მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
დინამოსთან ბევრჯერ არ მოგვიგია და ის გამარჯვება კარგად მახსოვს...რატომ აქვს ოჰანესიანის მანქანას თბილისის ნომრები?
გუშინწინ, 13 მაისს თბილისის "დინამოსა" და ერევნის "არარატის" ვეტერან ფეხბურთელთა მატჩი გაიმართა. სტუმართა გუნდში არაერთი გამორჩეული ფიგურა იყო, მაგრამ რესპონდენტად ხორენ ოჰანესიანი შევარჩიეთ. საუბარი კი "დინამოს" ვეტერანებთან მატჩით დავიწყეთ.

- 13 მაისი ქართული საფეხბურთო სამყაროსა და მთლიანად თქვენი ქვეყნისთვის მართლაც, რომ ღირსახსოვარი თარიღია. 1981 წელს, თბილისის "დინამომ" ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტიტული, თასების თასის მოიპოვა და საქართველო ყოველწლიურად ზეიმით აღნიშნავს ამ ტრიუმფს. გულით მინდა, რომ ამ თარიღს მალე სხვა დიდი წარმატებებიც შეემატოს. ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყვნენ ტალანტები, ახლაც გყავთ გამორჩეული ფეხბურთელები და ვფიქრობ, დიდი დრო არ დაგჭირდებათ საიმისოდ, რომ ქართულმა ფეხბურთმა საერთაშორისო არენაზე ხმაურიან წარმატებას მიაღწიოს. კლუბმა თუ არა, ნაკრებმა მაინც გაახაროს გულშემატკივარი ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლით, ეს დიდი წარმატება იქნება.
- ამისათვის გარკვეული საფუძველია საჭირო, ქართული ფეხბურთი კი დღეს აღმავლობის გზაზე არ არის...
- ეს გასაგებია, მეტ-ნაკლები პრობლემა ყველას გვაქვს, მათ შორის ქართულ ფეხბურთსაც, მაგრამ საფუძველი არის და ეს ქართული ფეხბურთის მდიდარი წარსულია, ამ მდიდარ ისტორიას ვერავინ წაშლის. ფეხბურთის ნიჭი გაქვთ, ინფრასტრუქტურაა საჭირო, ჭკვიანური მუშაობა, რომელიც ქართველებს გეხერხებათ, ცოტა გამართლებაც და შედეგიც უკეთესი გექნებათ.
- რუსთავში გამართულ მატჩზე რას გვეტყოდით?
- "დინამოს" ეს "ოქროს თაობა" ყველა ჩემი უახლოესი მეგობარია. ხშირად ვეხმიანებით და ვთამაშობთ ვეტერანები ერთმანეთთან. დასანანია, რომ ამ თაობას გამორჩეული წარმომადგენლები გამოაკლდნენ, დათო ყიფიანი, ვიტალი დარასელია, გივი ნოდია, ნოდარ ახალკაცი.
- ერევანში "დინამო" დაამარცხეთ და მაშინ უთქვამთ, საქართველოში ჩვენ უნდა მოვიგოთო. დინამოელებიდან ვინ დაგამახსოვრათ თავი, ასაკის მიუხედავად, ვინ არის კარგ ფორმაში?
- ვეტერანები ზოგჯერ მოილაპარაკებენ ხოლმე და ფრეზე იყრებიან. ჩვენ სუფთად ვითამაშეთ ერევანშიც და რუსთავშიც. ორივე მატჩი ძლიერმა მოიგო... რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ყველა კარგ ფორმაშია. ყველამ ბევრი იმუშავა მოედანზე და ისიც აღსანიშნავია, რომ ტექნიკის დემონსტრირებაც აჩვენეს თქვენმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა. ნიჭის დემონსტრირება კი მესამე ტაიმში, საზეიმო ბანკეტზე იყო...
- სომხეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში გამორჩეული ფიგურა ხართ. საბჭოთა ნაკრებში 5 წელი თამაშობდით, ჩემპიონატში გამორჩეული იყავით, მერე ეროვნულ ნაკრებშიც მუშაობდით. მდიდარი წარსული გაქვთ და კმაყოფილი უნდა იყოთ. ყველაზე უკეთ რა გახსენდებათ?
- ჩემი კარიერით მართლაც კმაყოფილი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ გამორჩეული ფეხბურთელების გვერდით გამორჩეულად ვითამაშე. კარგი გუნდი გვყავდა საბჭოთა ნაკრებში - ქართველებთან, უკრაინელებთან, რუსებთან, ერთად მეგობრული კოლექტივი გვქონდა. 1976 წელს ახალგაზრდული ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონები გავხდით. 1979-84 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვასპარეზობდი. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დავიკავეთ. 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ. დინამოელებიდან ნაკრებ გუნდებში მითამაშია ჩივაძის, სულაქველიძის, შენგელიას, ჩელებაძის, დარასელიას, გუცაევის მხარდამხარ...
- საბჭოური პირველობისას "დინამოსა" და "არარატს" შორის მატჩები, სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ყოველთვის დაძაბული და პრინციპიული იყო. თბილისელთა წინააღმდეგ ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ?
- ჩვენი მატჩები ერევანსა თუ თბილისში ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობდა, ტრიბუნაზე ტევა არ იყო ხოლმე. მოედანზე მეტოქეები ვიყავით, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მეგობრები... რაც შეეხება კითხვას, 1981 წელს, იმ სეზონში, როცა "დინამომ" თასების თასი მოიპოვა, მარტში ერევანში სათასო მატჩი 2:1 მოვუგეთ... "დინამო" ბევრჯერ არ გვყავს დამარცხებული და ეს მოგება დამამახსოვრდა.
- "დინამოდან" ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- ასეთი არაერთი იყო, ჩივაძე, სულაქველიძე, ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, კოსტავა... რომელი ერთი ჩამოვთვალო. ვარსკვლავი ბევრი გყავდათ, ყიფიანი ფენომენი იყო, გუცაევი, შენგელია, გაბელია...
- საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობიდან, ყველაზე მეტად რომელი მატჩი ან თამაშები დაგამახსოვრდათ?
- ასეთი არაერთია, მაგრამ ერთს გამოვყოფდი. 1981 და 1982 წელს არგენტინაში ორი მატჩი ვითამაშეთ და ორივეჯერ 1:1 დავამთავრეთ. ორივე შეხვედრა დასამახსოვრებელია. ჩვენი გუნდიდან ორივე შეხვედრაში მე გავიტანე თითო გოლი. 1981 წლის მატჩი უფრო კარგად დამამახსოვრდა. მატჩის შემდეგ ტაბლოზე მხოლოდ ორი გვარი ეწერა, ოჰანესიანი და მარადონა... (იცინის) ეს საერთო მაინც მაქვს ფეხბურთის უგვირგვინო მეფესთან...
- კარგი, თანამედროვეობას დავუბრუნდეთ. დღეს რა ვითარებაა სომხურ ფეხბურთში? ერთი ხანობა ეროვნულ გუნდში მუშაობდით, მერე ჩემპიონ "პიუნიკში", დღეისათვის სომხურ ფეხბურთში თუ ხართ დასაქმებული და რა ფუნქციას ასრულებთ?
- 1996-97 წლებში ეროვნულ ნაკრებში ვიყავი. 2000-06 წლებში კი ერევნის "პიუნიკის" სელექციონერად ვმუშაობდი. ახლა სომხურ ფეხბურთში აღარ ვსაქმიანობ, მთლიანად შვილზე ვარ გადართული. ჩემი ვაჟი პირეოსის "ოლიმპიაკოსშია" და მეც თითქმის საბერძნეთში ვცხოვრობ.
- შარშან "ოლიმპიაკოსს" თემურ ქეცბაია წვრთნიდა, თქვენი ვაჟი მაშინაც ამ გუნდში იყო?
- ჩემი შვილი მაშინ სხვა ბერძნულ გუნდში იყო განათხოვრებული. 2006 წელს, გარკვეული პერიოდი მეც ვმუშაობდი "ოლიმპიაკოსში" სელექციონერად. ჩემს ვაჟს კონტრაქტის ვადა ამოეწურა, სხვა გუნდში აპირებს კარიერის გაგრძელებას და ვნახოთ.
- სომხურ ფეხბურთში არაერთი პრობლემა დაგროვდა...
- სამწუხაროდ, ჩვენს ფეხბურთშიც რეგრესია. პრობლემა ჩვენც ბევრი გვაქვს, ნელ-ნელა ვცდილობთ მოვაგვაროთ და ვნახოთ, იმედი მაქვს, უკეთესობა იქნება.
- გავიგე, თქვენს ავტომობილს თბილისის ნომრები ჰქონია, მართალია?
- კი, ეგრეა. XOR 008.
- რატომ?
- ორი ავტომობილი მყავს ერთს ერევნის ნომრები აქვს, მეორეს - თბილისის. რატომ? ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ამით მათდამი პატივისცემას გამოვხატავ.
- ფეხბურთის სტაჟიან ქომაგებს შორის ხშირად არის დავა-კამათი და თქვენც მინდა გკითხოთ. ფეხბურთი დღეს უფრო სანახაობრივია თუ ადრე უკეთესი იყო?
- ფეხბურთი უფრო სწრაფი გახდა, მაგრამ სანახაობრივი მხარე არ დაუკარგავს... მოდი, ასე გიპასუხებთ, ფეხბურთი ადრეც იყო სანახაობა და ახლაც არის.
- თანამედროვე ფეხბურთში ვის მიიჩნევთ გამორჩეულად?
- ულაპარაკოდ ლიონელ მესის დავასახელებდი.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე რომელ ნაკრებს უქომაგებთ?
- რომელიმე სამხრეთული ფეხბურთის მიმდევარ გუნდს. ამაზე ჯერ არ მიფიქრია. დავფიქრდები და გადავწყვეტ.






ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი