მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
ქართველი დიდი ჩემპიონის პირისპირ
მოხდა ის, რისაც ყველაზე მეტად გვეშინოდა - ზედიზედ ოთხი ჩემპიონის დამმარცხებელმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) სათანადოდ ვერ შეაფასა პირველი მაეგაშირა ტოიონოშიმა, რომელიც აქამდე მოუგებლად ასპარეზობდა, და 22 სანტიმეტრით დაბალ მეტოქესთან იორიკირის ილეთით წააგო. ტოჩინოშინმა ვერ შეძლო "მუშა" ცაციათი მეტოქის მავაშის დაჭერა, თუმცა ეს მარჯვენა ხელით მოახერხა. იაპონელმა შეძლო ხელის დახსნა, ინიციატივასაც დაეუფლა და ქართველი მე-2 მაეგაშირა დოჰიოდან გაიყვანა. ტოჩინოშინს 4-2 ბალანსი აქვს, ასეთი ჩავარდნებით კი იმპერატორის თასისთვის ბრძოლა არ გამოვა.
დღეს ყველაზე საინტერესო ბრძოლა გველის, 22 წლის ქართველი დოჰიოზე დიდი ჩემპიონის პირისპირ დადგება. ჰაკუჰო 6-0 ბალანსით ერთ-ერთი ლიდერია, ოთხი თვეა, ანუ 23 ორთაბრძოლაა, დიდ მონღოლს არ წაუგია. ტოჩინოშინი სამჯერ შეხვდა დიდ ჩემპიონს და სამივეჯერ (ყოველთვის სხვადასხვა ილეთით) წააგო. ტოკიოში ამ შეხვედრის წინ დიდი აჟიოტაჟია, ბევრი ელის ქართულ სენსაციას...
დასავლეთის მე-6 მაეგაშირა კოკაი (ლევან ცაგურია), როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ მოემზადა ნაცუ ბაშოსთვის. გუშინ "შავმა ზღვამ" მე-4 მარცხი იგემა. მისი მეტოქე მე-4 მაეგაშირა კიტატაიკი იყო, იაპონელი იორიკირით მიაწვა მეტოქეს, კოკაიმ თითქოს შეძლო თავის დაცვა, მაგრამ უნებურად ფეხი რკალს მიღმა დააბიჯა. კოკაის 2-4 ბალანსი აქვს, მას სამ მარცხზე მეტის უფლება აღარ დარჩა.
"შავი ზღვა" დღეს მე-9 მაეგაშირა ტოსაიუტაკას შეერკინება. 25 წლის იაპონელს ჩვენებური აქამდე ოთხჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ მოუგო. სხვათა შორის, კოკაის მიერ ასასეკირიუს დამარცხება (მე-5 დღე) ჯერჯერობით მაისის ბაშოს ყველაზე ლამაზ ორთაბრძოლად აღიარეს.
სამაგიეროდ, გვახარებს გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), დიდი შანსია, ივლისის ბაშოზე ელიტაში ყველაზე მძიმეც (ყველაზე ახალგაზრდა ტოჩინოშინია) ქართველი სუმოისტი იყოს - 202-კილოგრამიანმა გაგამარუმ ორიოდ წამში გაისროლა რკალიდან ძურიოს მეორე ნომერი კოტოკასუგა. გაგამარუს 5-1 ბალანსი აქვს და სამი მოგებაღა აშორებს მაკუუჩის დივიზიონის საგზურს.
დღეს გაგამარუ ნაცუ ბაშოზე უმაღლეს დივიზიონში მეორედ იჭიდავებს, მისი მეტოქე მე-14 მაეგაშირა ტოჩინონადაა. 36 წლის ტოჩინონადა ძალზე გამოცდილი რიკიშია, 1997 წელს ის სეკივაკეს ტიტულს ფლობდა. გაგამარუ ტოჩინონადას პირველად მარტის ბაშოზე შეხვდა და იორიკირით მოუგო.
ნაცუ ბაშოზე დაუმარცხებელთა სიას ახლა ოსი რიკიში არანი (მე-10 მაეგაშირა) გამოაკლდა. ასე რომ, ლიდერი სამია - 6-6 მოგებით წინ ჰაკუჰო, ბარუტო და შიმოტორი გაიჭრენ. ჰაკუჰოს გამარჯვება იოლად შეხვდა, მან წამებში გაიყვანა დოჰიოდან მესამე მაეგაშირა ვაკანოსატო. ბარუტოს კი კვლავ დიდი ბრძოლა გადახდა, სხვანაირად შეუძლებელიც იყო - "მატადორი" ამინიშიკი თავისი შეუპოვარი ხასიათით გამოირჩევა, იაპონელს სულ ცოტა დააკლდა მიზნამდე, მან, უბრალოდ, ბოლო მომენტში წონასწორობა დაკარგა, თორემ ესტონელ ოძეკის პირველი მარცხი ელოდა.
ისევ ტოჩინოშინს და მის მიღწევას დავუბრუნდეთ - ქართველი ისტორიაში მეორე სუმოისტია (სეკივაკეზე დაბალი რანგისა), რომელმაც შეძლო ზედიზედ 4 ოძეკის (ჩემპიონი) დამარცხება. 23 წლის წინათ რეკორდი მასურაომ დაამყარა, რომელიც ლევანმა გაიმეორა. მოგეხსენებათ, ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში სპონსორები ფინანსურ პრიზებს (კენშო) აწესებენ. ტოჩინოშინმა 4 გამარჯვებაში უკვე მიითვალა 10 კენშოს ტოლფასი 550 ათასი იაპონური იენი (დაახლოებით, 6 ათასი დოლარი). ყველაზე მეტი, 106 კენშო (6 მოგებაში) ჰაკუჰომ მიიღო, რაც დაახლოებით 60 ათასი დოლარია.
მაკუუჩი
VI დღე: ჰაკუჰო-ვაკანოსატო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-მიაბიამა (ჰატაკიკომი), კაკურიუ-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), კოტომიცუკი-ჰომაშო (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კაიო (იორიკირი), ბარუტო-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ტოჩიოძანი (სუკუინაგე), ტოიონოშიმა-ტოჩინოშინი (იორიკირი), ასასეკირიუ-ტამავაში (იორიტაოში), კიტატაიკი-კოკაი (იორიკირი), ჰაკუბა-ტოიოჰიბიკი (ტოტარი), გოეიდო-ტოკიტენკუ (იორიკირი), კიოკუტენჰო-ოკინოუმი (უვატენაგე), ტოკუსეგავა-კაკიძოე (უვატედაშინაგე), ტოსაიუტაკა-არანი (იორიკირი), მოკონამი-კიმურაიამა (შიტატედაშინაგე), ტაკეკაძე-ვაკაკოიუ (ოშიდაში), ტაკამისაკარი-ტამანოშიმა (იორიკირი), შიმოტორი-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ტოჩინონადა-ჰოკუტორიკი (ოშიდაში), კორიუ-ჩიოჰაკუჰო (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა: 6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), შიმოტორი (მაეგაშირა 15). 5-1: ასასეკირიუ (მ 4), ჰაკუბა (მ 5), არანი (მ 10), მოკონამი (მ 11)... 4-2: ტოჩინოშინი (მ 2)... 2-4: კოკაი (მ 6).
ძურიო
მნიშვნელოვანი ბრძოლები: გაგამარუ-კოტოკასუგა (იორიკირი), საგაცუკასა-ტამაასუკა (ცუკიოტოში), სოკოკურაი-შოტენრო (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა: 6-0: დაიდო (ძურიო 8). 5-1: გაგამარუ (ძ 1), კიოსეუმი (ძ 10), მაცუტანი (ძ 12).







ავტორი:  ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი