მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
გურიის საფეხბურთო ცენტრი ლანჩხუთიაო...
გუშინ, ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში რიგით მე-13 დერბის ("გურია"-"მერცხალი" 6:1) შემდეგ გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ოფისი გაიხსნა. არადა, ამის მცდელობა არაერთხელ იყო და გურული ფეხბურთი ამას იმსახურებდა კიდეც...

თითქმის 13-წლიანი არსებობის განმავლობაში გურიის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციისთვის (გრფფ) ოფისის შეძენა ვერ მოხერხდა. ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა. ჯერ იყო და, ლანჩხუთში, სადაც გრფფ დაფუძნდა და 12 წელია ფუნქციონირებს, იგეგმებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ანალოგის გაკეთება (რა თქმა უნდა, შემცირებულ ზომებში). ფართობიც გამოყოფილი იყო, რაზეც გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რადგან კულუარული ინფორმაციით, გრფფ-ის ოფისის ლანჩხუთში გახსნის წინააღმდეგი იყო მხარის მაშინდელი გუბერნატორი კარლო გუჯაბიძე. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ განაცხადა - ფეხბურთის ფედერაცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ის სახელმწიფო დაყოფის პრინციპს არ გაითვალისწინებსო (გურიის საფეხბურთო ცენტრი ლანჩხუთია და ოფისიც ამ ქალაქში გაიხსნებაო). სამხარეო ადმინისტრაცია იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. ჟორდანიას სიტყვებს იმდროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წერილიც უმაგრებდა ზურგს...
ლანჩხუთური ფესვების მქონე ჟორდანიას ზემოხსენებული განცხადება ოზურგეთის საფეხბურთო საზოგადოებას არ მოეწონა (ამას ემატებოდა ისიც, რომ წინა წლებში გრფფ-ს ფაქტობრივად უყურადღებოდ ჰყავდა მიტოვებული ოზურგეთის ფეხბურთი) და პროტესტი იმით გამოხატა, რომ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე თანაკუთხელ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა. თუმცა ჟორდანიამ მაინც გაიმარჯვა და იმავე სეზონში "მერცხალის" უმაღლესი ლიგიდან გავარდნაში ოზურგეთელებმა სფფ-ის პრეზიდენტის გავლენიანი ხელი დაინახეს...
მართალია, ამ დროს გრფფ-ის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი, პარალელურად სფფ-ის აღმასკომის წევრი გულსუნდა (იმედო) დუნდუა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ როგორც ოზურგეთში ამბობდნენ, გრფფ ოზურგეთელთა მიმართ ყურადღებით არც დურმიშხან ჩხაიძის პრეზიდენტობის დროს გამოირჩეოდა. ამის მიზეზად არა აღნიშნული პირები, არამედ სფფ-ის პრეზიდენტ ჟორდანიას ზემოხსენებული განცხადება მიაჩნდათ. ამასთან, ცნობილი ფაქტია, რომ ჩხაიძეც და (განსაკუთრებით) დუნდუაც ჟორდანიას "კარზე", ფრიად მიღებული პერსონები გახლდნენ...
თუმცა ჩხაიძე ყოველთვის ახერხებდა, რომ ოზურგეთის საფეხბურთო სამყაროში დასაყრდენი ეპოვა. გურულ ფეხბურთთან ერთად დაყოფილი იყო ოზურგეთის ფეხბურთიც, ჩხაიძეც ხან ერთი ნაწილის მხარდაჭერას იღებდა, ხანაც - მეორის. და როცა ეს ვერ მოახერხა, თანამდებობის დატოვებაც მოუხდა.
რაც შეეხება ოფისის გახსნას: როგორც ვთქვით, ყველაფერი მზად იყო, პროექტიც არსებობდა, ფეხბურთის ფედერაციამ გაიმარჯვა უეფას მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში უნდა აშენებულიყო რეგიონული ოფისები და მოედნები. ეს უკანასკნელი ჟორდანიამ საკუთარი სახსრებით გააკეთა წინასაარჩევნო ეგიდით...
...და ამ დროს მოხდა "ვარდების რევოლუცია", რის შემდეგაც ჟორდანია ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დააპატიმრეს. ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო. მისმა შემცვლელმა ნოდარ ახალკაცმა კი პროექტის შეცვლა მოითხოვა - არანაირი ოფისი, მაგ ფულით ხელოვნურსაფრიანი მოედნები გავაკეთოთო!
გასულ წელს ფეხბურთის ფედერაცია დურმიშხან ჩხაიძეს ლანჩხუთში ოფისის შეძენას ჰპირდებოდა, მაგრამ მხოლოდ დაპირებად დარჩა. ახალკაცსა და კომპანიას ჩხაიძესთან "ძველი ანგარიშები" ჰქონდა და მხარი არა ახალკაცს, არამედ გიორგი ნემსაძეს დაუჭირა. ესეც გახდა გურული დაპირისპირებისა და განხეთქილების მიზეზი - ხმის დაკარგვის შიშით, ახალკაცმა ოზურგეთის ფეხბურთის რამდენიმე მესვეური გამოიყენა და უსაფუძვლო ბრალდებით გურიის რეგიონულმა ფედერაციამ არჩევნებში ხმა მთლიანად დაკარგა.
ასე გაჯანჯლდა გრფფ-ის ოფისის საქმე და დღეს უკვე ამ ორგანიზაციას საკუთარი ნავსაყუდელი აქვს. ფართი ქალაქ ლანჩხუთის პრესტიჟულ ადგილზე, ცენტრალური სკვერის მიმდებარედ შეიძინეს. გრფფ-ის დღევანდელმა პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ მოახერხა ოზურგეთისა და ჩოხატაურის ფეხბურთის მესვეურებთან საერთო ენის გამონახვა, რისი დასტური ისიც არის, რომ ის სისტემატურად ესწრება "მერცხალისა" და "ბახმაროს" მატჩებს.
ოფისის გახსნას არ დასწრებია ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა, ვისი დიდი დამსახურებაც არის, რომ გრფფ-ს ოფისი აქვს. სამაგიეროდ, გურიის საფეხბურთო საზოგადოება მთლიანად შეიკრიბა ლანჩხუთში. ლენტის გაჭრის პატივი კახა ებრალიძესთან ერთად ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს, პარალელურად გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ დავით პეტრიაშვილს ერგო. სწორედ ამ უკანასკნელის თავმჯდომარეობისას გაუჩნდა "გურიას" საბიუჯეტო დაფინანსება, თუმცა ამაში დიდი წვლილი ახლა შვებულებაში მყოფ გამგებელ გიორგი გოგუაძესაც მიუძღვის.
გრფფ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვინც გვერდით უდგას - ფეხბურთის ფედერაციით დაწყებული, გურიის სამხარეო ადმინისტრაციითა და ლანჩხუთის ხელმძღვანელობით გაგრძელებული, გურიის ფეხბურთის მესვეურებით დამთავრებული...








ავტორი:  თომა ჩალაძე სპეციალურად ლელოსთვის ლანჩხუთიდან


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი