მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
ვინ დარჩება დაუმარცხებელი, აია თუ ლოკომოტივი?
საქართველოს ჩემპიონატს დღესდღეობით ორი ლიდერი ჰყავს. გათამაშების სატურნირო ცხრილს სათავეში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე გუნდები თბილისის "ლოკომოტივი" და ქუთაისის "აია" დაუმარცხებლად უდგანან. ამ გუნდებს მეექვსე ტურში საკმაოდ ძნელი ბრძოლების გადატანა მოუწევთ და გამორიცხული არ არის ერთ-ერთმა, ან სულაც ორივემ ფარ-ხმალი დაყაროს.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რკინიგზელთა დაპირისპირება თბილისის "ვისოლი-ყოჩებთან", რომელიც ლიდერებს კვალში უდგას. "ლოკომოტივმა", როგორც უკვე ვთქვით, ყველა, ოთხივე შეხვედრა მოიგო, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მას ჩემპიონობის სავარაუდო პრეტენდენტებთან (ლელო, აია, ვისოლი/ყოჩები) ჯერ არ უთამაშია.
"ლოკომოტივს" ყველაზე მეტად პირველ ტურში, თბილისის "აკადემიასთან" გაუჭირდა. რკინიგზელებმა ეს მატჩი სულ რაღაც ორი ქულით - 12:10 მოიგეს. დანარჩენ სამ შეხვედრაში კი ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს, ფაქტობრივად, პრობლემა არ შეჰქმნია.
"ვისოლი-ყოჩებმა" ჩემპიონატი მარცხით კი დაიწყო, მაგრამ მერე ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, მათ ქვყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელის, "ლელოს" წელიწადნახევრიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, რაც თავისთავად მეტყველებს, "ვისოლი/ყოჩების" დიდ პოტენციალსა და ამბიციების საფუძვლიანობაზე.
თამაში, რომელიც ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე 17 საათზე დაიწყება, ვფიქრობთ, საკმაოდ დაძაბულ, მძაფრ ორთაბრძოლაში წარიმართება. ეს ერთადერთი მატჩია მე-6 ტურში, რომლის შედეგის პროგნოზირებისგან "ლელო" თავს იკავებს. ორივე გუნდს გამარჯვების მოპოვების თანაბარი შანსი აქვს.
თუმცა, ვფიქრობთ, მატჩის ბედს მგეზავების ბობა კვინიხიძისა და თემურ სოხაძის დუელი გადაწყვეტს. დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, გაუძლებს თუ არა "ვისოლი/ყოჩების" შერკინება მეტოქის მძიმე, საკმაოდ მობილური მორკინალების შეტევებს.
საინტერესო ბრძოლა გაიმართება ვანში, სადაც ქუთაისის "აია" პრინციპულ მეტოქეს, შარშანდელ ფინალისტ "ბათუმი XV"-ს უმასპინძლებს. მატჩი მაყურებლებისთვის დახურული იქნება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გორში "ლელოსა" და "აიას" დაპირისპირებისას მომხდარი ინციდენტის გამო.
ქუთაისური გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, ჯერაც დაუმარცხებელია. "აიას" მორაგბეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ სტუმრად ორი კონკურენტის ძლევა მოახერხეს. ამჯერად კი მოწინააღმდეგე ტრადიციულად უხერხული მეტოქეა, რომელთანაც თამაში ქუთათურებს ყოველთვის უჭირთ.
"ბათუმი XV"-მ ჩემპიონატი რუსთავის "ხარებთან" საშინაო გამარჯვებით დაიწყო, მერე ზედიზედ სამჯერ დამარცხდა და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილზეა. ძნელი სათქმელია, რამდენად ხელსაყრელია მათთვის ვანში ქუთაისელი ქომაგების გარეშე თამაში, თუმცა ერთი კი ცხადია, "აია" ყველაფერს იღონებს მეხუთე გამარჯვების მოსაპოვებლად, მით უფრო, რომ შემდეგ ტურში სტუმრად უწევს ურთულესი მატჩი "ლოკომოტივთან".
შერკინების ხაზში ძალები თითქმის თანაბარია. ამიტომ "აიამ" წარმატების მისაღწევად ღია, ხელდახელ ბურთაობა უნდა გააჩაღოს, შეტევის მიმართულების ხშირი ცვლით. მოწინააღმდეგის დაცვის გაწელა და ცარიელი სივრცეების წარმოქმნა ასე უფრო ადვილად შესაძლებელია.
"აია" წლეულს სოლიდურად გამოიყურება და "ლელოს" პროგნოზით, მინიმუმ ათი ქულით მოიგებს.
ყველაზე ცუდ დღეში რუსთავის "ხარებია", რომელმაც ოთხივე შეხვედრა წააგო და ბოლო ადგილზე დამკვიდრდა. რუსთაველები მეექვსე ტურში სტუმრად ითამაშებენ თბილისის "არმაზთან", რომელმაც ერთადერთი გამარჯვება მე-4 ტურში "აკადემიასთან" მოიპოვა - 10:5.
არმაზელები მეტოქეს საკუთარ მოედანზე, ვაზისუბანში დაუხვდებიან. ისინი ახალ მოედანზე პირველი თამაშის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ვფიქრობთ, აქცენტს შერკინებით თამაშზე გადაიტანენ, რადგან გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ ესაა.
"ხარებს" წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. ზედიზედ მეხუთე მარცხი გუნდს ფსიქოლოგიურად გატეხს. ამიტომ, ვფიქრობთ, გამარჯვება რუსთაველებს უფრო სჭირდებათ...
... მაგრამ, "ლელოს" პროგნოზით, მინიმუმ ათი ქულით "არმაზი" მოიგებს.
ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელ "ლელოს" თამაშში გარკვეული კრიზისი შეინიშნება. გუნდი ძველებურად ლაღად, თავდაჯერებულად ვეღარ ირჯება და ზედიზედ ორი მარცხი იწვნია.
მეექვსე ტურში ლელოელთა მეტოქე იქნება "აკადემია", რომლის თამაშსაც მიმდინარე ჩემპიონატში წარმატებულს ვერაფრით ვუწოდებთ. აკადემიელებმა ერთადერთი გამარჯვება სტუმრად მოიპოვეს "ხარებთან" - 17:3. არადა, შარშან ამ დროისთვის "აკადემია" ოთხიდან სამი მოგებით ლიდერთა შორის იყო. წლეულს თითქოს უარესად არ ირჯება, მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპირო აქვთ.
"ლელო" ყველანაირად ეცდება შელახული რეპუტაციის აღდგენას. ძნელი წარმოსადგენია, ამ გუნდმა ზედიზედ სამი თამაში წააგოს. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ჩემპიონები "აკადემიასთან" მინიმუმ შვიდი ქულის სხვაობით მოიგებენ და უიღბლო სერიას დაასრულებენ.







ავტორი:  ბესიკ ჯანგავაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი