მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
ორი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ორიც ელიტაში აღზევებისთვის
დღეს და ხვალ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.
საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი იბრძვის - დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" და დავით ქუბრიაშვილის "ტულონი". ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები წარდგებიან. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
"კლერმონი" ზედიზედ მეოთხედ თამაშობს ნახევარფინალში. წინა სამ შემთხვევაში "ზირაქამ" და კომპანიამ ფინალში კი გააღწიეს, მაგრამ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლეს. "ტულონი" კი დიდი ხანია, საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულთან ასე ახლოს არ ყოფილა. გუნდები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. ტრავმა მოირჩინა და "ვულკანების" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს არგენტინელი ვეტერანი, შერკინების ბურჯი მარიო ლედესმა.
მეორე ნახევრფინალურ წყვილში ქვეყნის ჩემპიონი "პერპინიანი" ფრანგული რაგბის ფლაგმან "ტულუზს" ეთამაშება. ფინალი სენ დენიში "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.
მეორე დივიზიონში ელიტური, პირველი დივიზიონის ერთი საგზური ავტომატურად მოიპოვა ანტონ ფეიქრიშვილის "აჟენმა". დარჩენილი მეორე საგზურისთვის კი ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი იბრძოლებს-გიორგი ჟღენტის "ოიონაქსი" და გურამ კავთიძის "ლიონი".
"ლიონის" მეტოქე ნახევარფინალში "პო" იქნება. ოიონაქსელები კი "ლაროშელს" დაუპირისპირდებიან. ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იქნება. პირველი დივიზიონის საგზურს ფინალში გამარჯვებული მიიღებს.

I დივიზიონი
ნახევარფინალი
პერპინიანი-ტულუზი, კლერმონი-ტულონი
II დივიზიონი
ნახევარფინალი
ლიონი-პო, ოიონაქსი-ლა როშელი
ბესიკ ჯანგავაძე






ავტორი:  ბესიკ ჯანგავაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი