მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
ბედინაძემ ჭიდაობისკენ მოიხედა
ბოლო ხანებში ქართულ საჭიდაო სამყაროში სულ უფრო გახშირდა ლაპარაკი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ დავით ბედინაძის (60) სპორტულ კარიერასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სახელოვან ფალავანს პეკინის ოლიმპიადის შემდეგ არსად უჭიდავია, ახლა კი ისევ აპირებს დაბრუნებას. ყოველ შემთხვევაში, საამისოდ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - საჭიდაო ატმოსფეროს დაუბრუნდა. უკვე რამდენიმე დღეა, ის დუშეთში იმყოფება ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად, რომელსაც მისი პირადი მწვრთნელი ვაჟა კრავეიშვილი წვრთნის. შეგირდის დუშეთში წაყვანაც აღმზრდელის იდეა იყო, რითაც უფრო შესაფერისი ნიადაგი შეუქმნა სპორტში მის დაბრუნებას, რადგან ნიჭიერი მოსწავლე თვალწინ ეყოლება და ყურადღებასაც უფრო მეტად მიაქცევს. ბედინაძე დუშეთში ვარჯიშობს და თანდათან ემზადება კარიერის გასაგრძელებლად, თუმცა ჯერ გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება. გაცდენილ პერიოდთან და განწყობის პრობლემებთან ერთად გასათვალისწინებელია წონაც, რომელიც ამ უქმობის პერიოდში მოემატა მსოფლიოს ჩემპიონს - ის უკვე 70 კილოგრამს გადასცდა და მშობლიურ 60-ში დაბრუნება გაუჭირდება. თუმცა კრავეიშვილი ამას შეუძლებლად არ მიიჩნევს, მაგრამ უფრო რეალური 66-ში გადაბარგება ჩანს. იქ მას ძლიერი კონკურენცია დახვდება, თუმცა მისი ნიჭიერება იძლევა იმის გარანტიას, რომ იქაც შეძლებს დამკვიდრებას და წარმატებების მოპოვებას. თან 66-ის ახლანდელ ლიდერს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ მანუჩარ ცხადაიას ამ ბოლო ხანს თვალი ხშირად გაურბის 74-ისკენ და არაა გამორიცხული, დროთა განმავლობაში იქ გადაინაცვლოს.
დავით ბედინაძემ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ტურნირში მოიპოვა მედალი - 2005 წელს ევროპის პირველობაზე მესამეზე გავიდა და არც მერე შეურცხვენია თავი. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ ზედიზედ ორჯერ იჭიდავა მსოფლიოს პირველობის ფინალში. მათგან ერთი წააგო, მეორე კი მოიგო. ის პეკინშიც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონად ჩავიდა და იქაც ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ აგვისტოს ომმა ყველა იმედი შეიწირა. ბედინაძე ოლიმპიადაზე ქართველთაგან ერთ-ერთი პირველი გამოდიოდა, თორემ იქნებ იქაც ეთქვა თავისი სათქმელი, მაგრამ იმ გაურკვევლობაში დაზარალდა. მოგეხსენებათ, მაშინ ჩვენი დელეგაცია პროტესტის ნიშნად თამაშების მიტოვებასაც აპირებდა და სპორტსმენებსაც ასე გამოუცხადეს, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შეცვალეს და დარჩნენ, ბედინაძეს კი წონის დასაკლებად ათმაგი ჯაფა დაადგა. ამ დაძაბულობამ თავისი დაღი დაასვა და ისედაც ძლიერ ბულგარელ არმენ ნაზარიანთან შესახვედრად სათანადოდ ვერ მოემზადა.
ბედინაძეს კვლავაც ბევრის გაკეთება შეუძლია, თუ რეალურად დაბრუნდება და ძველებურად მუყაითად ივარჯიშებს. ამაში მას ყველა დაეხმარება და ხელს შეუწყობს. მაგალითად, ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ სინანულით მითხრა, რომ ბაქოში მსოფლიოს პირველობაზე გამარჯვების შემდეგ მისგან კიდევ ბევრ წარმატებას ელოდა. და მაინც, ვფიქრობთ, ცოტა მეტი გულისხმიერება ჭიდაობისა თუ სპორტის მმართველთა მხრიდან, ცოტა მეტი ადამიანური თანადგომა და ბედინაძე არა მარტო დაბრუნდება, წარმატებებითაც გაგვახარებს. ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და ძალზე ნიჭიერი საიმისოდ, რათა ქომაგთა ოპტიმიზმი გაამართლოს.
გვჯერა, ასეც მოხდება.







ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი