მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-15
ვორათაზი და კრუსეიდერზი ნახევარფინალშიც
ზე 14-ის გათამაშებაში ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა. გუშინ გამართული ორი შეხვედრის შემდეგ მრავალგზის ჩემპიონმა, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" და სიდნეის "ვორათაზმა" პლეი ოფში გააღწიეს. გასარკვევი მხოლოდ ნახევარფინალური წყვილებიღა დარჩა.
"კრუსეიდერზმა", ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ბოლო ტურში ნავსი გატეხა და კონკურენტი, კანბერის "ბრამბიზი" დაამარცხა - 40:22. ახალზელანდიელებმა წლეულს საუკეთესო თამაში აჩვენეს და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს.
ანგარიში მე-7 წუთზე ლელოთი გარემარბმა შეინ მეთლანდმა გახსნა, მგეზავმა დენ კარტერმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0. ბრამბიზელებმა ანგარიში ათ წუთში გაქვითეს, თუმცა ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ ორი ლელოს გატანა შეძლეს. თავი რვა ნომერმა ქირან რიდმა და შერკინების ბურჯმა ოუენ ფრენქსმა გამოიჩინეს. კარტერმა მხოლოდ ერთი გარდასახვის გატანა შეძლო - 19:10.
"კრუსეიდერზმა" მეორე ტაიმში კიდევ ურო გააძლიერა ზეწოლა და 68-ე წუთისთვის უკვე თვრამეტი ქულით იგებდა - 35:17. დასკვნით ხუთ წუთში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს და ქრაისთჩერჩელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.
არანაკლებ უშეღავათო ბრძოლა გაიმართა სიდნეიში, სადაც "ვორათაზმა" პლეი ოფში გასვლის კიდევ ერთი პრეტენდენტი, ველინგთონის "ჰარიკენზი" დაამარცხა - 32:16. სიდნეელთაგან ორ-ორი ლელო ქართლი ბეილიმ და დრიუ მიჩელმა მიითვალეს.
როგორ დაწყვილდებიან გუნდები ნახევარფინალში, კეიპთაუნის "სთორმერზისა" და პრეტორიის "ბლუ ბულზის" მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. თუ "სთორმერზმა" შინ მეტოქის დამარცხება შეძლო, მაშინ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს დაიკავებს და ნახევარფინალში "ვორათაზს" უმასპინძლებს. "კრუსეიდერზს", რომელიც ამ შემთხვევაში მეოთხე იქნება, პრეტორიაში მოუწევს სტუმრობა.
მოვლენების ასეთი განვითარება ადვილი შესაძლებელია, რადგან "ბლუ ბულზის" მწვრთნელმა ძირითად გუნდს დასვენების საშუალება მისცა და კეიპთაუნში სათადარიგო გუნდი იახლა. ძირითადიდან ითამაშებს ახალტრავმამოშუშებული მეორეხაზელი ბაკის ბოთა, რომელიც კაპიტნის სამკლავურსაც მოირგებს.
ცხადია, ეს ყოველივე სულაც არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა "ლურჯი ხარები" მეტოქეს რამეს დაუთმობენ, მაგრამ უფრო მოტივირებული სთორმერზელების წინააღმდეგ, აბა, რას გახდებიან. თანაც, კეიპთაუნურ გუნდს ტრავმამოშუშებული გარემარბი ბრაიან ჰაბანა დაუბრუნდა.
Pლანეტრუგბყ-ის პროგნოზით, "სთორმერზი" მინიმუმ ათი ქულით მოიგებს.
პლეი ოფში მოხვედრის თეორიული, ისიც ძალიან მცირე შანსი აქვს ბრისბენის "რედსს". ამისთვის "წითლებმა" შინ დანიდინის "ჰაილენდერზი" უნდა დაამარცხოს დიდი ანგარიშით, თუმცა "სთორმერზმაც" ასევე დიდი სხვაობით უნდა წააგოს.
სხვა შეხვედრებს რაიმე სატურნირო მნიშვნელობა არ აქვთ და გუნდები მხოლოდ პრესტიჟისთვისღა იბრძოლებენ.
XIV ტური: ნატალ შარქსი-ფორსი, ბლუზი-ჩიფსი, რედსი-ჰაილენდერზი, ჩიტაზი-ლაიონზი, სთორმერზი-ბლუ ბულზი
სატურნირო მდგომარეობა: 1. ბლუ ბულზი - 47 ქულა, 2. ვორათაზი - 43, 3. კრუსეიდერზი - 41, 4. სთორმერზი - 39, 5. ბრამბიზი - 37, 6. ჰარიკენზი - 37, 7. რედსი - 34, 8. ბლუზი - 32, 9. ნატალ შარქსი - 29, 10. ჩიფსი - 26, 11. ჩიტაზი - 21, 12. ფორსი - 18, 13. ჰაილენდერზი - 17, ლაიონზი - 5.


ავტორი:  ბესიკ ჯანგავაძე


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი