მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
ევროპის ჩემპიონატი ქუთაისში?
ბალახის ჰოკეიში საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახლახანს ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, სადაც მისი მეტოქეები აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი, ამ ქვეყნის 21, 19 და 16 წლამდე ნაკრებები და კლუბი "სუმგაითი" იყო. პირველი შეხვედრა ქართველმა გოგონებმა აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართეს და 0:5 დამარცხდნენ. მომდევნო დღეს ჩვენები 19-წლამდელთა ნაკრებს შეხვდნენ და 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი ნანა სოხაძემ გაიტანა. მომდევნო მატჩში აზერბაიჯანის 16 წლამდე ნაკრებს სოხაძემ 6 ბურთი გაუტანა, ამას, გორგაძის(2), გორგასლიძისა და გელაშვილის გოლები დაემატა და საქართველოს ნაკრებმა 10:0 გაიმარჯვა. მეოთხე შეხვედრა ქართველმა გოგონებმა აზერბაიჯანის ახალგაზრდულ (21-წლამდე) ნაკრებთან გამართეს და 1:2 დამარცხდნენ. ბოლო მატჩში კი "სუმგაითს" დაუზავდნენ 1:1.
აზერბაიჯანულ ვოიაჟზე და სხვა საინტერესო სიახლეებზე საქართველოს ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ თევდორაძე გვესაუბრა:
"ბაქოს ტურნირზე საქართველოს ნაკრების რიგებში პირველად ითამაშა ბარსელონას "ოლიმპიის" ქართველმა ლეგიონერმა ქეთი გორგაძემ, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა და ოფიციალურ შეხვედრებშიც მოვიწვევთ. კარგად ითამაშეს ბელა სიმსივემ, ბელა ბასილაძემ და ნინო მათითაიშვილმა. აზერბაიჯანში ნაკრების შეთამაშების საშუალება მოგვეცა. დიდი შანსია, რომ ინდორ ჰოკეიში მესამე რანგის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატს (ჩჰალლანგე ჩუპ), რომელიც მომავალი წლის 25-27 თებერვალსაა დაგეგმილი, საქართველომ უმასპინძლოს. ჩვენი კონკურენტები ირლანდია და ჩეხეთი არიან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპის ჰოკეის ფედერაციამ არჩევანი ჩვენზე შეაჩეროს. ტურნირის ჩასატარებლად მათ ქუთაისის სპორტის სასახლე შევთავაზეთ და 5 ივნისს საბოლოო პასუხს ველოდებით... გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ 28 ივნისიდან ბათუმში ჩატარდება მწვრთნელთა ოთხდღიანი სემინარი, რომელსაც უცხოელი სპეციალისტები ჩაატარებენ..."







ავტორი:  დავით კოხრეიძე


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი