მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
ხერგიანი ისევ მწვერვალზეა
ქართველმა სამბისტები წარმატებით ჩაებნენ მინსკში გუშინ დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში - უშანგი კუზანაშვილი (52) და ნესტორ ხერგიანი (62) კონტინენტის ჩემპიონები გახდნენ, კახა მამულაშვილმა (74) და დავით კარბელაშვილმა (90) კი ფინალები წააგეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ გუშინ სტარტზე ხუთი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავიდნენ და ოლეგ იაძის შეგირდებს 100-პროცენტიან შედეგამდე სულ ცოტა დააკლდათ, თუმცა ესეც მშვენიერი მაჩვენებელია.
სამწუხაროდ, სამბოს ევროპული თუ წამყვანი ქვეყნების ფედერაციებს ინფორმაციის ოპერატიულად განთავსებით არც ამჯერად შეუწუხებიათ თავი და ტურნირის პერიპეტიებზე დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის პრესსამსახურის დახმარებით კი მხოლოდ იმის გაგება შევძელით, რომ კუზანაშვილმა ტოლობეკ ბეკეტოვი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ევროპის ჩემპიონისაც დაუმატა. ხერგიანმა მოლდოველ ნაკუ ოქტავიანუს მოუგო, კარბელაშვილი ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფალავანთან, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ალსიმ ჩერნოსკულოვთან დამარცხდა, მამულაშვილმა კი უკრაინელ დიმიტრი ბაბიიჩუკთან წააგო.
ცხადია, ყველას წარმატება გასახარია, მაგრამ ხერგიანის მიღწევა მაინც განსაკუთრებულია. მან კარიერა სწორედ სამბოში დაიწყო, ახლა კი სახელოვანი ვეტერანი 35 წლის ასაკშიც აგრძელებს უაღრესად ტიტულოვან კარიერას.
დღეს მინსკში ჩვენი გუნდიდან ამირან პაპინაშვილი (57), ნიკოლოზ კუცია (82) და მირიან პავლიაშვილი (100) იჭიდავებენ.






ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი