მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
პოზნანში სინგაპურისთვის გაირჯებიან
21-23 მაისს პოლონური პოზნანი მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველი ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. იქ საქართველოდან "თავისუფალთა" ტურნირში ბექა ბუჯიაშვილი (46), ლაშა ბიტარაშვილი (54), ირაკლი მოსიძე (63), იაკობ პეტრიაშვილი (76) და გენო პეტრიაშვილი (100) იჭიდავებენ, ბერძნულ-რომაულში კი ედნარ შავაძე (42), შმაგი ბოლქვაძე (50), რამაზ სურმანიძე (58), მათე ბერიძე (69) და აკაკი კანდელაკი (85) გამოვლენ.
წონით კატეგორიებს ჭიდაობის ფედერაცია არჩევს, რომელმაც ვაჟთა ორივე სახეობაში თითო წონის გამოტოვებით დაადგინაშემადგენლობა, ანუ ის წონები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ბერძნულ-რომაულში, თავისუფალში დაუშვეს და პირიქით. ამდენად, ჭაბუკთა ათი წონითი კატეგორია ნაკრებებში ხუთ-ხუთად გადანაწილდა, თუმცა თამაშებში გამოსვლის უფლებას მხოლოდ ორი მიიღებს, ანუ ქვეყნიდან ოთხი კაცი. სინგაპურის ლიცენზიას პოლონეთში მხოლოდ ფინალში გასვლა იძლევა, თუმცა გარანტია ესეც არაა - როგორც გითხარით, ქვეყნიდან მხოლოდ ორი კაცია დაშვებული. იმ შემთხვევაში, თუ ფინალებში ერთი ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელი გავიდა, მაშინ სინგაპურში წასაყვან დუეტს მწვრთნელები შეარჩევენ. საკვალიფიკაციო ტურნირების შემდეგ გამოვლენილ კონტინგენტს დაემატებიან მასპინძელი მხარის საერთაშორისო ფედერაციის მიერ "ველური ბარათით" შერჩეული 14 ფალავანი.
ჩვენი გუნდებიდან ყველა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია ჭაბუკებში და მწვრთნელებმაც ამიტომ შეარჩიეს. ამჟამად ორივე ნაკრები დუშეთში გადის შეკრებას, პოლონეთში კი 19 მაისს გაფრინდებიან.
ეს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირია ამ თამაშებისთვის - სხვა კონტინენტებზე ადრე ჩატარდა, თუმცა ყველაზე მეტი მონაწილე ევროპას ეყოლება - მასზე უფრო მეტი კვოტაა გამოყოფილი. ასე მაგალითად: თავისუფალ ჭიდაობაში ევროპას და ამერიკას ქვეყნიდან ორ-ორი მონაწილის გაყვანის ნება ეძლევათ, აზიას, აფრიკას და ოკეანეთს - მხოლოდ თითოსი. ბერძნულ-რომაულში საქმე სხვაგვარადაა - აქ ორ-ორი კვოტა ევროპასა და აზიაზეა გათვალისწინებული, ამერიკასა და აფრიკაზე - თითო, ოკეანეთზე კი საერთოდ არაა გამოყოფილი. ასეთი დაყოფა კონკრეტულ კონტინენტებზე ჭიდაობის ამა თუ იმ სტილის განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარეობს - ამერიკაში თავისუფალი ჭიდაობა ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე - ბერძნულ-რომაული, აზიაში - პირიქით. აი, ოკეანეთის რეგიონში (ცნობისთვის - ავსტრალიაც აქ შედის) დიდად პოპულარული არც ერთია და არაც მეორე (სიდნეის ოლიმპიადის შემდეგ იქ საჭიდაოდ ჩვენი ფალავნები კი დარჩნენ, მაგრამ მათ უკვე დაანებეს თავი სპორტს), თუმცა ეტყობა, "თავისუფალი" რაღაც დონეზე მაინც აქვთ და საერთაშორისო ფედერაციამაც ასე გადაწყვიტა. საერთოდ, ეს ორგანიზაცია ჭიდაობის პოპულარიზაციის მიზნით მსგავს რეგიონებს აქტიურად ეხმარება - ქმნის მათთვის რეგიონულ ცენტრებს, სადაც იწვევენ უცხოელ სპეციალისტებს, იქაური მწვრთნელებისთვის ატარებს სემინარებს... სასიამოვნო ფაქტია, რომ ყველა მსგავს ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი მწვრთნელები. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ სენეგალში ვლადიმერ იაშვილი მუშაობდა. ის ცენტრი განკუთვნილი იყო ამ აფრიკული რეგიონის ქვეყნებისთვის, სადაც მოკრიბეს შედარებით პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ხარჯებით ზემოაღნიშნულ ცენტრში ცხოვრობდნენ. ასევე იყვნენ მწვრთნელებიც. მსგავსი ცენტრები შექმნეს აფრიკის სხვა ნაწილშიც და სხვა კონტინენტებზეც. შემოდგომაზე ინდოეთში იქაურ მწვრთნელთათვის ჩატარებულ სემინარში თეორიულ მეცადინეობებს გია გალდავა ატარებდა. აქ არაფერს ვამბობთ სხვადასხვა ქვეყნაში სამუშაოდ წასულ ქართველ მწვრთნელებზე. იმავე ინდოეთში "თავისუფალთა" ნაკრებში ვლადიმერ მესტვირიშვილი მუშაობს, ბერძენ-რომაელებში - ემზარ მახარაძე, ქალთა ნაკრებში - როინ დობორჯგინიძე...
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ პოზნანის ტურნირს, სადაც 21-ში "თავისუფლები" იჭიდავებენ, 22-ში - ბერძენ-რომაელები, ტურნირს კი 23-ში გოგოები დაასრულებენ.








ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი