიცენზია?
- ჩვენი კომიტეტი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ლიცენზირების კომიტეტის დასკვნებს ეცნობა, რომელ კლუბში რა გაკეთდა, ვინ გააუმჯობესა მოთხოვნები და ვინ არა, ვის რა პრობლემა გააჩნია და ა.შ. შემდეგ, უეფას ლიცენზირების მოთხოვნის გათვალისწინებით წყდება, ვის მიეცეს ლიცენზია და ვის - არა. ეს ჩვენს შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. "სამტრედიის" უპირველესი პრობლემა გახდა ის, რომ მათი მთავარი მწვრთნელი ფლობს მხოლოდ B კატეგორიის ლიცენზიას და არა A-ს. სხვა მუხლების განხილვა ზედმეტი აღმოჩნდა, ეს ავტომატურად საკლუბო ლიცენზიაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამ პრობლემის თაობაზე კლუბი ინფორმირებული იყო, მაგრამ ვერ მოაგვარეს. თუ გახსოვთ, გერმანიის ნაკრებში ფრანც ბეკენბაუერიც ლიცენზიის გარეშე მუშაობდა და ოფიციალურად დირექტორის პოსტი ეკავა.
- ანუ მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებს?
- ეს არ ნიშნავს, რომ "სამტრედია" უმაღლესში ვერ ითამაშებს. ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას შეძლებს, მხოლოდ ევროთასებზე ვერ ითამაშებს, თუ გავიდა. ამ უფლებას ფედერაციის აღმასკომი გასცემს, რომელმაც სეზონის დაწყებამდე "სამტრედია" უმაღლესში ულიცენზიოდ დაუშვა. სხვათა შორის, უმაღლესიდან გავარდნილ კლუბებს - "გაგრასა" და "ლოკომოტივს", იმდენად მოწესრიგებული სტრუქტურები აღმოაჩნდათ, ევროპული ლიცენზიები მიიღეს.







ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი